დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო

საზოგადოება

დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო

5 აგვ. 2020, 18:53:24

ლანჩხუთში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროტესტის ნიშნად ქალაქის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

როგორც გაირკვა, მათი პრეტენზიები ავტობანის ჩრდილოეთით მდებარე იმ ტერიტორიას უკავშირდება, რომელიც, მათივე მტკიცებით, კერძო პირმა უკანონოდ მიითვისა.

საგულისხმოა, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა, ერთი თვის წინ, ერთობლივი წერილით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ კი, მერს _ ალექსანდრე სარიშვილს და პრობლემის გადაჭრაში დახმარება ითხოვა. როგორც მერიის მხრიდან გაკეთებული განმარტებებით ირკვევა, მერმა თემასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და სათანადო მითითებებიც მისცა შესაბამის სამსახურებს. თუმცა, გაირკვა, რომ მერიის მხრიდან გახორციელებული რეაგირება მომჩივანი მხარისთვის სულაც ვერ აღმოჩნდა შედეგის მიმცემი და მეტი ყურადღების მისაპყრობად აქცია გამართეს.

შეკრებილები ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცავების მისვლას ითხოვდნენ. ეს უკანასკნელნი მივიდნენ კიდეც მოქალაქეების მხრიდან 112-ში დარეკვის შემდეგ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, მისი სახით მხოლოდ ქალაქის მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილი იყო წარმოდგენილი.

მოსახლეობის განმარტებით, პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ, უკვე წლებია, არსებობს, თუმცა, ავტობანის გახსნის შემდეგ უფრო გამწვავდა და მხარეებს შორის აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"წლებია ვითხოვთ, გემმშენის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ არსებული ღობის აღებას, მაგრამ _ არაფერი. მას შემდეგ კი, რაც ავტობანი გაიხსნა, პრობლემა უფრო ცხადი გახდა და შეგვაწუხა. ჩვენი საქონელი ამ ტერიტორიაზე ბალახობდა, ახლა კი ეს საბალახო ჩაიკეტა. სოფელ შუხუთიდან მოსული პიროვნება დაეპატრონა აქაურობას და გვიმტკიცებს, რომ თითქოსდა ყველაფერი კანონიერად აქვს. არადა, საკმაოდ დიდი მიწის ფართობი მიითვისა  და უკანონოდ შემოღობა. სწორედ ამ მიწის გათავისუფლებას ვითხოვთ", _ ამბობს მოსახლეობა.

მათივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქე ზვიად შავიძე 2016 წლიდან ფლობს ამ ტერიტორიაზე 1210 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს. ასევე, აღიარებითი კომისიის შედეგად იმავე პიროვნების მფლობელობაშია 616 კვ.მ. ორსართულიანი შენობა-ნაგებობა. თუმცა, მომჩივანთა განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებსა და შავიძის მიერ შემოღობილ ფართობს შორის სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემია.

"მის საკუთრებაში რაცაა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ, რაც არაკანონიერად აქვს მითვისებული, ის გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება და მერე არ თქვას ვინმემ, არაფერი ვიცოდითო. აქ კონფლიქტური სიტუაციები ყოველდღიურადაა. ძროხა ვერ გაგვიდენია საბალახოდ. გზაზე ამ ადამიანის მიერ დამოძღვრილი, მისსავე ფერმაში დასაქმებული ქალბატონები გვხვდებიან და სარებით მოგვდევენ, არის მერე წყევლა და გინება.

კეთილი ინებოს და დროულად მოგვაქციოს მერიამ ყურადღება, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ ჩაკეტილი მიწები. ხომ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რას აკეთებს, რატომ არ იყურება აქეთ?! ამ ადამიანს წყალი რომ უკანონოდ აქვს გაყვანილი, რატომ არ აჯარიმებენ?! სხვა კი დააჯარიმეს და შავიძეს პატრონი ჰყავს თუ რა ხდება?! ეს წყალი ადრე საერთო სარგებლობაში იყო და ჩვენი საქონელიც იკლავდა წყურვილს, ახლა ესეც შემოღობილი აქვს და ბალახთან ერთად უწყლოდაც დაგვიტოვა პირუტყვი. როცა მერი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვუთხარით პრობლემის თაობაზე, მან 12-საათიანი დრო ითხოვა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი 12 საათი გავიდა და ეს კაცი აქამდე აგრძელებს უკანონოდ შემოღობილ ტერიტორიაზე საქმიანობას, მხოლოდ ათიოდე მეტრზე აიღო ღობე, დანარჩენი ისევ ისეა ხელუხლებელი", _ ამბობს მომჩივანი მხარე.

მეორე მხარის, ზაზა შავიძის პოზიცია, რომელიც მიწის გარკვეული ფართის ოფიციალური მესაკუთრის მამაა, სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით ასეთია:

"2006 წელს ვიყიდე შენობა-ნაგებობა და ტერიტორია ა. ქ.-სგან. მან მაშინ მითხრა, რომ ყველაფერს გადმომიფორმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ზვიად შავიძეზე რომ აპელირებენ მომჩივნები, ის არის ჩემი შვილი. დიახ, მის სახელზე მაქვს გაფორმებული შენობა-ნაგეგობა და მიწის გარკვეული ფართი, ასევე, ჩემი მეუღლის სახელზე. რომ ამბობენ, 8 ჰექტარი აქვს შემოღობილიო, ეს არის სიცრუე და რეალობას არ შეესაბამება. აქ მიწები ბევრს აქვს მოღობილი და მოიძიონ, ვისია, ვის კანონიერად აქვს და ვის _ უკანონოდ.

14 წელია, მე აქ ვარ, მეწარმე ვარ და გადასახადი შემაქვს ბიუჯეტში. 14 წელია სახერხს ვამუშავებ. რამდენჯერ შეგვამოწმეს, ვერც დავთვლი. ერთხელაც არავის დავუჯარიმებივარ. როგორ ფიქრობთ, რაიმე რომ ენახათ, ვინმე თვალს დახუჭავდა?! არავინ მყავს ე. წ. "კრიშა". მათ კი ჰყავთ აშკარად და ამ ხალხს აბუნტებენ ჩემ წინააღმდეგ.

წყალს მოიპოვებს უკანონოდო, რომ გაიძახიან და თუ სხვა დააჯარიმეს, მაგას რატომ არ აჯარიმებენო, გეტყვით, როგორც იყო _ აქ მუშაობდა ბლოკის საამქრო, რომელსაც მუდმივად სჭირდებოდა წყალი. ამ შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონოდათ ლიცენზია, რომელიც არ ჰქონდათ და ამიტომ დააჯარიმეს ისინი. მე სასმელად ვიყენებ წყალს და ამისთვის ვინ უნდა დამაჯარიმოს? ერთი ძროხა მყავდა, როცა აქ მოვედი, ახლა 30-ზე ავედი. დღე და ღამე შრომაში ვარ. პირიქით, ვეხმარებოდი ხოლმე ამ ადამიანებს _ ხან ღობე ჰქონდათ გასაღობი, მასალის ნაკიდურებს ვაძლევდი. ვინმე გარდაიცვლებოდა, კუბოსთვის ფიცრებს ვაძლევდი.

სავარაუდოდ, ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ამასაც მალე გამოვააშკარავებ. 100 კაცის ხელმოწერა შეიტანეს მერიაში. ამ ასიდან 10 ხელწერაა ნამდვილი, ამასაც დავამტკიცებ, თუ საჭიროა. წყალი ჩაუკეტა საქონელსო, ესეც ტყუილია _ როცა ჩემს კუთვნილ შენობას ვღობავდი, წყალი ისე იყო, რომ ღობის შიგნიდან მოყვა. ამის გამო უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, დილიდან საღამომდე ჭიშკარი მქონდა ღია, რათა წყლით ყველას და ყველაფერს ესარგებლა. ამას ვერავინ უარყოფს. ქალები დაგვდევენ სარებითო, ძროხას ვერ ვდენითო, ეს რომ განაცხადეს, ის რატომ არ თქვეს, რა მოხდა?! მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი ფაქტი _ ერთ-ერთი დაპირისპირებული ჩემი მისამართით იგინებოდა. ჩემი მეუღლე შეესწრო ამ ფაქტს და ბუნებრივია, არ მოეწონა ლანძღვა-გინება, მაგრამ სარით ნამდვილად არავის გაკიდებია.

მეც ვითხოვ დაცვას. ამ ადამიანებთან საუბარი უკვე ზედმეტია. მიძახიან, წაეთრიე შენს შუხუთშიო. ასეთი მიდგომა სწორად მიგაჩნიათ? რა შუაშია შუხუთელობა, ლანჩხუთელობა, ყველა ამ ქვეყნის შვილები არ ვართ?! როცა მე შენობა-ნაგებობა გავიფორმე, მაშინ მიწის გაფორმება ვერ შევძელი. 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი. ვაღიარებ, ის არავის არის, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დიდი ხანია, 2006 წელს მერე მე ვსარგებლობ _ ამის ცოცხალი მოწმეები მყავს. ვის მოიყვან მოწმედ ვნახავთ, იმათ დედას ვუტირებთო, _ ასე მითხრეს. მკვლელობამდე არ მივიდეს საქმე, ამის მეშინია. პოლიცია უნდა გამოვიძახო, თავი რომ დავიცვა? გზა რომ გავაკეთე, 1200 ლარი დამიჯდა, არავინ დამხმარებია და ამ გზით ჩემი ტრაილერების გარდა, 4 სოფელი რომ სარგებლობს, მაშინ რატომ არ მიჩივლეს, გზას რატომ აკეთებო?! ამათ ვიღაც "კრიშავს" და ჩემ წინააღმდეგ აბუნტებს. 14 წელია 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი, აქამდე რატომ არავის გაახსენდა ეს ფაქტი. არავის მოუთხოვია, მიწა გახსენიო", _ თქვა ზაზა შავიძემ.

სადავო ტერიტორიასთან შეკრებილ უკმაყოფილო მოსახლეობას პოლიციამ სიტუაციაში გასარკვევად რამდენიმედღიანი ვადა სთხოვა:

 _ გარკვეული დრო გვჭირდება სიტუაციაში გასარკვევად. გვაცალეთ და პრობლემას მივხედავთ, _ უთხრეს მათ სამართალდამცავებმა.




 ახალი ამბები
  • რატომ ითხოვს ლესის მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო უბნისთვის ადგილის შეცვლასლესის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ ლანჩხუთის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე დასვა საკითხი, რომ საარჩევნო უბანი, როგორც გათვალისწინებული იყო, არ განთავსდეს სოფლის საბავშვო ბაღში. "ყველაზე ცუდი მდგომარეობა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენს სოფელშია. 12 ინფიცირებული გვყავს დღეის მონაცემებით, მარტო გუშინ 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა. სოფელში ინფექციის სწრაფი გავრცელების საშიშროებაა, რის გამოც მოსახლეობა შეშინებულია. ლესაში ახალაშენებული, ძალიან კარგი საბავშვო ბაღის შენობა გვაქვს, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, თუმცა, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით არის პრობლემები და მოსახლეობისთვის ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ მოიძებნა საარჩევნო უბნისთვის ალტერნატიული ფართი",- თქვა ლესის მაჟორიტარმა. სხდომაზე მყოფი მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი დეპუტატს შეპირდა, რომ საკითხის მოსაგვარებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც ალტერნატიული ფართის მოძებნა გახდებოდა ... ...
  • რიონზე მასშტაბური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა ერთიანდებარიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნეს. #გადავარჩინოთრიონი - პეტიცია საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, შეწყდეს „დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა", რადგან ისინი „საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას“. „დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34-მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება“, - აღნიშნულია პეტიციაში, სადაც ავტორები  დეტალურად მიმოიხილავენ როგორც ნამახვანის, ისე ონის ჰესების კასკადის ზეგავლენასა თუ საფრთხეებს, მათ შორის, სეისმურ რისკებს, უარყოფით გავლენას ფლორასა და ფაუნაზე, ტვიშისა და ხვანჭკარის უნიკალურ მიკროზონებზე, რაჭაში ცნობილი უწერის მინერალურ წყლებზე და ა. შ. „არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა“, - აღნიშნულია პეტიციაში.  პეტიციის პარალელურად, რეგულარული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლეჩხუმში, ნამახვანი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ჰესის მშენებელმა თურქულმა კომპანია „ენკა რენიუებლზმა“,  ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები და აფეთქებები დაიწყო. 2020 წლის ზაფხულში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ონის ჰესების კასკადის გასაპროტესტებლად ონში, მასშტაბურ აქციაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.   ორივე ჰიდროელექტროსადგურის, ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ, სასამართლოში შესულია სარჩელები არასამთავრობო ორგანიზაციების (მწვანე ალტერნატივა, საია) და ადგილობრივი მოსახლეობის ავტორობით. ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვენ ჰესების პროექტებზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან ისინი კანონდარღვევით გაიცა - ისე, რომ „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისთვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისთვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვული“ კვლევები სრულყოფილად ჩატარებული არ იყო. ნამახვანისა და ონის კასკადის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 2020 წლის გაზაფხულზე გასცა. ნამახვანის ჰესის შემთხვევაში კი უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლებას აძლევს კომპანიას. თუმცა, მოსახლეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს - რამდენად შეიძლება წინასამშენებლო, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ჩაითვალოს ის მასშტაბური აფეთქებები და გზის მშენებლობა, რომელიც ლეჩხუმში თურქულმა კომპანიამ უკვე დაიწყო.    რიონის გადასარჩენად შექმნილი პეტიციის მოთხოვნებია: 1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა. 2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები. 3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • თიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს (R)თიბისის პროგრამა „სტარტაპერი"დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე,  ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს - სტარტაპ საწარმო სესხს ქმნის. შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის ფარლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის" გადასახადების დაფარვა. ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა „სტარტაპერის" ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა  წარადგინოს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებშიც", რაც  სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე ისარგებლებენ. სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: ... ...
  • "არ შეესაბამება რეალობას"- კომპანია “ზეგ”-ი ბაჩალიაშვილის ჩანაწერების შესახებ“ბაჩალიაშვილის ჩანაწერების ის ნაწილები, სადაც ის საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას”, – ამის შესახებ კომპანია “ზეგ”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „გურიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “შპს ,,ზეგ”-ი კომპანიის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს: კომპანია “ზეგ”-ის მთელი კოლექტივი გამოხატავს აღშფოთებას მათი გარდაცვლილი თანამშრომლის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოების ტელევიზიით გასაჯაროებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ეს იყო არაეთიკური ქმედება. კომპანია “ზეგ”-ის თითოეული თანამშრომელი არაერთხელ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ, მათ შორის, გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას, ასევე, მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არცერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად. ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. “არაჯანსაღი ურთიერთობები” – რაზეც ზოგიერთი მედიაკომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს. კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არცერთხელ  გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან ,მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებასა და გვერდში დგომას. თამუნას სახელის პატივისცემით, შპს “ზეგ”-ი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა, ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად, გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება, ,,საქართველოს ბანკმა,, მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა, ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენ მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტობრივად,  47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური “ბრალდება” ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, კომპანია “ზეგ”-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებული ბულინგის შესაჩერებლად გაცნობებთ, რომ პროკურატურას ამოღებული აქვს “ზეგ”-ის თანამშრომლებსა და თამუნას შორის არსებული მრავალი მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს ის ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ქონდა ადგილი თამუნასა და მის თანამშრომლებს შორის. გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან, რაც სრულად დაადასტურებს ზემოაღნიშნულს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოწოდება სამართალდამცავ ორგანოებსგავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე). საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების  მიმართ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls