დღე პირველი: ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ამ უსაქციელო ვირუსთან გამკლავება

საზოგადოება

დღე პირველი: ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ამ უსაქციელო ვირუსთან გამკლავება

20 ოქტ. 2020, 14:15:07

“გურია ნიუსის“ კორესპონდენტს იმერეთში, ჟურნალისტ ნინო ნანიტაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ნინო ჩვენი აუდიტორიისთვის დღიურის დაწერას გეგმავს; ვფიქრობთ, მისი მონათხრობი, განცდები და გამოცდილება, დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ პანდემიის არსი, იზოლირებული ადამიანების გრძნობებს და საჭიროებებს უკეთ გავეცნოთ. თუ როგორ ჩაიარა პირველმა დღემ მისთვის, თავად ნინო ასე გვიყვება:

“ როგორც იქნა დასრულდა დღე პირველი, უსაშველოდ გრძელი და უჩვეულოდ შფოთიანი. თუმცა, მეგონა უარესი დამემართებოდა: გუშინ და გუშინწინ თავს ვაჩვევდი, დადებითი პასუხის შემთხვევაში არ უნდა მენერვიულა. პანდემიის პირობებში მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვყოფილიყავი ის ბედნიერი გამონაკლისი, კორონა რომ არ დამართნოდა-თქო. ჰოდა, ასეც მოხდა. დილით, ცხრა საათსა და 35 წუთზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ დამირეკა და მისალმების შემდეგ, თავს როგორ გრძნობო, რომ მკითხა, მივხვდი, რაც მჭირდა. სხვა შემთხვევაში, უარყოფითი პასუხია და გილოცავო, მომახარებდა. ვერ გავექეცი კორონას. არც ის გამექცა და ჩამეხუტა აბეზარი, თითქმის რვა თვეა, ნიუსებში დღეში ზოგჯერ სამჯერაც რომ მომიკითხავს და გამიკენწლავს. არ მაპატია აუგად ხსენება და ის განმაცდევინა, რასაც თავის დროზე ჩემი ტელე რეპორტაჟების და სააგენტოს ნიუსების დაინფიცირებული გმირები განიცდიდნენ. ყოველთვის ვერიდებოდი ამ ადამიანების გვარ-სახელების ღიად დაფიქსირებას. მათი ვინაობის გამჟღავნების უფლებას არც კერძო საუბრებში ვაძლევდი თავს, მაგრამ როცა თვითონ აღმოვჩნდი დაინფიცირებული, მომინდა ეს ამბავი ყველას გაეგო და ერთი წუთი არ იყო გასული, ფეისბუქზე დავპოსტე. დავპოსტე და ამოვისუნთქე. 9 საათსა და 40 წუთიდან ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სოციალურ ქსელში - მესიჯები. მირეკავდნენ ახლობლები, ნაცნობები, უცნობები, ვისაც არასოდეს დაურეკავს ჩემთან. ყველას ვპასუხობდი და დაწვრილებით ვუყვებოდი, რა მჭირდა. არადა, თითქოს არაფერი მჭირდა უხეირო დიაგნოზის გარდა. არ შემშინებია. ვიცი, ეს არ მომკლავს და არც გამაწვალებს, უბრალოდ, ამ დღეებში საყვარელ საქმეს მომწყვეტს და ახალ ამბებს, თუმცა გპირდებით, ხვალიდან, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად ვიმუშავებ ახალ ამბებზე. არაფერი მტკივა, მათ შორის არც სული. თითქოს უფრო გავკაჟდი და გავმამაცდი. დასამშვიდებლად რომ მირეკავენ, აქეთ ვამშვიდებ, რა არის სანერვიულო, ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ამ უსაქციელო ვირუსთან გამკლავება-თქო. ერთი რაც ძალიან მინდა, ჩემი ოჯახის წევრების პასუხები მოვიდეს უარყოფითი. შვილი, გრიგოლი ვაჟკაცურადაა, არაფერს ცუდს არ ვგრძნობო. მეუღლეს კი, უნდა დამარწმუნოს, მეც დადებითი პასუხი მომივაო. უკვე მეორე დღე დაიწყო, გაჩერდა სატელეფონო ზარები, აქა-იქ შემოდის მესიჯები, უპასუხოდ არცერთს ვტოვებ. ადამიანები კიდევ უფრო შემიყვარდნენ. უფრო მეტი რწმენა გამიჩნდა და სურვილი, ძალა მოვიკრიბო და კორონა დავამარცხო. 20 ოქტომბერი, 0:14 წუთი.




 ახალი ამბები
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...
  • არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავესპოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას”, _ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • ექსტრემალური სათხილამურო სპორტი - რატომ თქვა შვეიცარიელმა ინვესტორმა უარი ბახმაროზეეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ Powderproject-ის დამფუძნებელი ინგო შლუტსიუსი საუბრობს. „საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით (სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი - მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.  ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ.  აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი - სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი - აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით. სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან - თითქმის მთელი პლანეტიდან,“ - ამბობს ინგო შლუტსიუსი. ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები. „ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია,  ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.  საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე - კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში -  შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება.  ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს -  ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.  2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი. ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.  „პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.  Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.  მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ, არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ - განმარტავს ინგო შლუტსიუსი.  powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში. წყარო: ... ...
  • სად დაზიანდა გაზსადენის მაგისტრალი და როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი მოსახლეობასგუშინდელი დილიდან, გურია-აჭარის რეგიონს გაზი არ მიეწოდება გაზსადენის ავარიიის გამო. შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  ავრცელებს განცხადებას, რომ  მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მილი, ქობულეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს. „ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, ავარიის მიზეზი"ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე.   შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.“ განცხადების მიხედვით, მოსახლეობა დღეს უნდა ელოდოს გაზის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...