ერთხელ კორონობისას - "ვიცავდი რეკომენდაციებს, არ დავდიოდი შეკრებებზე... ერთ დღეს მაინც მოვიდა"

საზოგადოება

ერთხელ კორონობისას - "ვიცავდი რეკომენდაციებს, არ დავდიოდი შეკრებებზე... ერთ დღეს მაინც მოვიდა"

18 ნოე. 2020, 15:33:32

ოზურგეთელმა პედაგოგმა ეკა ნინიძემ თავის მამასთან და ძმიშვილთან ერთად კორონავირუსი დაამარცხა.

ეკა ნინიძემ  “გურია ნიუსისთვის“ დაწერა თუ როგორ დაამარცხა მან კორონავირუსი.

ეკა ნინიძე: ერთხელ, 2020 წლის მარტში, კორონობა რომ ფესვს იდგამდა მსოფლიოში, მოსწავლეებს ვთხოვე, დაესვათ რამდენიმე კითხვა კორონავირუსისთვის და გაეცათ პასუხი შეძლებისდაგვარად.

სანდრო (V კლასელი) - ძვირფასო კორონა-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ მაინც მოგესალმები კორონა! იცი, რა მაინტერესებს? ღამურების ორგანიზმში რომ ბედნიერად ცხოვრობ, ადამიანებმა რა დაგიშავეთ? რატომ გინდა რომ ადამიანები გააქრო დედამიწიდან?

კორონას პასუხი სანდროს -  იმიტომ, რომ ადამიანებმა დედამიწა დააავადეს, დააბინძურეს, ხელი შეუწყვეს გლობალურ დათბობას და მე დედამიწას უნდა დავეხმარო, რომ გადარჩეს!

ეს იყო მარტში, პირველი ლოქდაუნისას, პირველი ონლაინ გაკვეთილისას. გადიოდა თვეები და სულ მეფიქრებოდა გაბრაზებული COVID 19, არ ვიცოდი როგორ შემეყრებოდა იგი მე და როგორ გავუმკლავდებოდი მე მას.

ვიცავდი რეკომენდაციებს, არ დავდიოდი მრავალრიცხოვან შეკრებებზე. უარი ვთქვი ახლობლის ქორწილში წასვლაზე და ერთ დღეს მაინც მოვიდა.

პირველად ოჯახის პატარა წევრს დაუდასტურდა. ეს არის მომენტი, როცა სიტყვა დადებითი თავზარდამცემია და გინდა იყო უარყოფითი, მაგრამ ნერვიულობის დრო არ არის. იწყებ კომპეტენტურებისგან რჩევის მიღების მცდელობას. პასუხი ერთმნიშვნელოვანია, დაელოდეთ სიმპტომებს. პატარას, რომელიც 12 წლისაა, სიცხე 37-დან 37,8-მდე უთამაშებს. სხვა არანაირი გამოხატულება, როგორც ბაბუა ამბობს: ამას კორონიანის რა ეტყობა, ხეზე გავა რომ გაუშვაო. თუმცა დიდი კაცივით აფასებს მდგომარეობას და პირბადეს არ იხსნის,რომელსაც იცვლის ყოველ ორ საათში და სვამს ძალიან დიდი რაოდენობით წყალს. უფრო მეტი ხალისისთვის ვაწყობთ წყლის სმაში შეჯიბრს.

...პირველი ნიშანი კეფის ბოლოში, ხერხემლის ზედა ნაწილში აუტანელი ტკივილი იყო, რომელიც ორივე მხრის გასწვრივ გადადიოდა. გახსენდება ყველა პოსტი, კოვიდდადებითების და ხვდები, რომ მოვიდა. უკვე საკუთარ პასუხს აღარც ელოდები და აგრძელებ იგივე რეჟიმში, რომლითაც დახვდი პირველ დადებით პასუხს ოჯახში.

მეგობრის კითხვაზე თუ როგორ ხარ, იღიმი და პასუხობ: ქვედა კიდურები გტკივა, კუნთები და ყველა სახსარი გტკივა, ზურგი, ბეჭები და თავი გტკივა აუტანლად, მაგრამ კარგად ვარ. კარგად ვარ, ნიშნავს იმას, რომ სუნთქავ უპრობლემოდ და არ საჭიროებ სტაციონარს, ჯერჯერობით, მაინც.

დღე მეორე - ოჯახის უხუცეს წევრსაც იგივე სიმპტომები დაეწყო, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ და აქ უკვე ორივე ყურში ზარივით რეკავს: ასაკოვან ადამიანებს გავუფრთხილდეთ.

მერე კოვიდ სასტუმროს 12-დღიანი კარანტიანი. სასტუმრო ბათუმში ზღვის ნაპირას: კოლიზეუმი. ზღვის ულამაზესი ხედით და აბსოლუტური კომფორტით.

თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ გვითქვამს, რომ ექიმები, საერთოდ მედპერსონალი არიან გმირები, ნამდვილად გმირები არიან, ისინი ამ ომში წინახაზზე იბრძვიან. მაგრამ მათთან ერთად გმირები არიან ამ კოვიდ სასტუმროების, კარანტინის მომსახურე პერსონალები, რომლებიც ექიმების  მხარდამხარ იბრძვიან. აინტერესებთ ,,კატეს“ პასუხი, ,,დედიმერის“ მაჩვენებელი... უკვე იმდეენი პაციენტი გაუსტუმრებიათ, რომ ზუსტად იციან 4 ქულიანი ,,კატე“ რას ნიშნავს და 650 ,,დედიმერი“. გამხნევებენ და გიღმიან, ცდილობენ სახელით მოგმართონ, დაგჭირდება რამე და გვერდით გედგნენ, დისტანციურად.

12 დღის განმავლობაში, არც ერთხელ კარებთან დატოვებული სადილ-ვახშამი. მსუბუქი კაკუნი კარებზე და გაღიმებული გოგოები, ეკიპირებაში რომ ძვლის სუნთქავდნენ. ადამიანური დამოკიდებულება, რომელიც თურმე ასე მიჩქმალა კოვიდმა, თურმე არსებობს და მერე როგორ...

დიახ, ექიმებთან და მედიკოსებთან ერთად, კოვიდს სწორედ ამ სასტუმროების პერსონალი ამარცხებს და ისინიც გმირები არიან.

არ დამავიწყდება სასტუმროდან წამოსვლის დროს, როგორ სიხარულით გვაცილებდნენ: მე, ჩემს 12 წლის ძმიშვილს და 82 წლის მამას. როგორ უხაროდათ, რომ ბაბუმ კოვიდს ,,კუდით ქვა ასროლინა“.

დიახ, ყველაფერი წარმავალია, ეს კორონობაც დასრულდება და ადამიანური ემოციებიც ისევ თავის მდინარეში შეცურავს, რომელიც ცხოვრებას ფერადოვნებას ანიჭებს.

კორონა დამარცხდება, აუცილებლად დამარცხდება, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის მსხვერპლიჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი. “გურია ნიუსი“ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში ... ...
  • გულგრილობის ვირუსი კლავს - ონლაინკამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გულგრილობის ვირუსი კლავს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა  მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ონლაინკამპანია მიმდინარეობს.  კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. მის ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელ ვიზუალურ მასალებთან ერთად, შეიქმნა 4 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი.  გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. აუდიოპიესებიცა და კამპანიაც, ცნობიერების ამაღლების გარდა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს, რადგან მის სწორ რეაგირებას ხშირად ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მით უფრო ახლა, როდესაც  COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მაგალითად, მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.  კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა.  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციისდაწყებისთანავექალებისადაგოგოებისმიმართყველასახისძალადობის, განსაკუთრებითკიოჯახშიძალადობისშესახებშეტყობინებებისრაოდენობაგაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება ... ...
  • ჯანმომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადე როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ უნდა ვატაროთ. გარდა ამისა, ორგანიზაცია რეკომენდაციით გამოდის, რომ მოქალაქეებმა პირბადე დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მიუხედავად ატარონ, თუ შენობაში სათანადო ვენტილაცია არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციები, როგორც ზრდასრულებს, ასევე 12 წლიდან ბავშვებს ეხებათ. რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ, ხოლო 6-დან 11 წლამდე ბავშვებს რაც შეეხებათ, მათ პირბადე კონკრეტული გარემოს ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით უნდა ... ...
  • "გულგრილობის ვირუსი კლავს" _ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია "გულგრილობის ვირუსი კლავს" — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. მის ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელ ვიზუალურ მასალებთან ერთად, შეიქმნა 4 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. აუდიოპიესებიცა და კამპანიაც, ცნობიერების ამაღლების გარდა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს, რადგან მის სწორ რეაგირებას ხშირად ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მით უფრო ახლა, როდესაც COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მაგალითად, მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება. კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით, კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობ აგაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობა გამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართებასაქართველოს ბანკის მხარადჭერით  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება.   Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს.  წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და  თბილისში.  Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ  საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან  დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-ა. ასევე სპიკერებს შორისაა Treasure Data-ს დამფუძნებელი - ბილ ტაი, კომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება. სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში. Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში; გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან. პირველი მსგავსი ღონისძიება თბილისში - Europe-Asia Connect - 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/tbilisi/ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/237767/startap-graindis-evropa-aziis-teqnologiuri-ghonisdzieba ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მას არაერთი ქართული და უცხოური პარტნიორი კომპანია ჰყავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...