ჩოხატაურის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბახმაროს მიმართულებით გადაადგილებისგან
გურიაში, მაღალმთიან სოფლებში თოვს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, იმ ადამიანებს, რომლებიც ბახმაროსკენ გადაადგილებას აპირებენ, მოუწოდებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ.
“ვიმყოფებით ჩოხატაური_ბახმაროს 42 -ე კილომეტრზე. ჩვენ ვეღარ შევძელით გადაადგილება, მაგრამ თოვლზე მავალი განაგრძობს სვლას ბახმაროსკენ....
ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამ მიმართულებით გადაადგილებისგან _ თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია და ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს და ახლობლებს...“ _წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუჭავა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბახმაროს 33-ე კილომეტრზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რომ გაიწმინდოს გზა და გახორციელდეს ბახმაროში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანა.