"ჩოხატაურის კულტურული ცხოვრების ისტორია, ყველამ კარგად უნდა იცოდეს" _ რევაზ ლორია

საზოგადოება

"ჩოხატაურის კულტურული ცხოვრების ისტორია, ყველამ კარგად უნდა იცოდეს" _ რევაზ ლორია

2017 მარ 7 12:04:33

რევაზ ლორიას  ბევრი წარდგენა არ სჭირდება. მას გურიაში, განსაკუთრებით კი ჩოხატაურში, კარგად იცნობენ _  91 წლის  ომის, საბრძოლო ძალების და შრომის ვეტერანი, რაიონის დამსახურებული მუშაკი ათეული წლები  ჩოხატაურის კულტურული  ცხოვრების სადარაჯოზე იდგა.

ახლა სახლშია, წერს ლექსებს, პოემებს, ელოდება სპონსორს და უვლის საკმაოდ დიდი კარმიდამოს _ კივს, ვენახს, ციტრუსს, თხილს. ცდილობს, რომ ახალგაზრდებს ასწავლოს, თუ როგორ უნდა უნდა გახდნენ წარმატებული მეურნეები. შესაბამისად, მის ეზოში სულ ხალხმრავლობაა.  სოფლის მეურნეობაზე დაწყებული საუბარი, როგორც წესი ხელოვნებაზე საუბრით  სრულდება.

ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც _  ჩვენმა რესპონდენტმა "გურია ნიუსთან" ის წლები გაიხსენა,  რომელიც ისტორიაშია ჩაწერილი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ზოგიერთი, არასწორად  ჰყვება:

_ ჩოხატაურის სახალხო თეატრზე  ერთხელ ეწერა, რომ 135 წლის გახდა, შემდეგ დაიწერა, რომ 150 წლისაა. არადა, არცერთი არ არის სწორი. 1940-იან წლებში ჩოხატაურში არსებობდა სახელწმიფო თეატრი. 1946-48 წლებში მე ამ თეატრის მსახიობი ვიყავი. მისი დირექტორი და რეჟისორი მიხეილ ჯალაღანია  გახლდათ, რომელსაც შემოკრებილი ჰყავდა უნიჭიერესი მსახიობები, როგორც რაიონიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან. თეატრი დგამდა ისეთ აკადემიურ  სპექტაკლებს, როგორებიც იყო: "სადგურის უფროსი", "მეგობრობა", "ხევისბერი გოჩა", "ყვარყვარე თუთაბერი", "ნაცარქექია, "ტირიფის ქვეშ" და სხვა მრავალი.

სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ 1949 წელს მსახიობები სხვადასხვა თეატრში გადავიდნენ. რაიონის კულტურის სახლთან შეიქმნა დრამატული წრე, რომელშიც გაერთიანდნენ ადგილობრივი მსახიობები. ვალოდია მგელაძე, შემდგომში საქართველოს დამსახურებული არტისტი, უნიჭიერესი ბიჭიკო ღამბაშიძე, გოგა სურმანიძე, ვაჟა გოგოლაძე, ბიჭიკო ცინცაძე, ვლადიმერ ბენდელიანი  დიმიტრი პაიჭაძე, ლოლა კობიძე, მერი გიორგაძე", გურამ მეგრელიძე და სხვები, _ იხსენებს ბატონო რევაზი, რომელიც, 1953 წლის დასაწყისში,  სასწავლებელის დასრულებისთანავე დაინიშნა ჩოხატაურის კულტურის სახლის დირექტორად.

 _ დირექტორობასთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული დასის მუშაობაში. 1959 წლის ივნისში მუშაობა დავიწყეთ ახალი პიესის _  "სამი უბედურის" დადგმაზე. ერთხელ, მეცადინეობის დროს, დამტარებელმა ჟურნალ-გაზეთები მოიტანა. ცოტა ხნით რეპეტიცია შევწვიტეთ და პრესას თვალი გადავავლეთ.  ხუთი წუთი არ იყო გასული, თეატრის რეჟისორი  ბიჭიკო ღამბაშიძე სკამიდან წამოხტა და იყვირა: საქართველოში სამი სახალხო თეატრი გახსნილა. გურჯაანში, ხარაგაულში და სამეგრელეოშიო.  სწორედ ამ დროს დაგვებადა აზრი, შუამდგომლობა  აღგვეძრა კულტურის სამინისტროში, რომ ჩოხატაურშიც გახსნილიყო სახალხო თეატრი. ვალოდია მგელაძემ, როგორც ლიტერატორმა (გუთურის სკოლის დირექტორი იყო) შეადგინა ტექსტი,  რომელიც მივიტანეთ რაისაბჭოს აღმასკომში, რადგან მათი სახელით უნდა გაგზავნილიყო.

მაშინ საბჭოს გრიგოლ მამალაძე ხელმძღავნელობდა. მითხრა, რომ ჩოხატაურში სახალხო თეატრს არავინ გახსნიდა, თუმცა არა შევეპუე. "დედაბარმა თქვა,  ზღვა დავრწყავიო და ჩვენც ვსინჯოთ-მეთქი. ვთხოვე, მიმართვა გადაებეჭდა და დავპირდი, რომ ბიძაჩემს, გრიგოლ ზამბახიძეს  დავიხმარებდი, რომელიც თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო. დამეთანხმა და მეორე დღეს, დილის 8 საათზე  ბიძასთან ვიყავი.  მანაც კულტურის მინისტრს დავით ჩხიკვიშვილს  დაურეკა და თანხმობაც  მივიღეთ, _ სახალხო თეატრის შექმნის ისტორიას იხსენებს 91 წლის რესპონდენტი.

ჰყვება, რომ  თეატრის  შემდგომ ფუნქციონირებაში წვლილი იმ ჩოხატაურელებსაც აქვთ შეტანილი, რომლებიც თბილისში სხავადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ:

_ მინისტრიდან მიღებული თანხმობის დოკუმენტით,  იმავე დღეს  მივედი კულტურის სამინისტროს საგეგმო სამმართველოს უფროსთან. ჩვენებური კაცი იყო, ქვენობნიდან, სიმონ სიმონიშვილი და დახმარება ვთხოვე, სამი საშტატო ერთეული გამომიყო. გამოვდიოდი, როცა ოთახში ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მომარაგებელი, ჩაისუბნელი ილიკო ბოლქვაძე შემოვიდა. ახალი ამბავი მასაც ვახარე და დახმარება მასაც  ვთხოვე _ ოპერაში ჩამოწერილი დეკორაციები და ტანსაცმელი მოეცა. დამეთანხმა და  ერთ კვირაში  დანაპირები შეგვისრულა, _ ამბობს რევაზ ლორია, რომლის თქმით, სახალხო თეატრის შექმნის ზუსტი თარიღი  1959 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურის სახალხო თეატრი 58 წლისაა.

ბატონი რევაზი ჩვენთან საუბრისას მუსიკალური სკოლის და მუზეუმის შექმნის ისტორიასაც იხსენებს:

_ 1965 წელს რაიკომის პირველი მდივნის აკაკი გობრონიძის უშუალოდ დავალებით მოვძებნეთ მუსიკათმცოდენე _ ქვენობანში  მცხოვრები ნონა თავართქილაძე. და ამის შემდეგ  დავიწყეთ მოსწავლეების  მოძიება.  პირველ წელს ცოტანი იყვნენ _ გობრონიძის ორი ქალიშვილი,  ვალერიან მახარაძის შვილები, ძმა იანეულიდან და კიდევ  სამი-ოთხი მოსწავლე. ნონას ზემოფარცხმელი ვერა ჩხიკვაძე ეხმარებოდა.

მეორე წელს მოსწავლეთა მიღებაზე კონკურსი იყო. სკოლის დირექტორად  კი სამტრედიელი მურმან ბერულავა დაინიშნა, რომელმაც წარმატებით  გააგრძელა მუშაობა.
რაც შეეხება მუზეუმს _  ისიც ამ წლებში შეიქმნა, კულტურის დარგის მუშაკებს სოფლებში სხვადასხვა ექსპონატები ჰქონდათ  შეგროვებული და იდეაც აქედან წამოვიდა. მუზეუმის დირექტორად გუთურის   სკოლის  დირექტორი ვალოდია მგელაძე დაინიშნა, რომელიც 1961 წელს რაფიელ გიორგაძემ  შეცვალა, _
იხსენებს  ბატონი რევაზი.

ამბობს, რომ გასახსენებელი ბევრი აქვს. გვიყვება, რომ სხვადასხვა წლებში ჩოხატაურის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფურცლის ჩასაწერად ბევრ ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა დავიწყება არ შეიძლება.

ბატონი რეზო წუხს იმაზე, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი დაფასება არა აქვთ და მომავალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ მათ შესახებ ბევრი უნდა დაიწეროს და ბევრი უნდა ითქვას.

_ ჩოხატაურის კულტურული ცხოვრების ისტორია,  სწორად უნდა აღიწეროს და  ყველამ კარგად უნდა იცოდეს, _ დასძენს ბატონი რევაზი.




 ახალი ამბები
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...
  • წულუკიანი: მერაბიშვილით დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშსიუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ვანო მერაბიშვილის მიერ  ციხიდან გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ამიტომ, არ მგონია რომ ამ განცხადებაზე რამე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს რა თქმა უნდა, მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების საკითხის შეფასება მოუწევს,“_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. „ის რეალურად არის პრობლემა იმიტომ, რომ როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“. შესაბამისად არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო, ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ... ...
  • ანრი ოხანაშვილი: მერაბიშვილს პასუხს გასცემენ"ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის და ნათლად გამოჩნდა დღესაც, ისევ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი",_ ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ის ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...