დამტვრეული სკამები და ატრაქციონები_ რა ხდება სამგორის პარკში

საზოგადოება

დამტვრეული სკამები და ატრაქციონები_ რა ხდება სამგორის პარკში

30 სექ. 2019, 16:49:07

დამტვრეული სკამები,   მიტოვებული  ატრაქციონები, რომლებიც უპატრონობის გამო ფუჭდება და რომლებზეც მშობლები შვილებს თუ მოზარდები ერთმანეთს საკუთარი ძალისხმევით აქანავებენ _ ეს ის სურათია, რაც თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მდებარე სამგორის პარკში მისულ ადამიანებს ხვდებათ და რომლის ამსახველ ფოტომასალასაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ.


ცნობისთვის, აღნიშნული პარკი მერვე ლეგიონის ატრაქციონების პარკის სახელითაც არის ცნობილი.

პარკთან ახლოს  მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პარკს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ატრაქციონებით პარკი არსად არის,  მაგრამ  უპატრონობისგან ფუჭდება.

როგორც პარკში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც შვილიშვილებს ასეირნებდა, გვითხრა, ატრაქციონები ცოტა ხანს ფუნქციონირებდა.

„პარკი ცოტა ხანს ფუნქციონირებდა, შემდეგ არ ვიცი რატომ, მაგრამ მუშაობა შეწყვიტა. დიდი ტერიტორიაა, პერსპექტიული ადგილი და შეიძლება საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, პარკის ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის და არც უსაფრთხოა მოზარდებისთვის. ხელით აქანავებდა გემს ბიჭი და კინაღამ ჩავარდა. ეტყობა არავინ დარაჯობს ღამითაც, შუშები დამტვრეულია, ღობე მაინც რომ იყოს ღამე არავინ შემოვიდოდა“,_ ამბობს ის.

პარკში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ ერთ დღესაც შეიძლება პარკში მისულს სკამიც კი აღარ დახვდეს და ბორდიულზე მოუწიოს დაჯდომა.

„პარკი უნდა აღდგეს. ადრე ღამითაც  ყურადღებას აქცევდნენ, რომ ატრაქციონები ვინმეს არ გაეფუჭებინა. თუმცა, გაფუჭებისა და დაზიანების მცდელობები მეთვალყურეობის დროსაც იყო.  ღამით ისმოდა ხოლმე გინება მეთვალყურის მიმართ, როგორც ჩანს,  ხელს უშლიდა პარკის დაზიანებაში და ამიტომ აგინებდნენ. მერე მინა გატეხეს და ალბათ, ყურადღება რომ აღარავინ მიაქცია, უფრო მეტად დაიწყეს განადგურება. აქ რომ ყველაფერი მოისპობა, მერე უფრო გაუჭირდებათ ამ პარკის აღდგენა. ყველაფერი დამტვრეულია და შეიძლება სულაც ჯართში წაიღონ. სახლიდან რომ გამოვალ, ალბათ, ერთ დღესაც სკამიც აღარ იქნება და ბარდიულზე მომიწევს დაჯდომა“,_ამბობს  ის.

„გურია ნიუსი“ ეცადა, გაერკვია, რომელი უწყების პატრონაჟის ქვეშ არის აღნიშნული პარკი და იგეგმება თუ არა სამგორის პარკის რეაბილიტაცია, რა  მოთხოვნითაც, ინტერნეტში პეტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა.

პეტიციის ავტორის, ჯაბა ცეცხლაძის თქმით, ამჟამად სამგორის პარკთან აღარ ცხოვრობს, თუმცა, იმედს გამოთქვამს, თუ ხმა დედაქალაქის მერის ყურამდე მივა, აუცილებლად მიაქცევს პარკს ყურადღებას და აღადგენს.

„ჩემი შვილი 7 წლის არის და მაგ პარკში ატრაქციონზე არასდროს მჯდარა, რადგან არ მუშაობს. პარკი მიგდებულია და განადგურებული. მერამდე თუ მივიდა ხმა, წესით უნდა დაინტერესდეს რადგან ბევრგან კეთდება პარკები, მათ შორის, როგორც ვიცი, გლდანშიც, რომელიც მალევე დააზიანეს“,_ამბობს პეტიციის ავტორი.

პარკზე პასუხისმგებელი უწყების ძიებისას „გურია ნიუსი“  ჯერ სამგორის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროსთან მდებარე სამგორის პარკი ისნის რაიონის გამგეობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ისნის რაიონის გამგეობასთან დაკავშირების შედეგად კი გავარკვიეთ, რომ პარკებისა და სკვერების ნაწილი გამგეობის ბალანსზეა, თუმცა, არის ტერიტორიები, რომლებსაც  გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახური პატრონობს, სამგორის პარკი  კი გამწვანების სამსახურის დაქვემდებარებაშია.

ისნის რაიონის გამგეობიდან აღნიშნული პასუხის მოსმენის შემდეგ გამწვანების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ პარკიდან ატრაქციონები ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა იჯარით გაცემული და არსებულ მდგომარეობაზეც პასუხისმგებლობა მოიჯარე კომპანიას ეკისრება.

„ატრაქციონები პარკიდან იჯარით აქვს გაცემული ქონების მართვის სააგენტოს. შესაბამისად, მოიჯარის ვალდებულებაა მათი მოწესრიგება. რაც შეეხება სკვერს, შესაძლებელია, მომავალ წელს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია“, _ გვითხრეს გამწვანების სამსახურში.

როდის და რა მიზნით გაიცა ატრაქციონები პარკიდან იჯარით, ვინ არის მოიჯარე კომპანია, ვისაც სამგორის პარკში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება _ ამის გასარკვევად ქონების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.

თუმცა, როგორც გაირკვა, მოიჯარე კომპანიას ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყდა.

„ატრაქციონები იჯარით აღებული ჰქონდა შპს „გედი“-ს 2017 წლიდან. მიზანი ბავშვთა ატრაქციონის მოწყობა და ფუნქციონირება იყო, მაგრამ ვერ იხდიდა იჯარას და ვერ ასრულებდა მოვალეობას, რის გამოც მოითხოვა შეწყვეტა და იჯარა ერთი თვის წინ შეუწყდა. იჯარის საკითხი კი დედაქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს“, _ ამბობენ ქონების მართვის სააგენტოში.

რატომ ვერ შეძლო შპს „გედიმ“ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რა გაკეთდა ან რატომ ვერ გაკეთდა 2 წლის განმავლობაში _ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ შპს „გედის“ დირექტორს, ვალერი უგულავას დაუკავშირდა.

„აღარ მეხება სამგორის პარკში უკვე არაფერი. არ მაინტერესებს,  არ მაქვს სურვილი“ , _ გვიპასუხა უგულავამ.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ხელშეკრულება ახალი შეწყვეტილია, შესაბამისად, აუქციონი ჯერ გამოცხადებული არ არის. პარკი კი ამ წუთას არცერთი უწყების პატრონობის ქვეშ არაა.




 ახალი ამბები
  • რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებსა და სტუდენტებსსაქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, რომლის ასაკიც 17 წლამდეა მთავრობისგან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენდები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის  გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი. პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი ... ...
  • დაუფარავს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის თვეებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს. გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. „200 კვ.ტ საათი ელექტროენერგიისა და 200კვტ.საათი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა გახარიამ. ... ...
  • დახმარებას ისინიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა- პრემიერი ვითდასაქმებულების დახმარებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თვითდასაქმებულების დახმარების ერთჯერადი პროგრამა სრულდება. „თვთდასაქმებულების დახმარების თვალსაზირისით პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით 250 000-მა ადამიანმა მომართა, დახმარება მიიღო 170 000-მა მოქალაქემ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ქონდა შევსებული და აკმაყოფილებდა დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება 80 000 ადამიანს, ვინც ვერ დააკმაყოფილა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენი მოთხოვნა, დაერიცხოს ერთჯერადად 300 ლარი“,_ განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები დახმარებას სექტემბრამდე ... ...
  • გაიცანით გოგონა ჩოხატაურიდან, რომელმაც ქართულში 70-დან 70 ქულა მიიღოქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა. როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა. "მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე", _ გვითხრა ნინიმ. "გურია ნიუსი" წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა  ... ...
  • თბილისში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვესთბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებია წაღებული. მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...