"გაგვიჭირდა მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა, სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა..." _ წულუკიანი გომისმთაზე

საზოგადოება

"გაგვიჭირდა მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა, სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა..." _ წულუკიანი გომისმთაზე

4 აგვ. 2020, 11:15:12

3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. მის მოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი აქ შეხვდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძირითადად ისაუბრებდა კურორტზე არსებული უამრავი უკანონო მშენებლობის შემდეგ, თუ როგორ მოხდებოდა საკუთრების რეგისტრაცია. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გომის მთას ახლახან მიენიჭა დაბის სტატუსი, შემდეგ კი იქ დაინიშნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.


მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახლა კურორტზე სისტემური რეგისტრაცია იწყება, რომლის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აქ გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო. მართლაც, მინისტრმა მოსვლისთანავე ამ საკითხზე დაიწყო საუბარი. იგი მიესალმა აქ შეკრებილ ორმოცდაათამდე ადამიანს, ჰკითხა მათ, არიან თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები და საუბარი დაიწყო რეგისტრაციის შესახებ:

"თბილისში ასე ჩაითვალა, რომ ამ და სხვა კურორტებზეც, ყველამ უნდა იცოდეს, ვის რა ეკუთვნის. ამაში იგულისხმება ის, თუ ვის რა ჰქონდა ან რა აქვს. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდა საბუთი, მაგრამ აქვს შენობა-ნაგებობა; შესაძლოა, ჰქონდა, მაგრამ ახლა არ აქვს საბუთი. ასეთ დროს ხდება იმ პირთა მიერ ამ ქონების დადასტურება, ვინც ეს იცოდა.

დღეიდან აქ იწყება სისტემური რეგისტრაციის პროცესი. ჩვენ არ ავირჩიეთ სპორადული რეგისტრაციის პროცესი და ავირჩიეთ სისტემური რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მივდივართ სოფელში. აქ გარკვეული დროის მანძილზე დარჩებიან ჩვენი თანამშრომლები. ისინი მოგემსახურებიან. თქვენ ეუბნებით მათ, რომელია თქვენი ნაკვეთი. აზომვით და დაზუსტებით შედგება ეს ყველაფერი და შემდეგ, როცა დავბრუნდებით თბილისში, დავდებთ იმ დოკუმენტაციას, რა იყო და რა არ არის. თქვენი საქმეა, აქ იცხოვროთ და იყოს მშვიდობა. ჩვენ არ ვართ ჟანდარმები და არც პოლიცია. თუ გინდათ, რომ აქ ზუსტად და სწორად დარეგისტრირდეს, რა გაქვთ და რა არა, უნდა ითანამშრომლოთ მათთან. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რა გეკუთვნით და რა _ არა. ისინი მხოლოდ აღრიცხვას მოახდენენ. ამიტომ ნუ შეხვალთ კონფლიქტში, დაზოგეთ ნერვები. მათი ფუნქციაა, მოახდინონ აღრიცხვა. მოგემსახურებიან უფასოდ... ყოველივე ამის შემდეგ, კურორტს ექნება საკადასტრო რუკა... იმუშავეთ შეთანხმებულად, თუ გინდათ, რომ იცოდეთ, რა არის თქვენი და რა _ არა. ამას ჰქვია სისტემური რეგისტრაცია", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა, რომ აქ უმეტესად უკანონო მშენებლობებია და როგორ მოხდება დაკანონება, როცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი დიდი ხანია, აქ ბოძების დარჭობით არის დაკავებული, მინისტრმა კითხვა შემოგვიბრუნა:

_ თქვენ იცით, რომ უკანონოა?

_ დიახ და თქვენც უმეტესობამ, ყველამ იცით, რომ ასეა...

მინისტრთან დასმული კითხვა სასწრაფოდ დაგვიწუნა იქვე მდგომმა სასულიერო პირმა ირაკლი ახალაძემ:

_ რა არის ქალბატონო, უკანონო?

მის გვერდით მდგომმა მამაკაცმა, გვარად ასათიანმა, რომელიც, როგორც აქ გვითხრეს, "თავისი გაგებით" აწესრიგებს სიტუაციას, ჯიქურ შემოგვიტია:

_ თქვენ ჟურნალისტი ხართ? გვითხარით, რომელი ჟურნალისტი ხართ, რომ ვიცოდეთ, მაინც...

როცა ვუპასუხე, რომ "გურია ნიუსს" წარმოვადგენ, არაფერი უთქვამს, მინისტრს კი მადლობა გადაუხადა _ ჩვენც ეს გვინდა, რასაც თქვენ ამბობთო.

თეა წულუკიანმა თავის მხრივ საუბარი გააგრძელა:

_ გომისმთა არ იყო დღის წესრიგში. ჩვენ ჩავწერეთ და მოვდივართ პრეზენტაციით, რომ დაგეხმაროთ. გუშინ ჩვენ გაგვიჭირდა ოზურგეთის მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა. ძალიან ცუდად მიგვიღეს მერიაში. იქ ყველა აჟიტირებული იყო. გვითხრეს, რომ აქ ყველაფერი მიტაცებულია. სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა... თუ სისტემური რეგისტრაცია არ ჩატარდა, ისე კურორტი ვერ განვითარდება. შესაძლოა, მიტაცებულია, როგორც ქალბატონი ჟურნალისტი ამბობს, შესაძლოა, არ არის ასე. ამიტომ უნდა მოხდეს რეგისტრაცია, _ განაცხადა მინისტრმა.

მან მოიყვანა მაგალითები, სხვადასხვა დავის შესახებ, როცა კერძო მესაკუთრეები ვერ ადგენენ ან ვერ იყოფენ საზღვრებს. როცა ერთი ნაკვეთი მეორისაში შედის ან ესაზღვრება. ასეთ დროს ან ერთი მიიღებს, ან _ მეორე ან დარჩება ისე, როგორც არის.

თეა წულუკიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება დასახლების ვიზუალური მხარის შესახებ:

_ მე მთას კარგად ვიცნობ... რაც შეუიარაღებელი თვალით ვნახე, პატარ-პატარა კომპლექსებია, უფრო დაქუცმაცებულს ჰგავს...

გომისმთის გამგებელმა, ბესო ლომინაძემ, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე და კარგად იცნობს მთას, თქვა, რომ აქ თავიდან 700-მდე სახლი იყო. ბოლო პერიოდში კი ორიათასამდეა და მიესალმება რეგისტრაციის პროცესის დაწყებას.

ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა საუბარი შედგა წინა დღით ოზურგეთის მერიასა და მინისტრის წარმომადგენლებს შორის, რაზეც წულუკიანმა თავისი გამოსვლისას აღნიშნა. ჩვენი ინფორმაციით, მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ პირდაპირ თქვა, რომ გომისმთაზე არის უკანონო მშენებლობები და შეეწინააღმდეგა ხელაღებით დარეგისტრირებას. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ, ამ ეტაპზე, ხდება მონაცემების აღრიცხვა და დაზუსტება, ვის რა საკუთრება გააჩნია კურორტზე. ამ მონაცემების სრულად მოწესრიგების შემდეგ კი, მოხდება საკადასტრო რუკის შედგენა, რაც კურორტის განვითარების წინაპირობაა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით,  უკანონო მშენებლობების პროცესის პარალელურად, გომისმთაზე არაერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იჩენდა და იჩენს წარმოუდგენელ სიხარბეს და ზოგს შვიდი და რვა ნაკვეთი აქვს ბოძებით და ხიმინჯებით შემოსაზღვრული, რომ სამომავლოდ გაყიდოს და ეს ერთგვარი საშოვრის წყაროდ აქციოს. არაერთი მოქალაქე ჟურნალისტებს ამ თემაზე საგანგებო მუშაობას და ფაქტების გამოაშკარავებას გვთხოვს.

სისტემური რეგისტრაციის პირობების გაცნობის შემდეგ, გომისმთაზე მოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გადასცეს საინფორმაციო მასალები. ხოლო საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, რომლებიც აქ სამუშაოდ რჩებიან, გააცნეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების სხვადასხვა საკითხებზე, რელიეფსა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. აქვე ითქვა, რომ მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას _ საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება _ საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls