„დაყრილი იყო ნიახური, ავიღე“- რას ყვება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მეორე ავტომობილის მძღოლი

საზოგადოება

„დაყრილი იყო ნიახური, ავიღე“- რას ყვება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მეორე ავტომობილის მძღოლი

13 ივლ. 2020, 16:02:19

ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე "მეორე მანქანით" ფიგურირებს, ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა. დავით კიპაროიძის ჩვენება Report.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

მისი თქმით, ზუსტად იმ დროს, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მდევრები მისდევდნენ და კონფლიქტი გამწვავებულ ფაზაში იყო, არაგვის ხიდებთან ავტომობილით გაიარა და გზაზე დაყრილი საგნები შეამჩნია.

"იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი.

დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში. მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ.

თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან" , - აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, თუმცა მის მგზავრობას ეს ფაქტი ვერ დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდი იყო გასული. მოგვიანებით, როდესაც მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, შეძლო აღედგინა მოვლენების ქრონოლოგია.

 




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებსსაქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და  მარიამ კვარაცხელია. ლანა  ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. “მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში  სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც  ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/ ... ...
  • სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ... ...
  • ბანკიდან მოტყუებით 193 300 ლარის დაუფლების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი  პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ  სესხების მიღებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ... ...
  • გიორგი ბადრიძე - ლუკაშენკო თავისი ნებით ძალაუფლებას არ დათმობს, ყველაფერი ბელარუს ხალხზეა დამოკიდებულიბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“  ,,რონდელის ფონდის“  უფროს მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ლუკაშენკო ძალაუფლებას თავისი ნებით არ დათმობს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბელარუს ხალხზე და დასავლურ სანქციების ეფექტურობაზე. ბადრიძე აღნიშნავს, რომ არ შეუძლია თქვას რამდენად არის მზად ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტის რევოლუციური გზით მოსაშორებლად, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს, საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. _ლუკაშენკოს დიქტატურა, რომელშიც არის ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი საბჭოთა კვალი, შევიდა კრიზისულ ფაზაში. აღმოჩნდა, რომ არჩევნების გზით ძალაუფლების გახანგრძლივება  შეუძლებელი ხდება. თუნდაც ისეთი არჩევნებით, რომელსაც ის ადრეც ატარებდა, სადაც ხალხის მიერ მიცემულ ხმის რაოდენობას განსაკუთრებული  მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ ამ ჯერზე იმდენად დიდია საპროტესტო განწყობა, ამის დაფარვა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცმა ხმების  80 % მიიწერა.    ახლა,  მისი ძალაუფლება პირდაპირ და მთლიანად ეყრდნობა პოლიციის და ჯარის გამოყენებას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რამდენად არის   მზად ბელარუსი ხალხი გაერთიანდეს რევოლუციური გზით ლუკაშენკოს მოსაშორებლად, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის, ამას ექნება საგარეო პოლიტიკური შედეგები.  პირველ რიგში ეს ნიშნავს, უფრო მეტ იზოლაციას დასავლეთისგან, რომელთანაც ის ბოლო წლებში ცდილობდა რუსეთის ალტერნატივის შექმნას, დაახლოებას, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიურად, რადგან პუტინისაგან,  უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის მიეღწია.  ეს არჩევანი ახლა შეიზღუდება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური არჩევანი ლუკაშენკოსი, სულაც არ იყო გულწრფელი, ის სულაც არ აპირებდა ბელარუსის ხალხისთვის დემოკრატიული არჩევანის მიცემას.  ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელთაგანაც მუდმივად ცდილობდა მაქსიმუმის მიღებას. ის, რუსეთისგან იაფი ნავთობის და გაზის მიღებას, ასევე სხვა ნედლეულის მიღებას, რუსეთის საშინაო ფასებით ცდილობდა, როდესაც ეს შეუძლებელი გახდა, მან დაიწყო დასავლეთთან გარკვეული რევერანსების გაკეთება. ლუკაშენკოს რეჟიმი და ამ ქვეყნის კონტროლი არის შესული კრიზისულ ფაზაში. ამიერიდან, მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება მთლიანად იქნება დამყარებული ძალის გამოყენებაზე. რის გამო ლუკაშენკოს რეჟიმისთვის დასავლეთან ურთიერთობების გამყარება გამორიცხულია, შეიძლება ის აღმოჩნდეს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების ქვეშ, დასავლეთის მხრიდან,  რაც პუტინის აწყობს. რაც უფრო ნაკლები არჩევანი ექნება ლუკაშენკოს მით უფრო მეტი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება ის და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პუტინის ნებაზე.  ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თავიდნვე ნათელი იყო, კრემლის დამოკიდებულება თავისი მეზობლების მიმართ ზუსტად ესეთია, რაც უფრო, არა სიცოცხლისუნარიანია, შეუმდგარია, დისფუნქციურია ქვეყნის მმართველობა, რაც უფრო არალეგიტიმურები არიან მართველები, მით უფრო ნაკლებია ამ ქვეყნების შანსი დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების აშენების, მით უფრო ნაკლებია სუვერენიტეტის გამყარების შანსი და უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი კრემლთან, მით უფრო კონტროლირებადი ხდებიან. ეს პერსპექტივა აქვს ბელარუსს. ლუკაშენკო, თუ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ის უფრო მოწყვლადი გახდება და უფრო კონტროლირებადი გახდება პუტინისთვის. რამდენად გაუძლებს ლუკაშენკოს რეჟიმი დასავლეთის სანქციებს, რაზეც აქტიურად საუბრობენ დასავლეთში? _ თავისუფლად შეუძლია გაუძლოს, რადგან მას მოუწევს, უკან გადალაგება, მიკედლება რუსეთთან, რა თქმა უნდა, ბევრი კომპრომისის ხარჯზე. ჩრდილოეთ კორეა, ათწლეულებია იზოლირებულია, ხალხი შიმშილობს, მაგრამ მორჩილია და არანაირი მცდელობაც კი, არ არის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მთლიანად არის დამოკიდებული ბელარუსიელ ხალხზე.  რამდენად წყურიათ მათ ევროპული ტიპის დემოკრატია,  ყოველ შემთხვევაში იმის ალტერნატივა, რაც ახლა გააჩნიათ. დღეს ისინი ცხოვრობენ საბჭოთა კავშირის წარსულში და აშკარად ეს მდგომარეობა მობეზრებული აქვთ. ვისაც ვიცნობ ბელარუსიდან, ბევრი მათგანი უფრო მეტად არის თავისი ბუნებით ევროპელი, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის მაცხოვრებელი. ბელარუსის ხალხს აქვს ევროპული, გარკვეული საფუძვლები და მათზეა დამოკიდებული რამდენ ხანს მისცემენ ლუკაშენკოს ნებას, ძალით შეინარჩუნოს ძალაუფლება. რუსეთს არ სურს, ბელარუსის სახით, ევროპაში  დაკარგოს  მოკავშირე. აქედან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი, რუსეთის ჩარევა მიმდინარე პროცესებში? _საქართველოში და ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ რუსეთი პირველი არის ვინც ცდილობს ლუკაშენკოს რეჟიმის დესტაბილიზაციას, რადგან ის გამოვიდა მათი მორჩლებიდან და შეიძლება, ამაში  გარკვეული სიმართლე  იყოს, მაგრამ რუსეთს, ლუკაშენკო აწყობს დასუსტებული, დასავლური სანქციების ქვეშ.  ეს ერთი ვარიანტია. მეორეა, ის რომ ლუკაშენკოს ნაცვლად მოვა კრემლისგან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ლიდერი, რომელსაც ბელარუსის ხალხი მხარს დაუჭერს. ეს მათთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება და ამ შესაძლებლობას, ისინი შეეცდებიან დაუპირისპირონ ქაოსი და შიდა არეულობა. გასათვალისწინებელია, ის რომ ბელარუსში დიდი ქაოსი, რუსეთის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებში არ შედის.  არც საქართველოში, აფხაზეთში და სამხერთ ოსეთში კონფლიქტები, მის ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ კრემლმა როგორც ელცინის, ასევე პუტინის დროსაც ჩათვალა, რომ არაუშავდა იმ შედეგებს, რომელიც შემდგომში ნეგატიურად მოუბრუნდებოდა რუსეთს და მოუბრუნდა კიდეც, ჩეჩნეთში. ამიტომ შესაძლებელია ბელარუსის ქაოსმა, რუსეთს ნეგატიური რამ მოუტანოს, მაგრამ კრემლის რეჟიმი სხვაგვარად უყურებს თავის ინტერესებს. ხშირად რუსეთის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები და კრემლის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.  როგორც ცნობილია, დასავლეთმა  ბელარუსში ხელახალი არჩევნების გამართვა მოითხოვა, ეს რამდენად შესაძლებელია? _ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია.  თავისი ნებით, რომ ლუკაშენკო არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს ეს 100%-ით გარანტირებულია. ის, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვიდა, მის მერე კი,  სამართლიანი არჩევნები, პრაქტიკულად არ ჩაუტარებია. მას ვერ წარმოუდგენია ძალაუფლების დათმობა. ის ხედავს, რომ მას ხალხი ხმას აღარ აძლევს.  თავისი ნებით არ დათმობს ძალაუფლებას, გააჩნია რამდენად ეფექტური იქნება, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები. მე სკეპტიკურად ვუყურებ, არ მგონია, რომ ლუკაშენკო რაიმე ვითარების გამო, წავიდეს სამართლიან არჩევნებზე, რაც ნიშნავს ძალაუფლების დათმობას. ბელორუსი ხალხის საპროტესტო მუხტზე, ნეგატიურ გავლენას, ხომ არ იქონიებს პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლნა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვება? _ უეჭველია, რომ ის, რომ დააშინეს. ვნახე კადრები. მისი მიმართვა ჩაწერილია,  ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. მე ვნახე კვლევა, სადაც გამოკვლეული და შედარებული იყო ავეჯი, ფარდები და ა. შ. 100% - ით არის დადასტურებული, რომ ის იყო სახელმწიფო ორგანოების კონტროლირებად სიტუაციაში და ის იყო გარკვეული ზეწოლის ქვეშ, როდესაც ის წერდა ამ მიმართვას, სადაც ბელარუსის ხალხს მოუწოდებდა, რომ შეეწყვიტათ პროტესტი. უეჭველია, რომ ის იყო შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ. მოახდენს, თუ არა გავლენას ვერ გეტყვი, არ ვიცი რა რესურსი აქვს, ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობას შიგნით, გასული ლიდერის პირობებში და ა.შ.  ეს ლიდერიც ახალგაზრდაა და ახალბედაა, როგორც პოლიტიკოსი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს და ლიდერის გარეშე ყოველთვის ძნელია, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება. ყველაფერი დამოკიდებულია ბელარუსელ ხალხზე. როგორი შეიძლება იყოს ოფიციალური თბილისის პოზიცია? _ ბევრი საქართველოში ღელავს, რომ ლუკაშენკოს ალტერნატივა შეიძლება იყოს ჩვენთვის უარესი. ლუკაშენკოს,  თუ მხარს არ დავუჭერთ, შეიძლება გადაიფიქროს და აღიაროს აფხაზეთი  და სამხრეთ ოსეთი. თავიდანვე, არ აღიარება ლუკაშენკოს მიერ, ემყარებოდა ერთგვარ ვაჭორბას, ეს თვითონ აქვს  ნათქვამი ინტერვიუში, რომ მან პუტინს ჰკითხა- მზად იყო თუ არა დაეკომპენსერებინა ის ზარალი, რომელსაც მიიღებდა დასავლეთის სანქციების გამო. როდესაც უთხრეს, რომ ამის გარანტიას არ აძლევდნენ, მან გადაწყვიტა, რომ არ ეღიარებინა. მისთვის ეს საკითხი არის უფრო მეტად პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ ლუკაშენკოს ინტერესების გარდა, თვითონ ბელარუსის ინტერესებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ცნობისთვის, 9 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხუთ კანდიდატი მონაწილეობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80,23% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9,9%.  რასაც  ბელარუსიელი ხალხის პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა,  ქუჩაში გასულ დემონსტრანტების წინააღმდეგ  წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბელარუს ძალოვნებს ბლოკირებული აქვთ ყველა სამთავრობო შენობა, მობილიზირებულია შეიარაღებული ძალები, დაკეტილია დედაქალაქის მთავარი გამზირი და მინსკში შემავალი ყველა ცენტრალური მაგისტრალი. ბელარუსში გაითიშა ინტერნეტი, რომლის შესახებ ლუკაშენკომ ინტერნეტის გათიშვის მიზეზად ჰაკერული თავდასხმა დაასახელა, თუმცა ამის ოპოზიციას არ სჯერა და საპრეზიდენტო არჩევნებს და საპროტესტო აქციებს უკავშირებენ. 10 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აქციების მართვაში პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დაადანაშაულა 11 აგვისტოს  ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ  ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყნის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ტიხანოვსკაიას თავშესაფარი ლიეტუვამ მისცა. ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით,  საღ აზრზე მყოფი არცერთი ადამიანი დაიჯერებს, რომ სვეტლანა ტიხანოსვკაიამ ვიდეო ნებაყოფლობით ჩაწერა.  ასევე, ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ლიეტუვამ, ბელარუსის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო არ ცნოს. ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს დასავლეთელი ლიდერები გამოეხმაურნმ. მათ ლუკაშენკოს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, დაკავებული დემონსტრატების გათავისუფლებისკენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. საპროტესტო აქციის მსვლელობისას ძალოვნები BBჩ-ის ჟურნალისტებს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტს  თავს დაესხნენ. ასევე სამთავრობო მედიის, ტელეწამყვანებმა პროტესტის ნიშნად, ტელეარხები დატოვეს. მინსკში,  საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და  სამართალდამცველებს შორის  დაპირისპირებას, უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ბელარუსში დაპირისპირებისას ათობით ადამიანი   დაშავდა, ხოლო 3000 მეტი ადამიანი ... ...
  • ნატანებში ავტომანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახაგუშინ, 13 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. მსუბუქი   ავტომანქანა  ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს დაეჯახა. ჩვენი   ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში. მომხდართან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" შსს-ს პრესსამსახურიდან ასეთი კომენტარი გააკეთეს: _საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...