ჩამქრალი განათება და შიშველი სადენები ჩოხატაურის ცენტრში

საზოგადოება

ჩამქრალი განათება და შიშველი სადენები ჩოხატაურის ცენტრში

2017 აგვ 27 15:06:28

ერთ თვეზე მეტია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში და დაბაში გარე განათებები გამორთულია. ადგილობრივების თქმით, გამგეობას ამ პრობლემის შესახებ არა ერთხელ აცნობეს, თუმცა, უშედეგოდ:

_ ღამით ქუჩაში ვერ გახვალ. უკუნია. თვეზე მეტია, ასეა. 10 გარეგანათების ბოძიდან ზოგან ერთი მუშაობს, ზოგან არც ერთი, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები.

კომუნალური სამსახურის „სხივის“ ხელმძღვანელის მერაბ დოლიძის თქმით, ამის მიზეზი ნათურების არარსებობა იყო:

_ ნათურები გვქონდა გადამწვარი. პირდაპირი შესყიდვით ვერ ვიყიდეთ, ტენდერს დააგვიანდა და ამან გამოიწვია გარე განათების გათიშვა, _ აღნიშნა მერაბ დოლიძემ, რომლის განმარტებით, ახლა ამწეა გაუფუჭდათ, რის გამოც, ნათურების შეცვლა ვერ ხერხდება:

_ მე რომ მოვედი, დამხვდა ეს მანქანა. ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი „ჯართია“ და სულ ფუჭდება. იმ კვირაში ბათუმში მივდივართ ნაწილისთვის და ეგებ, მოვახერხოთ გაკეთება, _ გვითხრა დოლიძემ, რომელსაც კითხვაზე, თუ რატომ არ გაითვალისწინეს წლის დასაწყისში ნათურების შეცვლის საკითხი, კონკრეტული პასუხი არ აქვს:

_ კანონებია ასეთი და ეს ჩემი ბრალი არ არის. პირდაპირ არ იყიდოო, მეუბნებიან.

_ ბატონო მერაბ, ხომ იცოდით, რომ გამოსაცვლელი იყო და წლის დასაწყისში, ბიუჯეტის დაგეგმვისას რატომ არ გაითვალისწინეთ ეს?

_ ტენდერს  აგვიანდება. როცა საშუალება მოგვეცა, მაშინ გამოვაცხადეთ.

_ თვეზე მეტია, თითქმის  მთელი ჩოხატაური ჩაბნელებულია...

_ სურებში, შუა სურებში ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ. ახლა დაბა და ფარცხმაა დარჩენილი, რომლისთვის საჭირო ნათურები უკვე შეძენილია, თუმცა, როგორც გითხარით, მანქანა გვყავს გაფუჭებული.

_ თქვენ რომ ტენდერის გამოცხადება დააგვიანეთ, მანქანა რომ გაფუჭებული გყავთ ეს მოსახლეობისთვის გამოსავალია?

_ მე სხვა გზა არ მაქვს. ისე, ბევრი არც არის გამოსაცვლელი _ 40-იდან შეიძლება გაფუჭებული იყოს 15.

მაგალითად ფარცხმაში, 10 ნათურიდან 8 გადამწვარია... იგივე ხდება დაბის სხვადასხვა ქუჩებზე, სადაც თქვენც ყოველდღიურად გიწევთ გავლა. შეიძლება თქვენთვის, რადგანაც მანქანით მოძრაობთ, ეს პრობლემა არ იყოს, მაგრამ ფეხით მოსიარულე მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა და ამის მოგვარებას დიდი ხანია გთხოვენ..

_ ხო, გასაგებია. ვეცდებით რომ დროულად მოვაგვაროთ, _ აღნიშნა დოლიძემ.

კიდევ ერთი  საკითხი, რომელიც კომუნალური სამსახურის კომპეტენციაში შედის და რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია დაბის ცენტრში, ე. წ. „წრიულთან“ მდგარი განათების ბოძის ირგვლივ შიშველი სადენებია _ ყოველგვარი დამცავის გარეშე.

დოლიძე გვიმტკიცებს, რომ სადენები დაცულია, თუმცა, ჩვენს ობიექტივმა საწინააღმდეგო დააფიქსირა.

კომუნალური სამსახურის უფროსი  იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ სადენებში დენი არ არის:

_ ზუსტად ვიცი, რომ მასში დენი არ გადის, _ ამბობს მერაბ დოლიძე.

_ ამ სადენებზე 3 წლის წინ განათება იყო დამაგრებული. თან სადენები მიწის ქვეშ გადის და თუ სამი წლის წინ დენი იყო, ახლა ვინ გათიშა?

_ ახლა არ ვიცი, რა  მოხდა, მაგრამ ორი წლის წინ გვინდოდა განათების აღდგენა და დენი არ იყო. ზუსტად შემიძლია ეს გითხრათ. თუმცა, თუკი ეს საკითხი გაწუხებთ, თქვენი ხათრით კაბელებს ჩავჭრით.

_ ეს ჩვენი ხათრით არ უნდა გააკეთოთ. ეს თქვენი მოვალეობაა ბატონო მერაბ, ამაში იღებთ ხელფასს...

_ დამერწმუნეთ, იქ დენი არ გადის.

_ რის საფუძველზე გვეუბნებით ამას?

_ ხომ გითხარით, ორი წლის წინ მინდოდა განათების გაკეთება  და არ მოხერხდა.

_ მას შემდეგ შეამოწმეთ? იქნებ, მაშინ იყო რაიმე დაზიანება?

_ არ შემიმოწმებია, მაგრამ ვიცი რომ არ არის. თან ის დაცულია. ხუფები ადევს, _ აღნიშნა დოლიძემ.

ელექტრიკოსების თქმით, შიშველი სადენი ყოველთვის საშიშია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მიწის ქვეშ, საიდანაც სადენი გამოდის ჩაჭრა არ მოხდა,  მაღალი ნესტის პირობებში არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ძაბვა მიიღო.

_აუცილებელია გაითხაროს მიწა და სადენი ჩაიჭრას. ასევე, აუცილებელია სადენები იყო იზოლირებული და დაუშვებელია მისი ღიად დატოვება, _ გვითხრეს სპეციალისტებმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ნათურების შეცვლის პროცესი მალე დასრულდება:

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფლობს ინფორმაციას და აკონტროლებს ააიპ-ების მუშაობას, მათ შორის თქვენგან დასმულ საკითხებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ  ჩვენი არათვითკმარი  მუნიციპალიტეტი, თვეში 15 000 ლარს ხარჯავს გარეგანათების უზრუნველსაყოფად. წელს უკვე 830 ნათურაა შეცვლილი. 320 ნათურის შეცვლა მიმდინარეობს და ეს პროცესი დასრულდება უახლოეს დღეებში. თუ წლის ბოლომდე აუცილებლობა იქნება, ნათურებს დავამატებთ,“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში ... ...
  • როგორია კორონავირუსით დაავდებული ორი პაციენტის მდგომარეობაკორონავირუსით დაავდებული ორი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ პირველ არხთან ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ორივე შემთხვევაში არ არის ლაბორატორიული ცვლილებები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მდგომარეობა ორივე დაავადებული პაციენტის სტაბილურია. გუშინ ჯამში შემოვიდა 31 პაციენტი, ყველასთან ჩატარდა კვლევა, უარყოფითი იყო ჩვენთან ყველა პასუხი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჩვენთვის ცნობილი ყველა პასუხი ნეგატიურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯამურად 24 პირი, რომელსაც ნეგატიური პასუხი დაუდასტურდა, გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი შვიდი პაციენტი, მათ აქვთ ა და ბე ტიპის ვირუსები, ზოგს ტემპერატურული რეაქციები ჰქონდათ და ამიტომ ისინი გადავიყვანეთ ჩვენივე ცენტრის სხვა განყოფილებაში, სადაც ჯერ მეთვალყურეობენ. ტემპერატურა რომ ნორმალიზდება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდება, ისინიც დატოვებენ დაწესებულებას და გადავლენ საკარანტინო სივრცეში. ყოველდღიურად შემოდიან პაციენტები, ხდება მათი შემოწმება სიტუაციის მიხედვით. ჯამში სიტუაცია მართვადია და ვნახოთ, რა იქნება. თუ მზარდი იქნება, ალბათ რომელიმე განყოფილებას კიდევ დავკეტავთ ჩვენ და მთლიანად საავადმყოფო გადავალთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე, სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები ყველანი ბოქსებში მოთავსდებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი ... ...
  • „იმპექსის“ ლავირებული სვლა ოზურგეთში _ არარსებული პირბადის ფასის ელვისებური ზრდა„გურია ნიუსი“ დღესაც, დილიდანვე ოზურგეთში მოქმედ  აფთიაქებს ეწვია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინ, დილით  აფთიაქ „იმპექსს“  საერთოდ არ ჰქონდა პირბადე და როდის ექნებოდათ არ იცოდნენ, რადგან წინა  ღამით, მათივე  თქმით,  მარაგი ამოიწურა. თუმცა, გუშინვე,  ჩვენი მისვლიდან ერთ საათში,   ჩვენივე  წყაროს  ცნობით,  ეს აფთიაქი უკვე 20 თეთრიან პირბადეს  1. 85 ლარად   ყიდდა. კითხვაზე, თუ რატომ გვითხრეს გუშინ დილით ურყოფითი პასუხი, რომ არცერთი ცალი აღარ ჰქონდათ და უკვე ერთ საათში გაათმაგებული ფასით  როგორ და რატომ ყიდდნენ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აფთიაქში იყო მარაგი და გადამალეს, რადგან ერთ საათში,  უკვე გაძვირებული  ფასით ყიდდნენ, ოპერატორმა თამარ კოპალიანმა ასეთი პასუხი გაგვცა: _არ გვქონდა, გუშინ, თქვენ რომ გახვედით, მალე მივიღეთ შეზღუდული რაოდენობით და უცებ გათავდა! (?) „იმპექსისგნ“ განსხვავებით, „პ.ს.პ“-ს აფთიაქში არც გუშინ ჰქონდათ და არც დღეს აქვთ პირბადეები.  ამბობენ, რომ შეკვეთას ორშაბათს გააგზავნიან. ასეთივე მდგომარეობაა სხვა აფთაქებშიც - ელოდებიან, ოღონდ, სავარაუდოდ,   ფასი გაზრდილი იქნება. ერთ-ერთ აფთიაქში ისიც გვითხრეს ოპერატორებმა,  ჩვენ რა გზა გვაქვს ან რა უფლება, ვიდავოთ ფასზე? ხალხი რატომ არაფერს ამბობს? გამოვიდნენ და თქვან, უშლით ვინმე? რატომ არ აპროტესტებენო. ამასობაში კი გურულები სახუმროდ მაინც იცლიან, „აი, ერთი პირბადე იყო აფთიაქში იაფი და ეს კორონა და მამაძაღლობა  მაგის ფასის გასაოცმაგებლად ხო არ მოუგონიათო? ან რატომ ყიდულობს  ეს გააბდლებული ხალხი, კორონას მაი  მაინც არ შველის და ვერც იცავსო, ამბობენ ... რას ეცნენ და დაიტაცეს?  ყაბალახის მომფიქრებელ ხალხს,  თუ მანდამაინც , ცხვირზე ასაფარებელი  „ცახოცის“ მოძებნა არ ... ...
  • „უსაფრთხოება და არა შიში“ - სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს„უსაფრთხოება და არა შიში“ _ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ კამპანიას იწყებს. სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობს. პრეზიდენტს სამედიცინო ნიღაბი უკეთია. „მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – წერს ... ...
  • 29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას, ზოგ შემთხვევაში მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...