დაბა ბახმაროში პირველი მაცხოვრებელი დარეგისტრირდა

საზოგადოება

დაბა ბახმაროში პირველი მაცხოვრებელი დარეგისტრირდა

2019 აპრ 12 11:55:01

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს პირველი მაცხოვრებელი უკვე ჰყავს _ დავით ჟღენტი, ახალშექმნილ დაბაში, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, დღეს ჩაეწერა.

საჯარო რეესტრში საცხოვრებელი სახლისთვის ნუმერაციის მისანიჭებლად დღეს კიდევ ოთხმა მოქალაქემ მიმართა.

კანონმდებლობის თანახმად, ისინი ბახმაროს მაცხოვრებლის სტატუსს 10 დღეში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს დაბის სტატუსი ოფიციალურად მარტის ბოლოს მიენიჭა.

შესაბამისად,  ნებისმიერ მოქალაქეს უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს დაბა ბახმაროს მცხოვრები:

_ არ აქვს მნიშვნელობა ბახმაროში ფლობს თუ არა ქონებას. ყველას შეუძლია მისი მაცხოვრებელი გახდეს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაბის სტატუსთან ერთად, ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს. 




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...
  • ლუკას შენი დახმარება სჭირდება _ 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულიაცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს. ეს 19 წლის ლუკაა – ერთადერთი შვილი ოჯახში. მძიმედ დაჭრილი ლუკა სიკვდილს ებრძვის. სულ რაღაც 1 წლის იყო, როდესაც გულზე პირველი ოპერაცია აშშ–ში გაუკეთეს. მას შემდეგ უცხოელმა ქირურგებმა უკვე საქართველოში გაუკეთეს კიდევ სამი ოპერაცია. ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. ლუკას შენი დახმარება სჭირდება.ჩვენ ერთად შეგვიძლია ლუკას დახმარება, რათა მან თავისი ლამაზი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. დავეხმაროთ – ოპერაციის ღირებულება 30 000 ევროს სცდება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდის გადარჩენას!  ლუკას მხოლოდ ჩვენი იმედი აქვს! ნებისმიერი ოდენობის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:საქართველოს ბანკი: GE30BG0000000101046625მიმღები პირი: მაია ... ...
  • „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს (R)გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“  21, 22, 23 და 24  ივნისს  თბილისიდან   ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.    შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:  21, 22, 23, 24/06/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   #852/851   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი 08:50 14 :15 19:15 00:40 ... ...
  • პროკურატურის შუამდგომლობით ორი პოლიტპატიმარი გამართლდასაქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში იმჟამინდელმა შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს". გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო. მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც მაღალ თანამდებობაზე მყოფ სამართალდამცავს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენები რეგიონში. 2004 წლის 05 მაისს, აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში, სადაც 1 დღე უკანონოდ ყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი მიიყვანეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის" შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი. გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა, მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი კუპრეიშვილის საქმეში აღმოჩენილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 61 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი ... ...
  • მსოფლიოში 70 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირიამსოფლიოში 70 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და ყოველდღე 37 000 ახალი გადაადგილება ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატზე დაყრდნობით ავრცელებს. ყოველწლიური გლობალური ტენდენციების ანგარიშის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ  პირთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 2.3 მილიონით მეტია. როგორც ცნობილია, ანგარიშში სამი ძირითადი ჯგუფია წარმოდგენილი. პირველი ჯგუფის ლტოლვილები, ანუ პირები, რომლებიც იძულებულები გახდნენ კონფლიქტის, დევნის ან ომის გამო დაეტოვებინათ ქვეყანა, ისინი შეადგენენ. ანგარიშის მიხედვით,  2018 წელს მათმა რაოდენობამ 25.9 მილიონს მიაღწია, რაც 500 000-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. მეორე ჯგუფში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები არიან და მათი რაოდენობა 3.5 მილიონი ადამიანია. ესენი არიან თავიანთი ქვეყნის გარეთ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვის ქვეშ არიან, თუმცა, ლტოლვილის სტატუსი ჯერ არ აქვთ. მესამე ჯგუფში კი დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მათი რიცხვი 41.3 მილიონს შეადგენს.    ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...