"ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში" (R)

საზოგადოება

"ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში" (R)

2018 ოქტ 24 12:39:19

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ახორციელებს პროექტს "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში", რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი ამბობს, რომ 2017 წელს გაეროს ბოლო კვლევა ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით _ აღმოჩნდა, რომ გურია არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე მიმართვიანობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სადაც პოლიციის გამოძახება და მიმართვიანობა დაბალია, ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ იმ რეგიონშია. აქედან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის პროექტების კონკურსი, საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით.

ქეთევან ხიდაშელი, "ქალები რეგიონის განვითარებისთვის": "ამ პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და დაგვიფინანსდა ორთვიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ინსტიტუციასთან, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება მოახდინოს, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გვემუშავა. მანამდე, წელიწადნახევრის უკან, ჩვენც გვქონდა მცდელობა, რომ ზუსტად ის ინსტიტუციების ცნობიერება აგვემაღლებინა, რომლებსაც ევალებათ კონკრეტულ ქეისებზე მუშაობა.

შეხვედრები პროექტის გარეშე ჩავატარეთ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ამ ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია რომ არ ხდება ხოლმე, ეს იწვევს დიდ პრობლემებს.

მაგალითად, როცა ჩვენ ვმუშაობთ რისკის ჯგუფის მქონე ქალებთან და ვცდილობთ მათ დარწმუნებას, რომ თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას. ეს ადამიანები არიან, ძირითადად, სოციალურად შეჭირვებულები. მატერიალური მდგომარეობა პირდაპირ კავშირში არ არის ოჯახში ძალადობასთან, მაგრამ მაინც, ძირითადად, ასეთ ოჯახებში იჩენს ხოლმე თავს ძალადობა.

ჩვენ ვმუშაობთ ქალებთან იმაზე, რომ როგორმე განაცხადონ ფაქტის შესახებ და დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა. სოციალურ სააგენტოს როგორც კი მივმართავთ ხოლმე, ისინი ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებაზე იზრუნონ, რაც თავისთავად პრობლემაა.

ასეთი რამდენიმე ქეისი გვქონდა. მაშინ, შეხვედრაზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ვეცადეთ შეგვექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგებოდა ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა უწყების წევრებისგან. თანხმობა წამოვიდა, მაგრამ რაც არაფორმალურია, ის სისტემა არ მუშაობს ხოლმე. კანონმდებლობით ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გაწერილი.

ოჯახში ძალადობა, თავისთავად, მოიცავს ბავშვზე ძალადობის ასპექტებსაც. ამიტომ სოციალური სააგენტო უფრო ამ კუთხით არის ჩართული. იმ ოჯახში, სადაც ძალადობა ხდება, ბავშვიც ავტომატურად ძალადობის მსხვერპლი ხდება და ახალი კანონის მიხედვით, ბავშვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსიც ენიჭება.

ამ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლიბა, რომ ამ ინსტიტუციებთან გვემუშავა, როგორც ერთობლივად, ასევე, ცალ-ცალკე.

პირველი შეხვედრა პოლიციასთან გვქონდა _ ტრენინგი ჩაატარა კანონმდებელმა გია გოგიბერიძემ. საკმაოდ ეფექტური ტრენინგი გამოდგა, რადგან კონკრეტული ქეისები იქნა განხილული. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროც აღარ არის სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოწერასთან დაკავშირებით. ახლა უკვე უბნის ინსპექტორს შეუძლია, საკუთარი შეფასების საფუძველზე, გამოსცეს ეს დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჰქონდათ ბევრი კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ტრენინგი გაიარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ისეთი რგოლია, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია და აქაც კი, ოზურგეთში, თუ კონკრეტულ საკითხს რაიონული პოლიციის უფროსი არ გადაწყვეტს, რიგით პოლიციელს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.

პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ამ ტიპის ტრენინგებს ეს გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ესწრებიან, ესწრებიან ის პოლიციელები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამიტომ ეს ვერ ცვლის სიტუაციას.

ამჯერად გვქონდა სამი უწყების გაერთიანებული ტრენინგი, მოწვეულები იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვხვდებით, რომ როცა სხვადასხვა ინსტიტუციას ერთად ვუტარებთ ტრენინგს, აუცილებლად იკეტებიან და პრობლემებზე არ საუბრობენ ხოლმე. ამიტომ ცალსახად ჯობს, თითოეულ ინსტიტუციას ტრენინგი ცალ-ცალკე ჩაუტარო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ პოლიციასთან ტრენინგი დამატებით, უკვე ცალკე ჩავატაროთ. პრობლემაა ისიც, რომ ამ სახის ტრენინგებზე სამართალდამცავი ორგანოდან მუდამ ერთს და იმავე ხალხს უშვებენ დასასწრებად _ მათგან ზოგი შეიძლება იყოს კანცელარიის თანამშრომელი ან წელიწადში ერთხელ მოუწიოს მსგავს დანაშაულთან შეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულ ტრენინგს თვითმმართველობის წარმომადგენლებიც არ ესწრებოდნენ. როცა ჩვენი ორგანიზაცია კონკრეტულ პროექტს წერს, ვწერთ იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშაოთ და როცა ამდენი რესურსი იხარჯება, ძალიან გვინდა, ამან გარკვეული შედეგი გამოიღოს.

ამას ვერ ვიტყვით სოციალური მომსახურების სააგენტოზე, სადაც ტრენინგმა ძალიან შედეგიანად ჩაიარა. ტრენერები გვყავდა თავად ამ სისტემიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან _ ესე ცხაკაია და მარი წერეთელი. აშკარა იყო, რომ ტრენინგის მონაწილეებს გაცილებით ადეკვატური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან კონკრეტულად მათი სისტემიდან, მათი უფროსები იყვნენ ჩამოსულები. ხოლო როცა არასამთავრობო სექტორს ჩამოყავს ექსპერტები, მათ არასერიოზულად ეკიდებიან.

ასევე, პრობლემაა მოძალადეების სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა. ეს არის სახელმწიფო ვალდებულება. ოჯახში ძალადობაზე კანონი ჩვენ 2006 წელს მივიღეთ, სადაც ჩაიწერა, რომ ის საკითხები, რაც კანონმდებლობით არ განისაზღვრება, დელეგირებით მიეცეს თვითმმართველობებს, რათა ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილზე განახორციელონ. ამ საკითხებში შედიოდა მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამები. თუმცა, ეს პროგრამა დღემდე არ ამუშავებულა.

ამავე პროექტის ფარგლებში გვქონდა სკოლებში, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ტრენინგები. ახლა დაგვრჩა ერთი სამიზნე ჯგუფი _ მერის წარმომადგენლები სოფლებში, რომლებიც, როგორც წესი, ტრენინგებზე არ მოდიან, ან თუ მოვლენ, აქვთ აშკარად საწინააღმდეგო დამოკიდებულებები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობით ერთიანი სამოქმედო გეგმა დავსახოთ.

ჩვენს ქვეყანაში სისტემები, სამწუხაროდ, ჯერ კარგად არ მუშაობს და თუ პრევენციაზე გავაკეთებთ აქცენტს, ბევრად უკეთესი იქნება, რადგან ხანდახან მოძალადემაც არ იცის, რომ ძალადობს და რასაც აკეთებს, ეს ძალადობაა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, მედიამ და ა. შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მსხვერპლი ქალის შემთხვევაში არის აღიარება _ ძალადობის ფაქტის აღიარება და იმის თქმა, რომ თავად მსხვერპლია. როცა ქალი ამ უხერხულობას გადალახავს და ამას აღიარებს, მერე უკვე ბრძოლაც უადვილდება".

 

"სწავლის, მუშაობის და ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, ფაქტობრივად, ჩამორთმეული მქონდა"

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან. ბევრი მათგანი ვერ აღიარებს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას განიცდის, ზოგს საზოგადოების რეაქციის ეშინია და საყოველთაო წნეხში მოხვედრას, ამჯობინებს მძიმე ვითარებას შეეგუოს და ბედს დანებდეს. თუმცა, არიან ქალები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარი ძლიერი ხასიათის, ხშირ შემთხვევაში კი, ქალთა ორგანიზაციების თანადგომით ახერხებენ და ძალადობრივ ურთიერთობებს თავს აღწევენ. მათთვის მომდევნო გამოწვევა დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა.

მოძალადე ქმარს დააღწია თავი ჩვენმა რესპონდენტმაც, რომელიც იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადრეულ ასაკში და უმეტესწილად წარუმატებლად ქორწინდებიან:

"ბედის ირონიით, მას პათოლოგიური სიმთვრალე აღმოაჩნდა, ორი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ხშირად სვამდა და მერე სახლში ყველაფერს ამტვრევდა, მცემდა და მონასავით მექცეოდა. გათხოვების მეორე დღესვე მთვრალი დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. ამის გამო, ისეთი სკანდალი მოაწყო, ვერ იფიქრებდი, რომ ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი იყო. ტირილი დავიწყე, ეს სად მოვხვდი,-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. 5 წელი ვიცხოვრე მასთან ერთად და უკვე ოთხი თვეა დავშორდით. სამი წლის გოგონა მყავს და მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

მამამისი ჩუმი კაცი იყო, ეზოში მუშაობდა და არავის საქმეში არ ერეოდა. ბაბუა უკვე მოხუცი იყო, დედამთილმა კი ჩვენთან სამი წელი იცხოვრა, მერე კი საბერძნეთში წავიდა, თუმცა, ეს სამი წელი ჯოჯოხეთად მიქცია. თუკი რამეზე გამიბრაზდებოდა, თავის ნაჩუქარ ტანსაცმელს წამართმევდა და დამალავდა, ამის გამო რამდენჯერ ზამთარში შორტებით მივლია. ჩემი ქმარი ხასიათით მას ჰგავდა, ორივეს სურდა, რომ ყველას მათ ჭკუაზე გაევლო.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სტილისტი ვყოფილიყავი, გარდა ოცნებისა, მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, რაღაც პროფესია რომ მქონოდა. ამიტომ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში ჩუმად დავრეგისტრირდი. რა თქმა უნდა, იქაც არ გამიშვა და ეს ინიციატივაც დიდი კონფლიქტით დასრულდა. არადა, უკვე ოთხ კედელში ცხოვრება აუტანელი იყო. სწავლის, მუშაობის და ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, ფაქტიურად, ჩამორთმეული მქონდა.

მცირე პერიოდით, ქმრისგან, როგორც იქნა, მაღაზიაში მუშაობის ნებართვა მივიღე და მუშაობა დავიწყე. პირველივე დღეს, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, მკითხა, აი, ხომ დაიწყე მუშაობა, საჭმელი რატომ არ მოიტანეო. არადა ხელფასი ძალიან მცირე, 180 ლარი მქონდა და ისიც ჩვენი შვილისთვის მინდოდა. ბავშვს ყველაფერი აკლდა და ყოველთვის მეზობლის ბავშვების ეხარბებოდა. ამის ყურება არ შემეძლო, ამიტომაც დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე, რომ ამ მცირე ხელფასით შვილისთვის ელემენტარულს მაინც გავაკეთებდი. იმის გამო, რომ ოჯახს და მეზობლებს არ ეთქვათ, მუშაობა დაიწყო და ოჯახი მიატოვაო, ყოველ ღამით, 3 და 4 საათზე ვწვებოდი, რომ დილისთვის ბავშვი მომზადებული დამეტოვებინა, სახლი დალაგებული მქონოდა და სადილიც წინასწარ გამემზადებინა. ჩემი ქმარი მაინც მეჩხუბებოდა, არა მხოლოდ ჩემი მიზეზით _ სხვებზეც რომ გაბრაზდებოდა, აგრესია, საბოლოოდ, ჩემზე გადმოჰქონდა.

გადაწყვეტილება რამდენჯერმე მივიღე, მაგრამ ვერ შევასრულე. ჩემი გათხოვილი მულებიც უწყობდნენ ხელს ჩვენს დაშორებას. მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა და დაკრძალვაზე მოვიდნენ, ერთ-ერთმა დამ მითხრა, ახლა შენ და ჩემი ძმა რომ დაშორდებით, შენი სახლის წილი ჩემს ძმასაც ერგებაო. გამიკვირდა _ რა იცი, რომ დავშორდებით, იქნებ, შეძლოთ ოჯახის შენარჩუნება,-მეთქი. მათ თავიდანვე არ მოვწონდი _ როცა მათმა ძმამ ცოლად შემირთო, თავიდანვე არ იყვნენ ამ გადაწყვეტილების მომხრეები. საბოლოოდ, ქალთა ორგანიზაციის წყალობით გავრისკე და ჩემი ქმრისგან წამოვედი. ბებიაჩემი გვერდით ცხოვრობდა და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მერე კი ბინა ვიქირავეთ მე და დედამ და აქ დავიწყეთ ცხოვრება. ბინის ქირის გადახდაში გვეხმარებიან და ასე ვცდილობთ თავის გატანას, სანამ მე მუშაობას შევძლებ.

ძალიან რთულია ასე ცხოვრება ოჯახშიც, გარეთაც, საზოგადოებაშიც. კაცები საქართველოში გაცილებით მარტივად ცხოვრობენ, ჩვენ კი უამრავი დაბრკოლების, გამოწვევის და სტერეოტიპების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, სულ ბრძოლა გვიწევს. ქეთევან ხიდაშელის ორგანიზაცია რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიღებაშიც დამეხმარა და ყველანაირად ცდილობს, ყურადღება მომაქციოს. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ასეთი ადამიანების თანადგომით, მეც გავძლიერდები და დამოუკიდებელ ცხოვრებას და შვილზე ზრუნვას თავს წარმატებით გავართმევ."


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. მის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის ავტორები.

(R)




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...