"ჩემს გასაჭირს ქუჩაში სიმღერით ვიქარვებ"

საზოგადოება

"ჩემს გასაჭირს ქუჩაში სიმღერით ვიქარვებ"

6 ოქტ. 2017, 15:26:07

ოზურგეთის ბაზარში ხშირად შეხვდებით სიმპათიურ, ასაკოვან ქალბატონს, ფანდურით ხელში, რომელიც უმეტესად დედაზე მღერის.  შიგადაშიგ ნაცნობ ტექსტს, საკუთარ ტკივილიან სიტყვებს ურევს და თვალებს არც ახელს, ისე ასრულებს. მერე კი, სამოწყალო ყულაბაში იცქირება და ზოგადად, მადლიერებას გამოხატავს ადამიანებისადმი. ეს ქალბატონი 86 წლის ცაცა მამალაძეა.

"ქმარი ადრე გარდამეცვალა, სამი შვილი მყავს. ჩოხატაურელი ქალი ვარ, ვანისქედიდან. ნაგომარში გამათხოვეს დიდი ხნის წინ. სამი შვილი კი გავზარდე, მაგრამ  ვაჟიშვილთან ვეღარ ვიცხოვრე. ოჯახია, უკმაყოფილება ხდება, არ მინდა ახლა ამაზე ბევრი საუბარი.  გოგოებსაც არ ულხინთ. ერთი ბათუმში ცხოვრობს და აქ, სოფელ მელექედურში საშუალო ღირებულების სახლი იყიდა. იქ ვათევ. თუმცა, დღემდე სოციალური დახმარება არ დამინიშნეს. ოთხი წელი იქნება, რაც მომიხსნეს. მას მერე ასე ვარ. პენსია წამალს სჭირდება. ინფარქტიდან, რა არ მაქვს გადატანილი. ვმღერი ბავშვობიდან. მომღერალი ოჯახი გვერქვა. ცოტ-ცოტა ფულს მიგროვებენ კეთილი ადამიანები ჩემს პატარა ყულაბაში და გამაქვს ასე დღეები. როგორ მინდოდა, მოხუცთა თავშესაფარს შევკედლებოდი. თუმცა, ხელმძღვანელობის დიდი მცდელობის მიუხედავად, პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ მარინა თოფურიამ ვერ მოახერხა ჩემი იქ გადაყვანა, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მაქვს. რატომ არ მაქვს? რატო მარ მანიჭებენ? რა ვქნა? ვინმე დამეხმარეთ, ჩემზე უკეთ ხომ შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორ უნდა მოხდეს ჩემნაირი მოხუცის დახმარება? შვილებსაც რომ უჭირთ, არ გაგიგიათ? დალხინებული რომ იყვნენ, მეც უკეთ ვიქნებოდი. რაც შეუძლიათ, ხელს მიწვდიან, მაგრამ ხომ ატყობთ, რომ მაინც გასაჭირში ვარ? ჩემს გასაჭირს ქუჩაში სიმღერით ვიქარვებ, განა, მემღერება, მარა რა ვქნა?" _ მოგვიყვა თავისი გასაჭირის შესახებ ცაცა მამალაძე.

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენელმა, ნონა სადრაძემ "გურია ნიუსთან" ისაუბრა ცაცა მამალაძის შესახებ და თქვა, რომ მის შესახებ კარგად იცის. კერძოდ, ის ცხოვრობდა სოფელ ნაგომარში, თუმცა, შემდეგ სოფელ მელექედურში გადავიდა. დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად, სად ცხოვრობს.

_ მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, შეგვძლებოდა მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა, ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან, არ ატარებს სოციალურად დაუცველის სტატუსს. თავის მხრივ,   სოციალური მომსახურების სააგენტოც, ჩემი აზრით, ვერ მიანიჭებდა ქულას და სტატუსს, თუ ქალბატონს კონკრეტული  საცხოვრებელი მისამართი არ ექნება. ეს არის სულ, რაც შემიძლია, ცაცა მამალაძის შესახებ გითხრათ, _ აღნიშნა სადრაძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი თეა ლომჯარია განმარტავს, რომ კონკრეტულმა პირმა განცხადებით უნდა მომართოს  სოციალურ სამსახურს.  მას აუცილებლად მისცემენ წინადადებას, რომ ერთ  მისამართზე გაჩერდეს. ქუჩაში ხომ არ დარეგისტრირდება? შესაძლოა, იყოს შვილთან, ან სულაც ქირით, ოღონდ, კონკრეტული მისამართი უნდა არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში, მას ჩვენი მუშაკები დახმარებას აღმოუჩენენ იმ მხრივ, რომ მივლენ, შეამოწმებენ და შეივსება დეკლარაცია. თუ არ მოგვმართა, ან კონკრეტულ მისამართზე არ იცხოვრა, რა უნდა ვქნათ? სადღაც ხომ ათევს ღამეს? ქუჩაში არ იქნება და სწორედ ერთ კონკრეტულ ბინაში უნდა იყოს, რომ შევძლოთ მოხუცის შემოწმება, _ გვითხრა მან.
თავის მხრივ, ცაცა მამალაძე ამბობს, რომ მას სოციალური დახმარება ოთხი წლის წინ მოუხსნეს და მას შემდეგ აღარ დაუნიშნეს. თუმცა,  ვერ აკონკრეტებს, ბოლოს,  რამდენჯერ ან როდის მიმართა  სოციალურ სამსახურს განცხადებით.
_ კარგი, კიდევ წავალ, იქნებ, თქვენც დამეხმაროთ, არ ვტყუი, იქნებ, რაიმე მეშლება,  გასაკვირი არაა, ამ ხნის ქალი ვარ, მარა გონებაზე კი ვარ, ჯერჯერობით, _ გვეუბნება ცაცა მამალაძე.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...