"დაგვცინეს, მაგიდაზე ჯოკერს ითამაშებთო და 50 ლარის მაგივრად 492 გაწერეს"

საზოგადოება

"დაგვცინეს, მაგიდაზე ჯოკერს ითამაშებთო და 50 ლარის მაგივრად 492 გაწერეს"

2017 მარ 13 16:37:59

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩა #8 და #10-ში მდებარე ეზოს საფარის მოწყობა 29 497 ლარი დაჯდა, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სანიაღვრე არხის გაკეთება და ეზოს კეთილმოწყობა _  65 374 ლარი და იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მინისტადიონის და სკვერის კი _ 22 416 ლარი. ჯამში, პროექტის ღირებულება 117 287 ლარი იყო. 

აღნიშნულ პროექტის გასახორციელებლად ხელშეკრულება 2016 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა, ერთი მხრივ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძესა და მეორე მხრივ, შპს "ჯეო ბილდერს შორის ", რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ედუარდ ღლონტი იყო.

ქალაქ ოზურგეთში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მოსახლეობა და ოპოზიციონერი დეპუტატები კარგა ხანია ამბობენ, რომ ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უხარისხოდ ასრულებენ და არაკეთილსინდისიერად უდგებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იყო. აქაურების  თქმით, მათ თხოვნით მიმართეს ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს, რომ რადგან ქალაქთან ტერიტორიულად დიდი მანძილი აშორებთ, პატარებისთვის მოეწყოთ სკვერი და მინისტადიონი. მერიამ მათ თხოვნა აუსრულა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.

სკვერში შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა _ სკვერი და მინისტადიონი,  რომლის მოწყობაც 22 416 ლარი დაჯდა, მათი თქმით, არაკეთილსინდისიერად არის გაკეთებული.

როგორც მოსახლეობა განმარტავს,  თანხა არამიზნობრივადაა გახარჯული, რადგან ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ღირებულება არ ესადაგება შეძენილი საქონლის ღირებულებას.

"აბუჩად აგვიგდეს, დაგვცინეს! ასე აკეთებენ ეტყობა სხვაგანაც. ამას ვინმე თუ უნდა აკონტროლებდეს?!  ეს არის გაკეთებული?!" _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბრისას იაკობ შემოქმედელის ქუჩის მცხოვრებლები ნონა ტრაპაიძე, მანანა გუჯაბიძე, ლია ტრაპაიძე.

"დავწერეთ ერთობლივად განცხადება და ვთხოვეთ მერს, რომ გაეკეთებინათ სკვერი. 21 ბავშვი ცხოვრობს აქ. გააკეთეს, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა _ სამარცხვინო მაგიდა და სკამები მოგვიტანეს. არ შევარჩენთ ამ დაცინვას. სულელები ვგონივართ ამათ _ 25 ლარი ღირს საქანელა და 1 525 ლარი გაწერეს, "სასრიალოში" 737 ლარია გაწერილი. ვნახეთ დოკუმენტები _ საერთოდ არ არსებობს ეგ "სასრიალო". არ უნდა დაიჭირონ ამის გამკეთებელი?  50-ლარიანი მაგიდა და სკამები მოგვიტანეს, თან დაგვცინეს _ ოთხი კაცი ჯოკერს კი ითამაშებთო და გაწერეს 492 ლარი!  ახლა დარია, უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაა აქ წვიმაში,"  _ ამბობს მოსახლეობა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე განმარტავს, რომ ასეთი პროექტები ოზურგეთში მრავლადაა და  კომპანიები არაკეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს:

"კომპანიამ, ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერად ჩაატარა სამუშაოები. შემსრულებლები  უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ  სამაგალითოდ, მაგრამ ვაძლევთ შანსს, როგორც მერიას, ასევე, შემსრულებელ კომპანიას, რომ უმოკლეს ვადაში, ის სამუშაოები, რაც მათ უნდა შეესრულებინათ, გამოასწორონ და შეასრულონ კეთილსინდისიერად", _ ამბობს მგელაძე და დასძენს, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე არსებობს ექსპერტიზის დასკნაც: "ჩემთვის გასაკვირად, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის დასკვნა, რომ აქ სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით რისი ანალიზიც გავაკეთეთ, არის უზარმაზარი დარღვევები. ე. წ. საქანელას ფასი, რომელზეც ექსპერტმა და შესაბამისმა სამსახურებმა დასკვნა დადეს, რომ დამაკმაყოფლებელია,  მშენებელს 1 525 ლარად აქვს გაწერილი, ე. წ. "სასრიალო" _ 737  ლარი უღირს, მაგიდა და სკამები, რომელიც სინამდვილეში ღირს 50 ლარი, გაწერილია 492 ლარად".

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ვიყავი იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე და ვნახე ეს პროექტი, რომელიც დასრულებულია და შესაბამისად, დასკვნაც აქვს წარმოდგენილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. იქ არ არის საუბარი მხოლოდ საქანელაზე. როგორც გავარკვიე, არის მაგიდა, სკამები, "სასრიალო" და ერთად არის ეს ყველაფერი 1 500 ლარის ღირებულებისაა.

რაც შეეხება იმას, რომ არსებობს ექსპერტის დასკვნა აღნიშნულ სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მე მაინც ვთხოვე კომპანიის წარმომადგენელს, გამოასწოროს ეს ნაკლი, რადგან არც მე მომეწონა, რაც ვნახე. დამპირდნენ, რომ უმოკლეს დროში მოაგვარებენ ამ საკითხს.

დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. აუცილებლად გადავამოწმებ", _ აღნიშნავს სიორიძე.




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...