დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე

საზოგადოება

დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე

17 ივლ. 2017, 12:36:06

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქმული სექსუალური ხასიათის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა არ დაუწყია.

როგორც „გურია ნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მოკვლევის დასაწყებად აუცილებელია თათია დოლიძემ სამართალდამცავ სტრუქტურას მიმართოს.

„როგორც კი მუქარის ადრესატი მოგვმართავს, მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, _ აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ  ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო ემუქრებიან.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები:კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

„გურია ნიუსი“ კატეგორიულად ემიჯნება მსგავსი გამონათქვამების გავრცელებას, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ იმ კომენტარებს, რომელიც ზემოთ აღნიშნული პირების მიერ თათია დოლიძის მისამართით გამოითქვა.

აქვე გთავაზობთ დოლიძის იმ პოსტს, რასაც ეს კომენტარები მოჰყვა:

„1.ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში განათლებული ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მე თავად ვარ (სოროსის ფონდი).
ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით ჩემს სფეროში არიან დასაქმებულები ახალაგზრდები.
ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წყალობით ხორციელდება ბევრი პროექტი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. 
2. ქართველთა მესამედი არალეგალად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ჩვენ აქ ვაწყობთ არალეგალების საწინააღმდეგო აქციას. (ან ვინ შეუმოწმა მათ დოკუმენტები არიან თუ არა არალეგალები და საიდან მოდის ეს ინფორმაცია მათ მრავალრიცხოვნებასთან დაკავშირებით)
3. კრიმინალს არ აქვს ეროვნება! კრიმინალს ჩადის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ყველგან, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი საზღვარგარეთ. ამასთან, სხვა არაკანონიერი ქმედებების წინააღმეგ, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ ხმა და სამართლებრივი გზით მოვთხოვოთ სახელმწიფოს მათი გადაჭრა, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ქვეყნიდან ხალხის გაძევება ამ ყველაფერთან!
4. ჩვენ ეს ულტრა-მემარჯვენე, ქსენოფობიური გამოსვლები ნამდვილად არ წაგვადგება ევროინტეგრაციის გზაზე
5. მსგავსი რუსული პროპაგანდა კარგად არის დაცდილი ევროპულ ქვეყნებში. გაიხსენეს ლიზას საქმე გერმანიაში. 
ეს მარში წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე! 
6. დაუშვებელია უცხოელების სხვადასხვა რასად თუ კლასებად დაყოფა. ფირმა უცხოელების და დაბალი დონის უცხოელების ერთმანეთისგან გამოყოფა არის ნაციზმი/ფაშიზმი!
7. ჩვენ გვაქს პრეტენზია ტოლერანტულობაზე და გვსურს ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება. რის დემონსტირებას ახდენს ამ დროს ეს აქცია?
8. ნამდვილი მტერი ამ დროს 700 მეტრით კიდევ წევს საზღვარს. პატრიოტი ახალგაზრდები მივდივართ სოფელ ბერშუეთში შეცდომაში შეყვანილი ქართველების მარშის პარალელურად.
9. დავით აღმაშენებელმა, რომლის გამზირზეც დგებით, სხვათაშორის ყივჩაღები ჩამოასახლა საქართველოში მაშინდელი საქართველოს სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლანდელი საქართველოს ინტერესი კი არის ეკონომიკური განვითარება (ინვესტიციები), ევროინტეგრაცია (ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, ინკლუზიურობა), ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება (მათთვის შემწყნარებლობის მაგალითის ჩვენებით ადა არა ფაშისტური განცხადებებით), ერთმორწმუნე რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება (როგორც მინიმუმ რუსულ პროპაგანდაზე არ-წამოგების გზით; სამოქალაქო აქტივობით ნამდვილი პრობლემების წინააღმდეგ და არა წისქვილებთან ბრძოლა)“, _ დაწერა პარასკევს თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დღეს, ქალთა მოძრაობამ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოვითხოვთ ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზატორების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე რეაგირებას.

„რამდენიმე დღის წინ, 14 ივლისს, თბილისში გაიმართა ე.წ. “ქართველთა მარში” , მკვეთრად ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებებით. მას შემდეგ საკუთრივ აქციის ფეისბუკის გვერდზე, ისევე, როგორც მისი ორგანიზატორების პირად გვერდებზე, ინტენსიურად იწერება სიძულვილით სავსე, რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები ამ მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით. 16 ივლისის საღამოს ვითარებამ კულმინაციას მიაღწია - აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, რომლის მისამართითაც, გამოიყენეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარები.

ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ.

ვითარებას თვისებრივად ამძიმებს ისიც, რომ სიძულვილის მთესველი ფიგურების მედიაში ხილვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - როგორც მოყვითალო ელფერის, “მყვირალა” შოუებში, ისე უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიებზე პრეტენზიის მქონე გადაცემებში. ამ ადამიანებს წარმოგვიჩენენ ლეგიტიმურ “მხარედ” და “პოზიციად” - არადა, წესით, მედია დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სიძულვილის გავრცელების და გაძლიერების საფრთხეს.

ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

1.მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.

2.მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;

3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;

4. მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო“, _ აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე თემაზე: 

„რეაგირება შესაბამისი იქნება“ _ რას აცხადებს თათია დოლიძე მის მიმართ შესაძლო მუქარაზე




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...