დაზიანებული წყლის მაგისტრალი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა


საზოგადოება

დაზიანებული წყლის მაგისტრალი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

23 მარ. 2018, 15:16:17

ქალაქ ოზურგეთის ქუჩების _  გორკის, ინგოროყვასა და ლანჩხუთის ქუჩის მცხოვრებლები,  რამდენიმე თვეა ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, არაერთი  პრობლემების წინაშე დგანან. 

როგორც აქ მცხოვრებლები აღნიშნავენ, ქუჩები ქალაქის გარეუბანს წამოადგენს, თუმცა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია,  რადგან აქვე მდებარეობს  ერთ-ერთ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა. გზა, რომელიც, მათივე თქმით, არცერთ ხელისუფლებას, არცერთ  ადგილობრივ თვითმმართველობას, სათავეში მოსვლის შემდეგ ახსენდება.

_ აქ მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებისთვის მოდიან და შემდეგ ქრებიან. წლების მანძილზე არავინ დაინტერესებულა შეეკეთებინათ დაზიანებული გზა, არავის მოუკითხავს, როგორ ცხოვრობენ საკუთარი ამომრჩევლები და მოქალაქეები, აქვთ თუ არა ელემენტარული სასმელი წყალი. სასმელს ვინღა ,,ჩივის“, წყალი თუ ადრე გრაფიკით მოდიოდა, 2 კვირაა 20 ოჯახს საერთოდ აღარ მოგვეწოდება, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა.

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო გორკის, ლანჩხუთისა და ინგოროყვას ქუჩებზე. როგორც გვითხრეს, რამდენიმე თვის წინ გაუსაძლისი გახდა ამ ქუჩის მცხოვრებელთა ყოფა _ დაზიანებული მილებიდან წყლის ჭავლი ამოდიოდა, დაიტბორა ქუჩების მთლიანი ნაწილი. ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში დაზიანდა, წლების წინ ამ ქუჩაზე გაკეთებული წყლის ავზი, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩებზე წყლის ჭავლის მომატება და სრულიად გამოიყვანა მწყობრიდან ისედაც დაზიანებული გაყვანილობა. ახალი წლის დღეებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები გორკის ქუჩის მოკლე მონაკვეთში. 2-კვირიანი უწყლობის შემდეგ, გამოცვალეს მილები, თუმცა, მოსახლეობის თქმით,  ძველი გაყვანილობა ისევ მიწაში დატოვეს და ყოველ გაწვიმებაზე მასში წყალი მოედინება და კიდევ უფრო ტბორავს ისედაც წყალგამჯდარ მიწას. საჭირო გახდა, ისედაც დაზიანებული ასფალტის საფარის გაჭრა, წყალმომარაგების კომპანიამ ქუჩის ამ ნაწილში მილები შეცვალა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი თხრილების ამოვსებისა და ასფალტის საფარისთვის არ უზრუნიათ. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, თავად შეესრულებინა ეს სამუშაოები და ეზოებში შესასვლელები მაინც მოეწესრიგებინათ, რადგან  კომპანიამ დაუხურავი დატოვა დიდი ორმო, რომელიც  საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნულებითა და ლენტით იყო შესამჩნევი.

როგორც მოსახლეობა “გურია ნიუსთან“ ამბობს, დაახლოებით, თებერვალში ქუჩის დანარჩენ ნაწილშიც შეიქმნა წყლის გაყვანილობის პრობლემა, გაუსაძლისი გახდა ამ ქუჩებზე მოძრაობა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამომადგენლებისთვის შეტყობინების შემდეგ, მათ მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით, 22 ოჯახს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს და ამის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. დარჩენილ ნაწილში კი ყოველდღიურად ახალ-ახალი დაზიანებები იჩენს თავს და მოსახლეობისთვის შეუძლებელი ხდება ქუჩაში გადაადგილება.

მოსახლეობის თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მოვიდნენ თავიანთი ტექნიკით და წინა სამუშაოების დროს, 2 თვის წინ დატოვებული ორმო მიწით ამოავსეს. მათივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში  პასუხობენ, რომ კომპანიის უფროსი რამდენიმე დღის დანიშნულია და ჯერ ვერაფერს გააკეთებენ.

_ სავარაუდო პასუხსაც არავინ გვაძლევს, თუ როდის მოიცლიან ჩვენთვის. შეწუხებულები ვართ აღნიშნული პრობლემით. მცირეწლოვანი ბავშვები ეზოსა და ქუჩაში ვერ გამოგვყავს სათამაშოდ. შეიძლება ხელისუფლება არ ზრუნავდეს ადამიანებზე?! ქალაქის სასაფლაოზე და მასთან მისასვლელ გზაზე მაინც იზრუნოს, _ ამბობენ “გურია ნიუსთან“ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები.

ნოდარი გაგუა : _ წყლის მაგისტრალი ხანდაზმული და დაზიანებულია, დამპალია  და გახეთქილია მილები, ყველა მხრიდან გადმოდის წყალი, იყვნენ წყალკანალიდან ამოსულები და გვითხრეს, რომ მილები არ აქვთ.

დარეჯან გოცაძე: _ სულ უპატრონოდ ვართ. ჩვენს ეზოში ჩამოდის ეს წყალი. გახეთქილია მილები, ცუდ მდგომარეობაში ვართ.  გზაც არ გაგვიკეთეს. არც სასაფლაოზე მისასვლელი გზაა. ნახეთ, რა მდგომარეობაა! 

ხათუნა გეგუჩაძე _ ისედაც გაუბედურებულია ხალხი. უჭირთ ეკონომიკურად, სულ გაუსაძლისი გახდა ყოველდღიურობა და ეს დამატებული კიდევ ამხელა პრობლემები.  არც წყალი მაქვს სახლში, გაზი _ გადაჭრილი, სინათლე _ გადაჭრილი. მეზობლები მაძლევენ შეშას. 150-ლარიანი დახმარება ვთხოვე მერიას  და არ მომეხმარა, არაა ბიუჯეტში ფულიო,  ვარ მარტოხელა ასე მქვია,  ერთი შვილი მყავს,  თურქეთში წავიდა სამუშაოდ და სოციალური  დახმარება მომიხსნეს მაგის გამო. მეზობლებმა იციან ჩემი გაჭირვება _ 5 ლარის გულისთვის გაზი გადამიჭრეს და ვერ ჩავრთე. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ,  სასაფლაოს გზას გადავკეტავთ და არ გავუშვებთ არავის.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ  აღნიშნულ ქუჩებზე წყლის პრობლემა აღმოფხვრილია:

_ ვიყავით მისულები, როგორც მე ამიხსნეს, მაქ მიმდინარეობდა  წყლის  სარეაბილიტაციო სამუშაოები, მილების ნაწილი შეიცვალა. უწყლოდ დარჩენილია 17 ოჯახი. სადაც შესაცვლელია  წყლის გაყვანილობა, იქ ორმოები ამიტომ იყო დატოვებული. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია. ველოდებთ მასალას. მოთხოვნა გაკეთებულია სამინისტროში, სანამ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება, ჯერ  მიწისქვეშა პრობლემები უნდა მოგვარდეს.

ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე  “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ  აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემით მერია დაინტერესებულია:

_ ველოდებით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების  დასრულებას.  სასაფლაოს ჭიშკრამდე მოეწყობა ასფალტის საფარი. როგორც კი წყლის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება,  გზას სრული რეაბილიტაცია გაუკეთდება.




 ახალი ამბები
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...
  • კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა2020 წელი იყო ძალიან რთული წელი, ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიის გამო შარშან მერიას ბევრი პროექტის გადავადება მოუწია და წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს, რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნა მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....