„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საზოგადოება

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

13 აგვ. 2020, 15:43:34

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში ამ დაავადებათა მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 1500 ქალი ავადდება. თუმცა, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს დაავადება "გაახალგაზრდავდა" _ ბოლო წლებში ასაკობრივმა ზღვარმა 40-იდან 30 წლამდე დაიწია.


მოიმატა ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა და, შესაბამისად, გახშირდა ქალბატონებში ქირურგიული მანიპულაციების აუცილებლობა.

ამ საგანგაშო რეალობის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი გახდა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ დახვეწილი, აპრობირებული და კომპლექსური მეთოდების გააქტიურება.

სწორედ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ 8 აგვისტოს, ჩოხატაურში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი თინათინ ბერუჩაშვილი, კლუბის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მზია კვირკველია და ექიმი მამოლოგი თამარ აბულაძე.

შეხვედრას, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები _ მერი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ესწრებოდნენ.

_ თქვენი მხარდაჭერით მეორე წელია ეს კლუბი ჩოხატაურში ფუნქციონირებს, თქვენ ამისთვის მადლობას გიხდით ჩემი და თითოეული კლუბის წევრი ქალბატონის სახელით. თქვენ შეძელით და მათი კვლევების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყავით 12 000 ლარი, რომლითაც ყოველწლიურად უტარდებათ ქალბატონებს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები. სამწუხაროდ, დაავადებულტა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადრეული დიაგნოზტიკა. ფინანსურადაც გაცილებით ხარჯეფექტურია, როცა დაავადება ადრეულ ეტაპზე არის აღმოჩენილი და შესაბამისად, მკურნალობის შედეგიც არის წარმატებული. იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტიურობაც მეტი იქნება და ასევე, გაგრძელდება თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და კლუბს შორის, _ მიმართა ირაკლი კუჭავას და ზაალ მამალაძეს თინათინ ბერუჩაშვილმა.

კლუბის წევრმა ქალბატონებმა ისაუბრეს კლუბის მიერ შეთავაზებული სერვისის მნიშვნელობაზე.

„თუ ჩვენ დღეს ვაგრძელებთ სიცოცხლეს და დავრწმუნდით, რომ კიბო და დიაგნოზი განაჩენი არ არის, ეს არის იმ თანადგომის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველ წუთს ვგრძნობთ ქალბატონი თინათინისგან, ქალბატონი მზიასგან, თამუნა ექიმისგან და რა თქმა უნდა, თქვენგან. რომ არა მხარდაჭერა და თანადგომა, ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა. ამ კლუბში ერთ ოჯახად თავმოყრილი ვართ ერთნაირი პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის ტკივილის და გასაჭირის გვესმის. კლუბში ფსიქოლოგიურად ისე განგვაწყობენ, რომ ჩვენ არ უნდა დავეცეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ჩემი გადასახედიდან ვიტყვი _ მე ცხოვრებას ნამდვილად ვაგრძელებ იმედიანად, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, _ თქვა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ბარამიძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ შეკრებილ ქალბატონებს სთხოვა, ესაუბრათ კონკრეტულად, რაზე მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომ შემდეგისთვის, ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობების ფარგლებში, ისევ განისაზღვროს თანხის რაოდენობა. რაზეც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ ისაუბრა.

„პროგრამის მიზანია ძუძუს კიბოთი ნაოპერაციევი ქალების შემდგომი რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ფსიქოლოგის ჩართვას, ხელის ფიზიკურ ვარჯიშებს. გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, პაციენტებისთვის აუცილებელია, ყოველწლიურად გავიკეთოთ ძვირადღირებული გამოკვლევები _ ექოსკოპიები, მარკერები, სისხლის ანალიზები, ტომოგრაფიები და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იანვარში, როცა მუნიციპალიტეტისგან მივიღებთ თანხას, ქალბატონები მიგვყავს ზუგდიდში გამოკვლევებზე, ეს არის, დაახლოებით, 7 ექოსკოპია და სისხლის ამდენივე ანალიზი. აქედან ერთი კვირის განმავლობაში გადავდივართ თბილისში, სადაც ქალბატონებს უტარდებათ ტომოგრაფიული კვლევები, დაწყებული თავის ტვინიდან დამთავრებული მუცლის ღრუს ტომოგრაფიით და მარკერები. ვუყრით თავს ყველა ანალიზს და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ექიმთან. _ ეს წელიწადში ერთხელ თითოეულმა ქალბატონმა უნდა გაიკეთოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებში თითქმის არ იყო ქალბატონი, რომელსაც ტომოგრაფიული კვლევა ჰქონდა გაკეთებული, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა და დამერწმუნეთ, თქვენ მიერ გამოყოფილი თანხა ამ ყველაფრისთვის არც თუ ისე ბევრია,_ კვირკველია შეეცადა,  დაერწმუნებინა  თანხის გამოყოფის აუცილებლობაში  მუნიციპალიტეტის პირველი პირები, რომლებიც, ასევე, დაინტერესდნენ, რამდენმა ჩოხატაურელმა ქალბატონმა გაიკეთა აღნიშნული კვლევა და ეხებოდა თუ არა ეს სიკეთე კლუბში გაწევრიანებულ ყველა ქალბატონს, თუ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. ელიტა სარგებლობდა სერვისით.

_ ვიღაცისთვის 12 000 ლარი, შეიძლება იყოს ცოტა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრია და მომავალი წლისთვის, როცა თანხის კვლავ გამოყოფაზე იქნება საუბარი, უნდა გვქონდეს არგუმენტები. ადგილობრივი შემოსავალი როცა არ გვაქვს, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის ეფექტურობას ვხედავდეთ, ჯერ ჩვენ და მერე ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს საკითხის გაშლის  შესაძლებლობა. ამ კლუბის მიღმა, მაშინ, როცა კლუბი საერთოდ არ არსებობდა, აქ მყოფთა უმრავლესობას ჩვენ დანახმარები ვართ სხვადასხვა პაკეტით. კარგია, რომ ქალბატონებს სთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კლუბი არ იყოს ჩაკეტილი და არ არსებობდეს, მხოლოდ ვიწრო წრისთვის, ე.წ. ელიტისთვის... არ გეგონოთ, ამ 12 000 ლარს მივსტიროდეთ, მომავალში საქმის ეფექტურობა ხარჯვის სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენაც ინფორმირებული არიან ქალბატონები, ცნობილია თუ არა მათთვის თქვენი არსებობა...

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არ არის ჩაკეტილი კლუბი, კლუბი ღიაა ყველასთვის. დამერწმუნეთ, ყველა ქალბატონი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც შემოგვიერთდება, ჩართული იქნება ჩვენს პროგრამაში. რაც შეეხება კლუბის ცნობადობას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია, როდესაც შეხვედრები გვაქვს, თითოეულ ქალბატონს მიაქვს ინფორმაცია თავის ტერიტორიულ ერთეულში. უფასოა გაწევრიანება და არანაირი შერჩევის კრიტერიუმი კლუბში გაერთიანების არ არსებობს გარდა ერთისა _ ქალბატონი უნდა იყოს ნაოპერაციევი ან ემზადებოდეს ოპერაციისთვის. დღესაც შევხვდით სოფლის ექიმებს, მათი დახმარებითაც ვავრცელებთ ინფორმაციას კლუბის არსებობის შესახებ და თუ თქვენც დაგვეხმარებით, ვიქნებით ძალიან მადლობელი. რაც შეეხება ხარჯთეფექტურობას, გეთანხმებით, უფასო არაფერი არ არის და კარგად გვესმის თქვენი კითხვაც _ რამდენმა ქალბატონმა ისარგებლა, თუნდაც იმ 12000-ით. ყველა ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლუბშია, ყოველწლიურად ესაჭიროება კვლევები, რადგან დაავადებას, სამწუხაროდ, ახასიათებს რეციდივი, მეორადი კერის წარმოქმნა და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაა აუცილებელი ქალბატონებმა წელიწადში ერთხელ გაიარონ ეს კვლევები. კლინიკაში, სადაც ქალბატონები მიგვყავს, ჩვენთვის სპეციალური ფასებია და ძალიან განსხვავდება სხვა, „გარედან“ შესული პაციენტისთვის იმავე კვლევის ფასისგან. ამდენად უფრო მეტ ადამიანზე ნაწილდება თანხა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ ქალბატონებისთვის გამოყოფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალბატონებისთვის, რადგან კვლევების დროს აღმოჩენილი რეციდივის შემთხვევაში, გაცილებით ადრე ვტეხთ განგაშს, ვიდრე ქალბატონი რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, კლუბი თქვენი დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, _ თქვა თინათინ ბერუჩაშვილმა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელებს იმ საქმიანობისთვის, რასაც კლუბი ძუძუს კიბოთი ნაოპარაციევი ქალბატონებისთვის აკეთებს.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ დღეს აქ მობრძანდით; მადლობა მინდა გითხრათ იმ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, რასაც კლუბში მყოფი ქალბატონები კლუბისგან იღებენ. გარკვეული რაოდენობა ქალბატონებისა გაწევრიანებულია კლუბში, ვხედავ ახალ სახეებსაც. ჩვენს საკრებულოს კლუბთან ურთიერთობის კარგი მაგალითი გვაქვს დასაწყისიდანვე. თავდაპირველად ამისთვის გამოყოფილი გვქონდა 7000 ლარი, მაგრამ შემდეგ მერთან მოლაპარაკებით, გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი რაიმე თანხას მოვიძებდით, შევავსებდით 12000 ლარამდე. დღესაც, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე, აუცილებელია, საკრებულოს სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში, რომ ჩვენი კოლეგებისთვისაც უფრო თვალნათელი გახდეს კლუბისთვის ამ, როგორც ვთქვით, ვისთვის ცოტა და ვისთვის ბევრი 12 000 ლარის გამოყოფა, თუმცა გეტყვით, რომ საკრებულო ამაში ერთსულოვანია და თანხის მომატებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. არ არის თქვენი საქმიანობა მარტივი, მაგრამ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის თქვენთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ _ ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls