ემუქრება თუ არა დანგრევა ისნის 2-ში მდებარე კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს

საზოგადოება

ემუქრება თუ არა დანგრევა ისნის 2-ში მდებარე კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს

2018 იან 24 17:56:33

თბილისში, ისნის ქუჩა #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, ინგრევა.

სახლი ავარიულ მდგომარებაშია, სახურავიდან წყალი ჩამოდის, არსებობს აივნისა და კედლების ჩამოშლის საშიშროება.

როგორც სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი და ამხანაგობის თავმჯდომარე, ნანა სარაშვილი ამბობს,  სახლის ავარიული მდგომარეობის გამო საფრთხე ემუქრება, როგორც შენობაში მცხოვრებ 6 ოჯახს,  ასევე ქუჩაში გამვლელ ადამიანებს.

„სახლი აშენებულია 1885 წელს.  დღესდღეობით  მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. 2014 წელს, როგორც ამხანაგობის თავჯდომარემ მერიის თანადაფინანსების პროგრამის საფუძველზე გავაკეთე გამაგრების პროექტი. პროექტის გაკეთების დროს არ ვიცოდი სახლი თუ ძეგლს წარმოადგენდა. თანხა იყო საკმაოდ სოლიდური და გამგეობამ ვერ შეძლო ამ თანხების დაფინანსება და თბილისის განვითარების ფონდთან გადაგვამისამართა. ფონდიდან მოვიდნენ, სახლის მდგომარეობა შეაფასეს და თქვეს, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია. რა თანხებიც არის საჭირო რეაბილიტაციისთვს, იმ ფასად, ახალი შენობის აშენება სჯობსო. თბილისის განვთარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ამ სახლის პროექტირებასთან დაკავშირებით და ამ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ გააკეთა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახლი უნდა დაიშალოს და ასეთივე აშენდეს. მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მერიამ გვითხრა, რომ თანხა არ გააჩნდა.  არც 2018 წლის ბიუჯეტშია მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული“, _ ამბობს სარაშვილი.

მისივე თქმით, სახლის საძირკველი იმდენად შესუსტებულია, რომ ქუჩაში მანქანის გავლის დროსაც კი ირყევა.

„6 ოჯახი ვცხოვრობთ. როცა ღონისძიებები ტარდება რიყეზე,  ფოიერვერკების დროს, ისეთი ხმაურია, რომ სახლი ზანზარებს, დანგრევის გვეშინია და სხვაგან მივდივართ ღამის გასათევად.  სახლის დანგრევის საფრთხე ასევე არსებობს ქარის დროს. გარდა ამისა, ელექტრო გაყვანილობა ძველია და შესაძლოა ხანძარიც გაჩნდეს. დარეჯანის სასახლე, ფერისცვალების ეკლესია აქვე არის, რის გამოც,  ტურისტები ხშირად დადიან ამ ქუჩაზე. მოპირდაპირე მხარეს სასტუმროა. ამიტომ სახლის ავარიული მდგომარეობა  ნებისმიერი გამვლელისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, _ამბობს სარაშვილი.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ნანა სარაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

ადამიანი უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ისნის ქუჩა #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავარიული მდგომარეობა იმ გამოწვევებსა და პრობლემებს წარმოაჩენს, რაც ძველი თბილისის წინაშე დგას.

მისივე თქმით, განვითარების ფონდის მიერ დამტკიცებული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლის შესანარჩუნებლად.

„ამ შენობის დღევანდელი მდგომარეობა კარგად გვიჩვენებს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს რაც ძველი თბილისის წინაშეა. უამრავი ძეგლი კატასტროფულ მდგომარეობაშია. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ განხორციელდეს ის პროექტი რაც უკვე დაგეგმილია. მაგრამ ჭიანურდება წლების განმავლობაში.  შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ შენობებში  საფრთხის ქვეშ ატარებენ სიცოცხეს და ეს არის მათი უფლებების დარღვევა.  შენობა შეიძლება დაინგრეს ნებისმიერ დროს. შესაბამისად, მოვითხოვთ,  რომ პროექტი რომელიც შემუშავებულია თბილისის განვითარების ფონდის მიერ და დამტკიცებულია და განხორციელდეს დროულად. ასევე ამ პროექტის გახორციელებაზე ზედამხედველობა გასწიოს კულტურულ-მემკვიდრეობითი დაცვის სააგენტომ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ამ კორპუსში მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე თბილისისთვის, რათა შენარჩუნებული იქნეს ერთი მხრივ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მეორე მხრივ, დაცული იყოს ამ შენობაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები“, _ამბობს ცქიტიშვილი.

როგორც ადამიანის უფლებების ცენტრის იურისტი, დიმიტრი ნოზაძე ამბობს, საკითხზე მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, არც მერიიდან და არც თბილისის განვითარების ფონდიდან პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

თბილისის მერიას მივმართეთ საკმაოდ დიდი ხნის წინ. ბოლოს უკვე ნოემბერში, როცა კალაძე იყო არჩეული ქალაქის მერად. მერიდან გადაგვამისამართეს თბილისის განვითარების ფონდში, პასუხი იქაც ვერ გაგვცეს და ისევ მერიასთან გადმოგვამისამართეს. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს მიღებული“, _ ამბობს ნოზაძე.

მოხდება თუ არა ისნის ქუჩა #2-ის რეაბილიტაცია, ითვალისწინებს თუ არა ამ წლის ბიუჯეტი უკვე შედგენილი პროექტის დაფინანსებას _ ამ საკითხებზე, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებების ცენტრმა ჟურნალისტებს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული ძეგლი დაათვალიერებინა,  დღეს, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა ისაუბრა.

როგორც ის აცხადებს, ქალაქში 1698 ძეგლია, რომელთა რეაბილიტაციაც სპეციალურად შედგენილი  გეგმის მიხედვით ხდება.

„ქალაქში გვაქვს 1698 ძეგლი, რომელთაგან დიდი ნაწილი, დაახლოებით 1500 არის ცუდ მდგომარეობაში და ყველა მათგანის ერთიანად  გაკეთება შეუძლებელია. სახელმწიფოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ მთელ ქალაქში, გარდა იმისა, რომ ქალაქის პარალიზება მოხდება, ყველა ერთად გააკეთოს. ამიტომ, გვაქვს შესწავლილი ყველა ძეგლი. ეს კვლევა ჩატარდა 2015 წელს. კვლევაში ჩართული იყო 70-მდე სპეციალისტი სხვადასხვა დარგის და ყველა ძეგლი თავისი აღწერით, ავარიულობის მდგომარეობით, ღირებულების შეფასებით თუ სახელოვნებო კვლევის ნაწილებით, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გააზრებული გვაქვს და ზუსტად ვიცით, პირველი რომელი ძეგლი უნდა გაკეთდეს და 1700-ე რომელი. შესაბამისად ძეგლების რეაბილიტაციას მივყვებით ამ კვლევიდან დადგენილი პრიორიტეტულობით“, _ამბობს ბაიდარაშვილი.

მისივე თქმით, ისნის ქუჩაზე მარტო #2-ის რეაბილიტაცია ვერ მოხდება, რადგან მიმდებარე შენობებსაც სჭირდება რეაბილიტაცია, რისი ფინანსური შესაძლებლობაც სახელმწიფოს ჯერ არ აქვს.

„ისნის 2-ს რეაბილიტაციის პროექტი გაკეთებული გვაქვს და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მისამართის რეაბილიტაციისთვის. მისამართი დაკავშირებულია 3 გვერდზე მდგომ შენობასთან. ასევე, ქუჩის გასწვრივ მდებარე ავარიული სახლსაც, ძალიან დიდი ალბათობით, ასე ვთქვათ, ჩაითრევს ისნის 2 ამ რეაბილიტაციის პროცესში. ამიტომ ჩვენ მარტო ისანის 2-ს ვერ გავუკეთებთ რეაბილიტაციას. საჭიროა დიდი თანხა, არა მარტო ისანის 2-ის, არამედ, რამდენიმე შენობის რეაბილიტაციისთვის და მხოლო ამის შემდეგ შევძლებთ რეაბილიტაციას“,_ამბობს ის.

ბაიდარაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის განვითარების ფონდი და ასევე, გამგეობა, მზადაა ისანის 2-ში მცხოვრებები ქირით გაიყვანოს.

„შენობა შესწავლილი გვაქვს.  პირადად ვარ ნამყოფი მის სარდაფშიც, შევხვდი ნანა სარაშვილსაც. შეთავაზებული გვაქვს, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ქირით გავიდნენ.  ალტერნატიული თავშესაფრის თანხა რომ გადაიხადოს ფონდი თანახმაა და ასევე გამგეობაც“, _ ამბობს ის.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ამბობს, ისნის #2-ის რეაბილიტაცია მაშინ მოხდება, როცა სახელმწიფოს რესურსი ექნება მის გასაკეთებლად.

„ჩვენი სამუშაო ციკლი არის წელიწად-ნახევრიანი.  დაახლოებით, 1-ელ ივლისს ვიწყებთ შემდგომი წლის სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტირებას. წელს კეთდება ის არეალები რომლებიც წინა წელს კი არა, იმის წინა წელს დაპროექტდა. ის, რომ რაღაც დავაპროექტეთ ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც პროექტის დასრულებისთანავე გაკეთდება. რაც შეეხება ისნის #2-ს ის ყურადღების მიღმა არ დარჩება და როდესაც რესურსი იქნება აუცილებლად გავაკეთებთ“, _ ამბობს  ბაიდარაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...