„ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკა

საზოგადოება

„ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკა

26 მაი. 2018, 16:23:38

დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა.

როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა:

„უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი.

_ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა?

_ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა სიმღერა.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...