"გაიმასქნებული" საქმე რომ ჰქვია, ისეთია ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება"

საზოგადოება

"გაიმასქნებული" საქმე რომ ჰქვია, ისეთია ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება"

2019 დეკ 14 14:11:46

10 დეკემბერს, "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სადაც, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის.

როგორც ლიხაურელები გვეუბნებიან, სოფლის მოსახლეობის სრული უმრავლესობა წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში ქვესადგურების დასადგმელად თუ სავარაუდო ელექტროგადამცემი ხაზების გასაბმელად დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სანამ საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და არ ექნებათ სრული ინფორმაცია.

"გურია ნიუსი" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელს, შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც სოფელ ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე იმყოფებოდა:

_ მე ვარ კომპანია "გეოგრაფიკის" წარმომადგენელი, ეს არის საქართველოს ელექტროსისტემის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელთა ნაკვეთშიც, სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა...

_ ამიტომ, დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები. საჯარო შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, შევთანხმდებით, _ გვითხრა ფხაკაძემ.

თუმცა, შეთანხმებაზე ჯერ საუბრის გაგონებაც არ სურს ლიხაურელთა უმრავლესობას.

მოვუსმინოთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც ლიხაურელები ენდობიან და მიიჩნევენ, რომ მათ აზრს ეს ადამიანები შეულამაზებლად ახმოვანებენ.

 დოდო დონაძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე:

"მე ვიყავი წინა პრეზენტაციაზე. დღეს მეორედ მოსულან. დღის 12 საათზე რომ დანიშნავ შეხვედრას, გასაგებია, რომ ხალხის მოსვლა არ გინდა. სოფელში სკოლაა და აქ მნიშვნელოვანი ბირთვია თავმოყრილი, ვისი აზრიც გასათვალისწინებელია. თუმცა, ვერ მივიდოდნენ მარტივი მიზეზით _ სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლით. გარდა ამისა, პირველად როცა მოვიდნენ, გარკვევით ვუთხარით, რომ ასეთ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა იყვნენ ენერგეტიკოსები, ფიზიკოსები, ვინც პასუხს გასცემს კონკრეტულ კითხვებს. მოვიდნენ, ილაპარაკეს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უსაფრთხოა. თქმა კმარა? ხალხს უნდა უთხრან სიმართლე რისკების შესახებ და ამის შემდეგ ადამიანები თავად გადაწყვეტენ, გაკეთდეს თუ არა ქვესადგური იქნება თუ სხვა რამ. ჩვენ ვიცით, რომ ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტები უნდა გახორციელდეს, ინტერნეტი საჭიროა და არავინ არის კატეგორიულად წინააღმდეგი. ხალხი არ იყო ინფორმირებული, ამიტომ პირველ შეხვედრაზე წინააღმდეგნი წავიდნენ. მოსულებმა საკმაოდ შემოგვიტიეს. რომ იძახიან, განცხადება ლიხაურის ადმინისტრაციულ გვერდზე დევსო, რამდენი კითხულობს მაგ გვერდს? რა დიდი ჯაფა უნდა იმას, რომ ხალხი დაიბარონ, მოვიდეს მცხოვრებთა უმრავლესობა და სპეციალისტების მეშვეობით უთხრან სიმართლე. დამფრთხალია ხალხი, რომ ამბობენ, 400 მეტრზე მეტად სიახლოვე არ შეიძლებაო, ჰგონიათ, ყველა დაავადდება. ყველაფერი ხომ ადამიანის საკეთილდღეოდ კეთდება და თუ სიცოცხლისთვის საშიში იქნება ეს ყველაფერი, ვის რად უნდა?" _ ამბობს დოდო დონაძე და მიიჩნევს, რომ სოფელში უნდა გაიმართოს სერიოზული საჯარო განხილვა.

ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ლიხაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაია გოგორიკიძე _ ის განსაკუთრებით უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ "საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რატომღაც სულ ცდილობენ, ყოველი შეხვედრა კამერული და დახურული იყოს:

_ როცა სამი სოფლის, ლიხაურის, მაკვანეთის და შემოქმედის მოსახლეობის ბედთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ათკაციან შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს, გაიყვანონ თუ არა მაღალი ძაბვის ხაზები? ჩვენ პროგრესს კი არ ვუშლით ხელს, გვაღიზიანებს სიცრუე, როცა აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და რამდენიმე ადამიანს ფორმალურად ეძახიან. "გაიმასქნებული" საქმე რომ ჰქვია, ისეთია საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება ლიხაურში. რომ მოვუსმინე, ისე საუბრობდნენ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ და უფრო სოციალურ საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ვის რამდენი გადაუხადონ ნაკვეთში, სადაც ელექტროსადენებს გაიყვანენ. გაჭირვებულ ხალხზე აპელირება ადვილია. უნდა უთხრან ღიად და დამაჯერებლად ხალხს, ფიზიკოსების და სხვა სპეციალისტთა თანდასწრებით და დახმარებით, რა რისკი არსებობს, რა მანძილით იქნება დაშორება დასახლებულ მოსახლეობასთან და ასე შემდეგ. ნუ იტყუებიან, _ თქვა მაია გოგორიკიძემ და გვთხოვა, ისე გაგვეხმოვანებინა ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ, რომ არავის ეგონოს ხალხი პროგრესის და ცივილიზაციის წინააღმდეგია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ლიხაურიდან, გიორგი თოიძე აღელვებული საუბრობდა მეორე შეხვედრის შესახებ, როცა სოფელში ელექტროსისტემის წარმომადგენლები, იმ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასაზომად მოვიდნენ, ვის მიწაზეც, სავარაუდოდ, ეს ხაზები გაივლის:

_ არც ქვესადგურის ზომა იცოდნენ, რამდენ კილოვატიანი იქნება. მაგისთვის სხვა ჩამოვაო, _ გვითხრეს. მათ აინტერესებდათ მხოლოდ იმ ადამიანებთან მოლაპარაკება, ვის ნაკვეთშიც ხაზი გაივლის და ეს იმას ხომ ნიშნავს, რომ არავის არაფერს ეკითხებიან და უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი?! მხოლოდ 13 ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე და ფაქტობრივად, ჩაიშალა, წავიდნენ უკან. ხალხს სჭირდება სიმართლე, რამდენად საშიშია მოსახლეობის სიახლოვეს ეს ქვესადგურები და ხაზები. სულაც უსაფრთხო რომ იყოს, როცა ადამიანს არ ეუბნები და ისე წყვეტ, გაიარო თუ არა მის ეზოში, ძალაუნებურად, ნდობის ფაქტორი წაიშლება და სიმართლეც ტყუილი ეგონება, _ თქვა გიორგი თოიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში.

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" თავმჯდომარე, ლიხაურის მკვიდრი ირმა გორდელაძე:

_ სოფელი ლიხაურის ტერიტორიაზე, საქართველოს ელექტროსისტემის მიერ, იგეგმება მაღალი ძაბვის ელექტროხაზების გაყვანა და ქვესადგურების აშენება. ეს გაივლის ლიხაურს, მაკვანეთის ნაწილს და შემოქმედს. როცა პირველი შეხვედრა შედგა, ეს იყო მოუმზადებელი, ზედაპირული პრეზენტაცია. "ჩიტის ბუდეც არ დაზიანდებაო" _ სასაცილო საუბარიც კი დაიწყეს. 25 ადამიანი ესწრებოდა იმ პირველ შეხვედრას და პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მეორე შეხვედრა თუ იყო დაგეგმილი, არც ვიცოდი. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. ვნახე 8 ლიხაურელი, სამი შემოქმედელი და ორი _ მაკვანეთელი ადამიანი. იქ სოფელი არ იყო. ვიცი სოფლის პოზიცია ამ საკითხის ირგვლივ.

გარდა ამისა, ლიხაური ტურისტული ზონაა. ის არის მარგალიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. ამ სადენების გაყვანა შესაძლებელია მისი აცილების გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყის ზოლიდან უნდა მოხდეს გადასვლა, სოფლის ტერიტორიის გარეთ. როგორც მითხრეს, მიწის რეგისტრაციაზე იყო საუბარი ამ მეორე შეხვედრაზე. სადაა აქ სოფელი, ან მიწის რა რეგისტრაციას ახდენთ, ეს არის გასაიდუმლოებული, უკანონო ქმედება-მეთქი. მითხრეს, ჩვენ იმ მცხოვრებთა სია, ვის ნაკვეთშიც უნდა გაიაროს ხაზებმა, მერიამ გადმოგვცაო. ახლა ეს ყველაფერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა გავარკვიო. ვახმოვანებ მოსახლეობის აზრს _ ხალხი ითხოვს საჯარო განხილვას! _ ამბობს ირმა გორდელაძე.

"გეოგრაფიკის" წარმომადგენლის განცხადების თაობაზე, რომ საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა სპეციალური მიმართვა, "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს:

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტებს გურიის რეგიონში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ითხოვს, გახორციელდეს მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია ელექტროგადამცემი ხაზის სავარაუდო განთავსების ზოლში. გამარჯვებული კომპანიაა შპს "გის და დზ", საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი". მათი მოთხოვნაა, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობა. საჯარო განხილვა დაგეგმილი იყო სოფელ ლიხაურში და უახლოეს მომავალში კიდევ დაიგეგმება".




 ახალი ამბები
  • შემოქმედში დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინესსოფელ შემოქმედში, ყოფილი კოლმეურნეობის ავტოპარკის ტერიტორიაზე, კომუნისტური მმართველობის დროს დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი ავტოპარკის ტერიტორია გაყიდულია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვები კი, იქვე მდინარე ნაბჟუარაში ნახეს. სოფელ შემოქმედში მცხოვრები, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, სოფლის ცენტრში რომელ საუკუნეში იდგა ეკლესია. “დანგრეული ეკლესიის ადგილზე ჯერ დადგეს სოფლის კლუბი, რომელიც კომუნისტების დროს, 1950 წელს დაანგრიეს, შემდეგ ააშენეს კულტურის სახლი. ეს ქვები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სოფლისთვის და მთელი გურიისთვის. კარგი იქნება, იმ ადგილას, სადაც ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი იყო, თავიდან აშენდეს ეკლესია. ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება“, _ გვითხრა ვახტანგ ... ...
  • სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლისის ტბის წართმევის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდასაქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. „ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე.  ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები,“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა. რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე, თუმცა მხარე ასაბუტებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა. მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას, სხვა საქმეზე, ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი, ამავე მოსამართლეებმა საწინააღმდეგოდ იმსჯელეს, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია. საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე. ეროვნული დონის სასამართლოებმა არსებითად შელახეს რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინეს - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს. შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს -  „ბიზნეს პარტნიორს“. ცნობისთვის: შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ... ...
  • 2019 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა (R)საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგებს აჯამებს და მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს, პირველად 9 წლის განმავლობაში,  საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი  ... ...
  • ურეკში ძაღლებმა ოთხი ადამიანი და ერთი თხა დაკბინესოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში ძაღლებმა ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი და ერთ თხა დაკბინეს. “ზღვისპირა ურეკში საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ძაღლების შემოტევა არავის გვახსოვს. ერთ კვირაში ოთხი ადამიანი დაკბინეს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი და არც არავინ გვეუბნება,“ - უამბო “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“დირექტორი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ არაერთხელ გამოიყვანეს ძაღლები ურეკიდან. “ყველა პროცესი კანონით და წესით ჩავატარეთ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში  ჩაუტარდათ აცრა და სხვა პროცესები. ამის შემდეგთკანონის გათვალისწინებით ისევ საიდანაც ავიყვანეთ იქ დავტოვეთ. ბევრი არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ურეკის გზაზე უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს. მოყავთ თავიანთი კარმიდამოდან და გზაზე ტოვებენ,“_ გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...