„ჩახედვით და არა გატეხვით“: თხილის ფასის დადგენის ახალი „ფორმულა“ ოზურგეთში

საზოგადოება

„ჩახედვით და არა გატეხვით“: თხილის ფასის დადგენის ახალი „ფორმულა“ ოზურგეთში

23 სექ. 2020, 10:43:15

დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ნარევ თხილს, ერთ კილოგრამს 5 ლარად იბარებდნენ.

_აბა,   თხილის შეფასება  მხოლოდ ჩახედვით  და არა გატეხვით, გარედან არ უნდა გამოიყურებოდეს ცუდად, რაც მთავარია,  ღიმილს და კილოგრამში 5 ლარს, ერთად  ვარიგებ, _    გვითხრა გ. ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე,  თხილის  მიმღებ პუნქტში მომუშავე დათო ტუღუშმა და თან განმარტა,  კი ვხუმრობ, მაგრამ გურულის   „კოდექსის“ თანახმად, წესია ასეთი ჩვენში. ისე, კი ნაღდ სიმართლეს გეუბნებითო.

მართლაც,  ბოლო დღეების განმავლობაში, ოზურგეთში  ნარევ  თხილს, რომელსაც ზოგჯერ „ნაგერად“ მონათლავდნენ, თუ ფერი აქვს  ბუნებრივი, ერთ კილოგრამს ხუთ ლარად უყოყმანოდ  იბარებენ.

 თხილის  გატეხვის პროცედურა, ახლა მხოლოდ „ბერძნულა“ ჯიშის თხილს ეხება.

_ოო, ბერძნულა არა მხოლოდ გატეხვით, გულის გაჭრითაა, ხარისხს ისე ვერ ვენდობით, - ამჯერად კიდევ უფრო გაიბადრა დათო ტუღუში და მართლაც, მოიმარჯვა ჩაქუში და ჯიბის პატარა დანა.

_თუ კარგია, ერთ  ცალში 75-80 თეთრს ვანგარიშობთ. ნუ, ერთი კილოგრამი კი გამოდის 8 ლარი. თუმცა, მაგფერი  არ არსებობს, ათი ცალიდან ათივე საღი რომ იყოს,  თან „ბერძნულა“, _ კვლავ გააკეთა განმარტება ტუღუშმა.

თავის მხრივ, რიგითი მოქლაქეები საუბრობენ თხილის მიმღებთა  წესების უცნაურ სახეცვლილებებზე:

"ერთი თვის წინ,  „ტახა-ტუხში“ იყვნენ, თან ერთ ცალში 35-40 თეთრს იხდიდნენ   და კილოგრამს სამი ლარი ძლივს გამოუდიოდა.  ახლა რომ ასე შეცვალეს   „ფორმულა“,  ან მაი ფასის დამდგენია აბდალი უხარსხო თხილშიც რომ 5 ლარს იხდიან,  ან  უფრო აბდლები  ჩვენ ვართ, რადგან ამათი თამაშის საიდუმლო და „სენთი“, ამდენი წელიწადია , ვერ გამოვიცანითო".




 ახალი ამბები
  • "ოზურგეთში ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით საკვების დარიგების შესახებ ინფორმაცია არასწორია!" (R)ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში “დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”. რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”-თან, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს. ... ...
  • როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღებიკითხვით _ როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღები, "გურია ნიუსს" უამრავი ადამიანი მიმართავს. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს მარინა ცინცაძეს დავუკავშირდით. ცინცაძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი. როგორც "გურია ნიუსს" მარინა ცინცაძემ უთხრა, თანამშრომლებს რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ, სამსახურში გასვლა ხვალიდან შეეძლებათ. "ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც ვიყავით იზოლაციაში, ხვალ უნდა გავიდეთ სამსახურში და შემდეგ, მერიასთან შეთანხმებით, გადაწყდება, როგორ უნდა მოვიქცეთ", _  გვითხრა ცინცაძემ. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, პასუხი იმის შესახებ, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება ხვალ საღამოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალის" დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვისორივე მათგანი ქობულეთში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული და როგორც ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფებიან. დღეს კორონავირუსი ჩოხატაურში კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62-ამდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 ... ...
  • ვინ არიან ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა და ამ  იდეების შესაბამისად, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, ხოლო სუფსაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც „აკეთელების ღიღინის“ კუთხეს, პატარა ბიბლიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისა და გურული ტრადიციების კუთხეს, „კალანდას“ გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი  ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან. ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო სამი აგვისტოდან დაიწყო და ის ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა. სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...