დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრი

საზოგადოება

დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრი

30 სექ. 2020, 17:05:48

დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ. ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი.

რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას.

ანალიზი _ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ.

რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები.

სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“.

სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა.

გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი.

წყარო: factcheck.ge




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...