"ჩვენ უკან არ დავიხევთ" _ კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

"ჩვენ უკან არ დავიხევთ" _ კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

20 მაი. 2018, 07:28:05

კლუბი ბასიანის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბასიანი თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

"გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად.

www.bassiani.com/donate -ის საშუალებით გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ.

მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა.

12 მაისს, შავ პარასკევს საცეკვაო მოედანზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით მომარჯვებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, გამორთეს მუსიკა, ადგილზე მყოფი კლუბის თანამშრომლები და მოცეკვავეები გარეთ გამოყარეს და კლუბი გაურკვეველი ვადით დახურეს. ოფიციალური ვერსიით მიზანი კლუბსა და ნარკორეალიზატორებს შორის კავშირის გამოვლენა გახლდათ. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ნარკორეალიზატორები უკვე გამოვლენილი და დაკავებული ყავდათ, ყველა მათგანი კლუბის გარეთ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

სპეცრაზმის შეჭრას კლუბში მოქალაქეების მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ასეულობით მხარდამჭერი ჯერ კლუბის გარე შესასვლელთან შეიკრიბა. აგორებული პროტესტი პოლიციამ იმავე ღამეს დაარბია, რასაც წინააღმდეგობრივი ტალღის გაძლიერება და მისი ქალაქის მთავარ გამზირზე გადანაცვლება მოჰყვა.

მომდევნო დღეს ათასობით ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო ტალღა უმკაცრესად მოითხოვდა შსს მინისტრისა და პრემიერ მინისტრის გადადგომას, საქმის გამოძიებასა და კლუბის დაბრუნებას. იმავე დღეს თბილისის ყველა კლუბი პროტესტის ნიშნად დაიხურა. კლუბებში მოწვეულმა მუსიკოსებმა, მათ შორის Giegling-ის გუნდმა მუსიკით ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა და მთავარი გამზირი რამდენიმე ათასიანი საყოველთაო რეივის კერად აქცია.

თბილისში გამართულმა ქართულმა მასშტაბურმა რეივმა, რომელშიც 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიო მედიისა და მუსიკალური სცენის ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა. კლუბს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს საცეკვაო სცენამ, სხვადასხვა კლუბებმა, კავშირებმა, ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა, არტისტებმა, პროდიუსერებმა და რეივერებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მათ.

წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით, შს მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დადო საგამოძიებო მოკვლევის, დამნაშავეთა გამოვლენის, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის განახლებისა და კლუბის დაბრუნების პირობა. გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, არცერთი დათქმული პირობა არ შესრულებულა. ჩვენ უკვე პირველ პარასკევს შევხვდით BASSIANI-ს გარეშე, კლუბი კვლავ დახურულია.

BASSIANI-ის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი დგას, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...