გადაიკვეთება თუ არა მელექედურში საპატრიარქოსა და სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის მომხრეთა ინტერესები

საზოგადოება

გადაიკვეთება თუ არა მელექედურში საპატრიარქოსა და სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის მომხრეთა ინტერესები

2020 იან 21 15:33:05

დღეს სოფელ მელექედურში, სოფლის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში, სოფლის მცხოვრებთა კრება ჩატარდა.


კრების დაწყებამდე, სოფლის  მცხოვრებთა უმეტესობა, წყლის, გზის და გაზის პრობლემებზე საუბრობდა. ასევე, თქვეს სოფელში სტადიონების კეთილმოწყობის თაობაზე, რომელიც სამ ლოკაციაზე უნდა გახორციელდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი კოტე შარაშენიძე კრების მონაწილეებს მიესალმა და უთხრა, რომ ნებისმიერ პრობლემურ თემაზე მოუსმენდა მათ.

_ რა ვუყოთ ამ  40 ათას ლარს, როგორ მოვიხმაროთ იგი? აქ ვარ და გისმენთ. თქვენი სახელი და გვარი, ყველასი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახელი დ გვარი იცით ყველამ და იცით ისიც, რას ნიშნავს ეს.  მე არ ვივიწყებ პატივისცემას, თქვენ ამირჩიეთ  და მზად ვარ, მოგისმინოთ და გავაკეთოთ, რასაც შევძლებთ ამ ფულით, _ უთხრა მან დარბაზში შეკრებილ ადამიანებს და ისაუბრა სოფლის ცენტრში არსებული ძველი კულტურის სახლის შენობის შესახებ, რომლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სპორტული ცენტრის და ზოგადად, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა უნდა მოხდეს.

კრების მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ  დიდი ხანია, ამ შენობის  შემოქმედის ეპარქიისთვის გადაცემაზეა საუბარი და არ უნდათ მიტროპოლიტს აწყენინონ.

_ მე ესეც არ ვიცი. ვნახოთ. ჩვენ გვყავს იურისტები, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ. ეპარქიაც ჩვენია. ერთმანეთის ვართ. სოფელში აუცილებელია ცენტრი იყოს კეთილმოწყობილი და ის დაუსრულებელი შენობა უნდა მოშორდეს იქედან, _ თქვა შარაშენიძემ და დარბაზში მყოფებს სთხოვა, ესაუბრათ მათთვის პრობლემურ საკითხებზე.

მელექედურის ერთ-ერთი მცხოვრები დაეთანხმა მუნიციპალიტეტის მერს, რომ შენობა ძალიან სახიფათოა.

_ მართალი ხართ, საშიშია იმ მხრივაც, რომ ვინმე  იქვე გამვლელი და ან შენობაში უნებლიედ  შესული არ დაშავდეს, შენობა კი არა ნანგრევია, _ უთხრა მერს კრებაზე მისულმა მოქალაქემ.

ადგილობრივმა ხათუნა ღლონტმა გზის საკითხი და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც უგზოობის გამო აწყდებიან მელექედურის მცხოვრებლები.

_ შენობა კი არა, მეორე ბრიგადაში ისეთი გზაა, რაფი აღარ ამოდის და მალე ფეხითაც ვერ ამოვა ადამიანი,  გუშინ მიკროავტობუსის მძღოლმა შუა გზაზე გააჩერა მანქანა და აღარ წამოვიდა. რა უნა ვქნათ? _ თქვა ხათუნა ღლონტმა, რაზეც მისი თანასოფლელი ნაზი სალუქვაძე შეეკამათა:

_ ეს რაფი აქამდეც მანდ ჩერდებოდა, _ თქვა სალუქვაძემ.

კრების მსვლელობისას მელექედურელებმა არაერთხელ დასვეს საკითხი გზის, სტადიონის, გარე განათების და გაზის გაყვანის თაობაზე, რის გამოც, საბოლოოდ, კენჭისყრა გადაწყვიტეს, თუ რომელი საკითხი  ჩაეთვალათ პრიორიტეტად. ხელის აწევის შემდეგ,  უმრავლესობის თანხმობა დაადასტურეს ხელმოწერებით.

_ მერს სურს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეიქმნას, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვყავდეთ აქ, _ თქვა ადგილობრივმა ელისო ბენდელიანმა.

 კერძო საუბარში, ბევრმა აღნიშნა, რომ ძველი  შენობის დემონტაჟი  უხერხულია, რადგან შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს აქვს სურვილი, შენობა ეპარქიის  მფლობელობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბოლო 10 წელია, რაც ცნობილია.

ხომ არ  გადაიკვეთება მელექედურში საპატრიარქოს და  სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის უმეტეს მომხრეთა ინტერესები? _ ვრცლად ამის შესახებ, მალე საგაზეთო სტატიაში ვუამბობთ  ჩვენს მკითხველებს.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...