პოლიციამ გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტა _ რა ხდება ამ დროისთვის ბუკნარში (ფოტორეპორტაჟი)

საზოგადოება

პოლიციამ გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტა _ რა ხდება ამ დროისთვის ბუკნარში (ფოტორეპორტაჟი)

13 იან. 2021, 17:35:12

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვა, სიტუაცია ამ დრომდე არ განმუხტულა. პოლიციამ სოფლის ცენტრისკენ მიმავალ მუსლიმთა წარმომადგენლებს გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაუკეტა.

"გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ადგილიდან.




 ახალი ამბები
  • "სიარული და სელფები კარგია, მარა, იქნებ, მომასწროთ რამის შეცვლას, ნაომარს რომ ჰგავს ყველაფერი!"  "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მორიგი შეხვედრა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის წარმომადგენელი სუფსაში დავით გუმბარიძე და სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ კუკულავა ესწრებოდნენ, სუფსის, ჩქუნის, ხიდმაღალას, გრიგოლეთის, მალთაყვის, ტაბანათისა და ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის გაიმართა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრებზე მოსახლეობამ ის საკითხები წამოჭრა, რომელიც, მათი აზრით, პირველ რიგში მოსაგვარებელია. მერიისვე ინფორმაციით, ჯამში, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 ათასი ლარი ერგო და აქედან სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს 92 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც ასე გადანაწილდა: სუფსა _ 12 ათასი ლარი; ახალსოფელი _ 16 ათასი ლარი; გრიგოლეთი _ 12 ათასი ლარი; მალთაყვა _ 10 ათასი ლარი; ტაბანათი _ 16 ათასი ლარი; ჩქუნი _ 10 ათასი ლარი; ხიდმაღალა _ 16 ათასი ლარი. მერიის მიერ სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრის გასაჯაროებას უწყებისვე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. ეს კი მეტყველებს, რომ სოფლებში საკმაოდ მწვავე პრობლემებია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან გვარიანი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც მიუთითებს გაკეთებული საქმის არაეფექტიანობაზე. სუფსის მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფლებში მწვავედ დგას გზის პრობლემები და არის შემთხვევები, როცა შესაბამისი რეაბილიტაციის გასახორციელებლად თანხები დაიხარჯა, პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩა. განსაკუთრებით კი, ე.წ. ღურჯუმელასა და ანწლიანის უბნის მცხოვრებლები გამოთქვამენ საკუთარ გულისტკივილს და ფაქტების ამსახველ ფოტოებსაც ასაჯაროებენ. "ვამაყობთ თქვენი გაკეთებული საქმებით! გზა გვაქ ისეთი საოცარი, რა გვაქ საწუწუნო. ძალიან მაინტერესებს, აქ რო თავი მოგაქვთ, რეალურად რა გააკეთეთ ორჯუმალზე. ორი "ლაფათქი" მიწა ამოყარეთ და მაგაში დახარჯეთ ხო თორმეტიათასი ლარი. უნამუსაბასაც ხომ საზღვარი. აქ ვიძირებით ჭაობში, გზა _ არა, კვალი _ არა და აქ ყოყოჩობთ და მოგწონთ თავი. ამოცანა გვეკითხება, სად არის კვალი, რომელზეც დაიხარჯა გამოყოფილი თანხა", _ საყვედურით მიმართავს მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელობას სუფსის მკვიდრი თამარ პატარაია. როგორც მერიის ფეისბუქზე მოქალაქეთა მხრიდან გაჟღერებული კომენტარებიდან ჩანს თამარ პატარაიას ამ პათოსს სოფლის სხვა მცხოვრებლებიც იზიარებენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა თუ საკრებულოში სოფლის წარმომადგენლების მიმართ საყვედურს არ იშურებენ: "სიარული და სელფები კარგია, მარა იქნებ მომასწროთ ცოტა რამის შეცვლა, ნაომარს რომ ჰგავს ყველაფერი"; "სიამაყით ამბობენ, 12 000 დავხარჯეთო. ესა სამარცხვინო, თავისი პირით აღიარებენ, რომ ფული გაიფლანგა, რადგან ორჯუმალს გაკეთებული საქმის არაფერი ეტყობა. ანწლიანის ბოლოსკენ გზა, ფაქტობრივად, ავარიულია და საჭიროა პროგრამაში ჩასმა, პირველ ეტაპზე მოიხრეშოს მაინც"; "გავლა შეუძლებელია, სამარცხვინო მდგომარეობაა, ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით. დროა, მივხედოთ ამ პრობლემას ყველამ ერთად"; "მაგას ფიქრობენ ზუსტად, ანწლიანის ბოლოსკენ გზა გააკეთონ... ვინ მოდის ბოლომდე, რომ ნახოს. კვალი რომ გაეღოთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ლანჩხუთიდან ჩამოვიყვანეთ ხალხი"; "სირცხვილია ანწლიანზე გზის პრობლემა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენი კუთხიდან, ანწლიანიდან დიდი თანამდებობის ადამიანი გვყავს, ბატონი ბესო კუპრაძე ("ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლანჩხუთის საკრებულოში; ავტ.). ანწლიანზე გზა ხუთიანზე უნდა იყოს და არც სალაპარაკო არ უნდა იყოს... მაგრამ..."; "სირცხვილი თქვენი, ნეტა, რას უნდა მოახმაროთ 15 ათასი, გზები ისეთი გვაქვს სუფსაში, არსად რომ არ არის, მივარდნილ სოფელშიც კი. ნეტა, რის გამკეთებლები ხართ..."; "ძლივს დავინახე სურათით დეპუტატი. რა უბედურებაა, ვიცი, რომ დეპუტატი ხალხთან უნდა დადიოდეს და კითხულობდეს, ვის რა უჭირს. სამწუხაროდ, ჩვენთან გრიგოლეთში, ბაზის მხარეს დეპუტატს არც ვიცნობთ". როგორც ირკვევა, სუფსაში გზის პრობლემის გარდა, მოსახლეობას უწყლობაც აწუხებს და ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრისკენაც მოუწოდებს: "წყალს ვთხოვთ ამდენი წელია. სასმელი წყლის პრობლემაა მოსაგვარებელი, პირველ რიგში, სუფსის ყველა უბანზე...წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ვიფიქროთ ამაზე". ყველაფერი ამის პასუხად კი მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოფლის კრებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს, რომ იქ მოხდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე შეჯერება: "სასურველი იქნება, დაესწროთ სოფლის კრებებს და ის საჭიროებები, რაც სოფელს აწუხებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილოთ", _ ვკითხულობთ მოსახლეობის საყვედურების პასუხად მერიის მიერ ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარში. მერიის მხრიდან გაჟღერებულ მოწოდებას კრებებზე დასწრების თაობასა და იქ პრობლემების განხილვაზე, მოსახლეობა კონტრარგუმენტით პასუხობს და განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლება შეხვედრებზე ისეთ ადამიანებს ეპატიჟება, ვინც მათ სასიკეთოდ ისაუბრებს მხოლოდ, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი, არც კი ატყობინებენ მსგავსი შეხვედრების თაობაზე:  "კაია, როდის მოდიხართ ისე, რომ ვიგებდეთ. ყოველთვის იმ ხალხს გახვედრებენ, ვინც სათქმელს თქვენ სასიკეთოდ იტყვის. მოდით, თქვენ შემობრძანდით ორჯუმალზე და ნახეთ, რა გააკეთეს იმ თანხით, რაც გამოუყავით სოფელს და მერე ... ...
  • ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდახობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული ცოლ-ქმარი ხობის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმები. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • EMC: ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებსადამიანის უფლებების სწავლებსა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 6 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით. „სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს. ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი. პირველადი დაკვირვებით, ჩანაწერების ნაწილი მაინც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ. აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო. როგორც აღინიშნა, ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, კერძოდ, ძალადობის, მუქარის, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ. ცხადია, ჩანაწერის ავთენტურობა, მისი ჩაწერის დრო და კონტექსტიც სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუმცა, სამწუხაროდ აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე. სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოება და მათი შინაარსით საზოგადოების თუ ცალკეული პირების პოლიტიკური მანიპულირება წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მახასიათებლად და მახინჯ ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში იშვიათად თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რასაც თან არ ახლდა უკანონო ჩანაწერების გავრცელება, ან მათი გავრცელებით შანტაჟი. ჩანაწერების შინაარსი სხვადასხვა დროს, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე მიუთითებდა, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ არც ერთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოძიებულა. ფარული ჩანაწერების გავრცელების სიხშირე და მასშტაბი ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების არაეფექტურობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნების არქონაზე, გამოძიებულიყო მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტები. წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და გამოყენების ტოტალური პრაქტიკები მძიმედ იყო გაკრიტიკებული საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური აქტორების მიერ. მოქმედი ხელისუფლება ამ პრაქტიკას ასევე ემიჯნებოდა, თუმცა ჩვენ მალევე ვიხილეთ არსებული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის გამოქვეყნების პრაქტიკები და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. არც ერთ ამ საქმეზე ხელისუფლებას სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია, რაც პირველ რიგში პოლიტიკური ნების არქონასა და ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყნარებას და პოლიტიკის წარმოების ლოგიკად ქცევის სახიფათო ნიშნებს აჩვენებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფის ნიშნები, რაც შეუძლებელს ხდის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის გატარებას სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას უკიდურესად აზიანებს. აღნიშნული კრიტიკა პირველ რიგში პროკურატურას უკავშირდება, რომლის მიმართაც უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილება და განცდა, რომ ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოიძიებს. სამწუხაროდ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა“,_ ნათქვამია ... ...
  • "ბოდიში ბერას" - არის თუ არა რაიმე კავშირი ნოზაძის ბოდიშსა და გავრცელებულ ჩანაწერს შორისრეპერი ზაზა ნოზაძე სოციალურ ქსელ Facebook- გვერდზე განმარტავს, რომ  ბერასთვის მოხდილ ბოდიშსა  და ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებს შორის კავშირი არ არის. ნოზაძე ამბობს, რომ თუ ფარული ჩანაწერის გავრცელების შედეგად გასაჯაროებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშიმნ ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტებია. ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს კი თანაგრძნობას უცხადებს. „მეგობრებო, როგორც იხილავდით კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე. საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით! თუ ეგ არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. თუმცა, ეს არავის აძლევს უფლებას ჩემი ცხოვრების პირადი ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება. არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან. თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთ, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით,  რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე,  არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!“_ წერს ნოზაძე. ცნობისთვის, ნოზაძემ 2018 წელს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბერას ბოდიშს ... ...
  • ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს, სუპერმარკეტი დააყაჩაღესყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით ზუგდიდში.  არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით სუპერმარკეტ „ლიბრეში“ მამაკაცი  შეიჭრა და სიგარეტები წაიღო. შსს-მ  მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...