ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები _ მამუკა ბახტაძე

gurianews.com

საზოგადოება

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები _ მამუკა ბახტაძე

2018 ივლ 17 13:22:19

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. 1-ელი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა. 

პრემიერმა ამ ძალიან მძიმე წუთებში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. 

„დღეს საქართველოში გლოვის დღე გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ ტყიბულში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე - საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ. 

„ეს იქნება ყველანაირი წყაროდან, როგორც კომპანიის, ასევე - სხვა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს. ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი საქართველოში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ელი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


ნახვა: 24


 ახალი ამბები
  • ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დედა-შვილი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან - 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა. დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას ... ...
  • “გადავარჩინოთ ვატო“ - ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტზე საზოგადოებას მიმართა“ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის დაწყებამდე ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა დარბაზში მსხდომ საზოგადოებას მიმართა და დახმარება ითხოვა. “საქმე იმაში გახლავთ, ჩვენი უმცროსი მეგობარი, ორკესტრის მუსიკოსი,  მევიოლინე 26 წლის, ვატო მაღრაძე ლეიკემიითაა ავად. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით და ამისთვის საჭიროა საკმაოდ სოლიდური თანხა, ამიტომ ყველა კონცერტი, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, ან ვმონაწილეობთ, მივმართავ გულწრფელად აუდიტორიას თუ კი ვინმემ საშუალება აქვს შემოგვიერთდეს. თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს ის ჩვენ გვერდზე იდგეს და თავისი საქმე აკეთოს“, _ მიმართა საზოგადოებას ნიკოლოზ რაჭველმა. ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვატოს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ მისამართებზე. საქართველოს ბანკი  მიმღები: ნათია ყულოშვილი  GE52BG0000000100979687  თი ბი სი ბანკი  მიმღები: ნინო თავბერიძე  GE72TB7770245061600009 Paypal: paypal.me/vatostvis 0901701368 ბილაინიდან და მაგთიდან ზარის ღირებულება ... ...
  • ზუზუ გარდაცვლილი იპოვეს მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, _ ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-ს ცნობით გარდაცვლილის ძალადობის კვალი არ ეტყობა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. საქმე სსკ-ის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითვკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სად მიიღებენ ოზურგეთის უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები საკვებსროგორც "გურია ნიუსი" წერდა, ოზურგეთის უპოვართა სასადილო, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლების შემოწმების შემდეგ დაიხურა და გაურკევეველი რჩებოდა, სად მიიღებდა სასადილოს 170 ბენეფიციარი კუთვნილ ერთჯერად საკვებს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბენეფიციარებს დღეს ერთ-ერთ დარბაზში ... ...
  • სავალალო მდგომარეობა ოზურგეთის უპოვართა სასადილოშისურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში შევიდნენ. შემოწმების შემდეგ სასადილო დაიხურა. სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული ამბობს, რომ სასადილოში კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. “გეგმიური ინსპექტირების გადამოწმება იყო. აქ გაკეთებული საჭმელი საფრთხის შემცველია. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატიული ადგილის მოძებნა უნდა დაიწყოს, იმდენად სავალალო მდგომარეობა უპოვართა სასადილოში“, _ გვითხრა ნინი შეწირულმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გააკეთებს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხვალ სად მოუწევს 170 ბენეფიციარებს კერძების ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...