დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს (R)

საზოგადოება

დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს (R)

23 ოქტ. 2020, 19:29:05

დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე ესწრებოდა. მან თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევისთვის, რასაც უწყება, ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობასა და ღირსეული ოფიცრების აღზრდაში დებს.  მან კურსდამთავრებულებს მიულოცა და სიტყვით მიმართა:

„დღეს თქვენ ფიცით შეეკარით ჩვენს სამშობლოს. დღეიდან თქვენ ხართ პასუხისმგებლები ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ღირსეულად ატარებთ არა მარტო მუნდირს, არამედ ქვეყნის მეომრისა და ჯარისკაცის სახელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებით, შემართებით, პროფესიონალიზმით, მოგცათ იმის საშუალება, რომ ისწავლოთ და დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც ჰქვია ღირსეული ქვეყნის, პირველ რიგში ჯარისკაცი, შემდეგ ოფიცერი და თუ ღმერთმა ინება და შემართება გქონდათ, იყოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ძლიერი ჯარისკაცი. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყოველი სირთულისა, გადაწყვიტა, აერჩია ცხოვრების არა მსუბუქი, არა იოლი გზა, არამედ ყველაზე ღირსეული სამსახური, რაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, ხალხის სამსახურში გამოიხატება. წარმატებით გატაროთ ღმერთმა!  თქვენ ხართ ჩვენი გმირი წინაპრების, ჩვენი გმირი თანამებრძოლების ღირსეული შთამომავლები! ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!"

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის, გენერალ კობა კობალაძის ვაჟი, თენგიზ კობალაძეც არის. მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, გადაწყვიტა, თავისი ხედვა და პოტენციალი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას მოახმაროს. (R)




 ახალი ამბები
  • "ხელისუფლებას არ აინტერესებს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა ბედი" _ ჭიჭინაძემცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები, თუ იქ დასაქმებული ადამიანები,  „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები არიან, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ის ასიათსობით ადამიანი, მათი ბედი,  ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებული. "მათ არ აინტერესებთ, ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში. აი, ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს  მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის, უბრალოდ,  უმნიშვნელოა. „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარია  ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს. ან ის მონური შემადგენლობა, ვისაც პერიოდულად იბარებენ და   ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს... შემდეგ კი,  ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით,   ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა    ჯიბეებში ხვდება. მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი! ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს; რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, რიგითი ადამიანები... ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს! თორემ თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა. ბრძოლა არსებობისთვის მძიმე ბრძოლა", _ აცხადებს "ტრიბუნას" ... ...
  • როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსებიგარემოს ეროვნული სააგენტო დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 2 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი. +9 გრადუსი და ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც. +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი. უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი ... ...
  • დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართება და მასში მონაწილეობას დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. სწორედ დღეიდან იწყება მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვარშავაში. მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, საქართველოს მნიშვნელოვან როლს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ნატოს მისიებში მონაწილეობის ... ...
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...