EMC: ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს

საზოგადოება

EMC: ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს

7 მარ. 2021, 16:49:35

ადამიანის უფლებების სწავლებსა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 6 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით.

„სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს.

ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი. პირველადი დაკვირვებით, ჩანაწერების ნაწილი მაინც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ.

აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო.

როგორც აღინიშნა, ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, კერძოდ, ძალადობის, მუქარის, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ. ცხადია, ჩანაწერის ავთენტურობა, მისი ჩაწერის დრო და კონტექსტიც სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუმცა, სამწუხაროდ აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე.

სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოება და მათი შინაარსით საზოგადოების თუ ცალკეული პირების პოლიტიკური მანიპულირება წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მახასიათებლად და მახინჯ ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში იშვიათად თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რასაც თან არ ახლდა უკანონო ჩანაწერების გავრცელება, ან მათი გავრცელებით შანტაჟი. ჩანაწერების შინაარსი სხვადასხვა დროს, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე მიუთითებდა, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ არც ერთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოძიებულა. ფარული ჩანაწერების გავრცელების სიხშირე და მასშტაბი ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების არაეფექტურობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნების არქონაზე, გამოძიებულიყო მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტები.

წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და გამოყენების ტოტალური პრაქტიკები მძიმედ იყო გაკრიტიკებული საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური აქტორების მიერ. მოქმედი ხელისუფლება ამ პრაქტიკას ასევე ემიჯნებოდა, თუმცა ჩვენ მალევე ვიხილეთ არსებული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის გამოქვეყნების პრაქტიკები და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. არც ერთ ამ საქმეზე ხელისუფლებას სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია, რაც პირველ რიგში პოლიტიკური ნების არქონასა და ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყნარებას და პოლიტიკის წარმოების ლოგიკად ქცევის სახიფათო ნიშნებს აჩვენებს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფის ნიშნები, რაც შეუძლებელს ხდის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის გატარებას სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას უკიდურესად აზიანებს. აღნიშნული კრიტიკა პირველ რიგში პროკურატურას უკავშირდება, რომლის მიმართაც უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილება და განცდა, რომ ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოიძიებს.

სამწუხაროდ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს.

სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა“,_ ნათქვამია განცხადებაში.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...