გამოკითხვა: რომელია ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ახალმა მთავრობამ პირველ რიგში უნდა მოაგვაროს?

საზოგადოება

გამოკითხვა: რომელია ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ახალმა მთავრობამ პირველ რიგში უნდა მოაგვაროს?

2018 ივლ 10 15:05:13

ზაირა კაკაბაძე, ოზურგეთი:

_ სამუშაო ადგილები შექმნას.

მერი ხურციძე, ოზურგეთი:

_ დაასაქმოს ხალხი, ბანკების თარეში აღკვეთოს.

ლევან ცერცვაძე, ოზურგეთი:

_ სამუშაო მისცეს ამ გამწარებულ ხალხს.

მარიკა კაკაბაძე, ოზურგეთი:

_ დასაქმებაა მთავარი _ თურქეთში დარბის ხალხი სამუშაოდ.

დიტო ხურციძე, ოზურგეთი:

_ ამ ბანკების უსაშველო პროცენტებს მოუხერხონ რამე. იძახიან, მივხედავთო და შედეგი არ ჩანს.

ვალოდია  შათირიშვილი, ოზურგეთი:

_ ბანკებმა  რომ შესანსლეს ქვეყანა, როდის მიხედავენ?

მაყვალა ბერიძე, ოზურგეთი:

_  სამუშაო ადგილები უნდა ხალხს. ვერ გაიგეს ვითომ ამდენ ხანს?!

ნუნუ მექვაბიშვილი, ოზურგეთი:

_ სოციალური პრობლემები მოაგვარონ. ხალხი საცოდავ დღეშია.

სალომე სალუქვაძე, ოზურგეთი:

_ ბანკებს მიხედონ. ხალხი უკიდურესად გაღარიბდა.

ვაჟა ჯინჭარაძე, ოზურგეთი:

_ სამართლიანობა უნდა აღადგინონ და ეშველება ყველაფერს.

იაშა ქარჩავა, ოზურგეთი:

_ სამუშაო მისცენ საწყალ კაცს.

ნაილი მარგველანი, ოზურგეთი:

_ ერთმანეთს  მიეხმარონ მთავრობა  და ხალხი და ყველაფერი მოგვარდება.

ოთარ ლომჯარია, ოზურგეთი:

_ სამუშაო ადგილები შექმნან. რაიმე ახალს ვითხოვთ?

დარიკო მალაზონია, ოზურგეთი:

_ დაასაქმონ ეს ხალხი. ამდენი წელი ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა და ახლა რას იზამენ?

ალექსანდრე ქავთარაძე, ოზურგეთი:

_ სამუშაო ადგილების შექმნაა მთავარი და მძარცველი ბანკები აღარ დასჭირდება ხალხს.

თინა  მექვაბიშვილი, ოზურგეთი: 

_ გზები მოგვიწესრიგონ.

ია ხურციძე, ოზურგეთი:  

_ სასწრაფოდ დასაქმება.

ნუნუ ჯაველიძე, ოზურგეთი:

_ უმუშევრობას  მიხედონ,  მაგრამ მტერი არაა მეტი!

დათო მუხაშავრია, ოზურგეთი:

_ არ ვიცი. რაც უნდათ, ის ქნან.

შორენა ზარდიაშვილი, ლანჩხუთი:

_ უმუშევრობის და მძიმე სოციალური  ფონის პრობლემაა მოსაგვარებელი.

მარიკა მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთი:

_  უმუშევრობის პრობლემა უნდა გადაჭრან.

ენვერ კაზიაშვილი, ლანჩხუთი:

_ დასაქმების პრობლემაა მოსაგვარებელი.

ზაურ სამსონაძე, ლანჩხუთი:1

_ სიღარიბეა ყველაზე დიდი პრობლემა.




 ახალი ამბები
  • ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები დაიწყებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვინ შემოემატება მმართველ პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის განახლება აუცილებელია. „აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებს სათანადო დროს,  ქართული საზოგადოება იხილავს. ბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა სათანადოდ იმუშაოს. ხარვეზსა და ჩამორჩენას ჩარევა სჭირდება“, _ აღნიშნა ... ...
  • „ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“_ ოპოზიცია აქციის ჩასატარებლად ემზადება“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე  „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარის თქმის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებს და აქციის ჩატარების ადგილმდებარეობას თავად განსაზღვრავს. „თელავის ცენტრალური ხელისუფლების სურს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს მშვიდობიანი აქცია, როლის ჩატარებას ოპოზიცია თელავში გეგმავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლის მიხედვით ვიმოქმედებთ. აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე და საჭიროებაზე, რომელსაც გარემოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ქარდავამ.   _ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქცია „ძალა ერთობაშიას“ მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?_ ქარდავა გვპასუხობს, რომ აღნიშნულის პროვოცირებას  საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს. „ქართული ოცნებას“ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ აქტივისტები. „გაერთიანებულ ოპოზიციას“  მომხრეები გვყავს. არ ვისურვებ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს და ამის პროვოცირებას ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყოს. მათთვის იქნება საზიანო თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ“, _ აღნიშნა ქარდავამ.  16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციას ... ...
  • ახალი ტიპის საგადასახადო წნეხი საზოგადოებას _ ეკონომისტები გადასახადების ზრდას პროგნოზირებენ იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 40 წლამდე დასაქმებული პირი ვალდებული იქნება, საპენსიო ანგარიშზე ხელფასის 2% გადარიცხოს. ამასთან, ამავე ანგარიშზე სახელმწიფოსა და დამსაქმებელს ორ-ორი პროცენტის შეტანა დაევალებათ. ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვა 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისა და თვითდასაქმებულებისათვის ნებაყოფლობითი იქნება. ეკონომიკის ექსპერტები კანონის არაეფექტურობაზე საუბრობენ. „ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ რეფორმის გახორციელება ძალიან დიდი რისკის შემცველია. უნგრეთსა და პოლონეთში, სადაც აღნიშნული რეფორმა გახორციელდა, ხელისუფლება საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა და საპენსიო ფონდის რესურსები დანაკარგის შესავსებად გამოიყენა. ხალხმა ერთ ქვეყანაში, 100%-ით იზარალა, ხოლო მეორეში_50%-ით“, _ აღნიშნავს  „გურია ნიუსთან“ ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი. მისივე თქმით, არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული ქვეყნების  ანალოგიურად მოიქცეს და საბიუჯეტო დანაკარგის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის თანხები ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენოს.  „საქართველოს ხელისუფლება და აღმასრულებელი ორგანოები ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვით არ გამოირჩევიან, ამიტომ რისკი იმისა, რომ ერთ დღეს მოსახლეობამ საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხები იზარალოს, ძალიან მაღალია. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხალხი ფულს არ აგროვებს, არამედ ის, რომ საზოგადოებას დასაგროვებელი ფული არ გააჩნია. ამ რეფორმის გახორციელება, ფაქტობრივად, ადამიანებისთვის ახალი ტიპის საგადასახადო წნეხის გაჩენას ნიშნავს, რაც რეალურად გადასახადების ზრდას გამოიწვევს. გაცილებით დიდ ეფექტს მივიღებდით, ხელისუფლებას ამ 6%-ით საშემოსავლო გადასახადები რომ შეემცირებინა“, _ აღნიშნავს ყიფიანი. კითხვაზე, იმ რისკების ფონზე, რომელიც საპენსიო სისტემის ამოქმედებას ახლავს თან,  რატომ მიიღო  ხელისუფლებამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება?_  ყიფიანი გვპასუხობს, რომ  ხელისუფლებას კაპიტალური ბაზრის განვითარება სურს, რაც  არც თუ ისე რეალური მოლოდინია. _ ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ხელისუფლება აღნიშნულ რეფორმას ახორციელებს არის კაპიტალური ბაზრის შექმნა, მაგრამ ქვეყანაში კაპიტალური ბაზარი იმიტომ კი არ ვითარდება, რომ მსგავსი ტიპის  საპენსიო ფონდი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გადახდის უუნაროა, ამიტომ ხელისუფლების მოლოდინები ... ...
  • რა უამბო პროკურატურას და ვის კვალს ხედავს ოპოზიცია პირადობის მოწმობების საქმეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერებმა  პრესკონფერენცია გამართეს, რომლის  მთავარი სასაუბრო თემა გარდაცვლილი მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გახლდათ. პრესკონფერენციის მთავარი მასპინძელი პროკურატურის მიერ  გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიების საქმის მთავარი ფიგურანტი კახა ასკურავა იყო. “თემაზე, რომელმაც ლამის ყველა ცენტრალური ტელევიზია მოიარა, თქვენთან არ მისაუბრია დღემდე და ამიტომ გადავწყვიტე, შეგხვედროდით. ვფიქრობ და იცით, თუ მე აქამდე რაიმე სიცრუე ან უკადრებელი  მიკადრებია. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ,  ჩემი პრინციპი იყოს სიმართლე და გულწრფელობა. ორ  დეკემბერს, დილით, თბილისში აქციაზე წასვლას ვაპირებდით და „ლიბერთის“ ბანკომატიდან გარკვეული თანხა გამოვიტანე,  მარკეტში სიგარეტი შევიძინე და შემდეგ  ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძველი სასტუმროს შენობის სარდაფში შევედი, სადაც მიწაზე დაგდებული რაღაც ნივთი შევნიშნე. ვნახე, რომ პირადობის მოწმობები იყო და ჩემთან ერთად მყოფ პირებს, ანდრო ნიკოლაიშვილს და გივი ცინცაძეს დავუძახე. სამივე დავბრუნდით იმ ადგილზე და ნათლად დავრწმუნდით, რომ რამდენიმე პირადობის მოწმობა იყო, თან ეტყობოდა ახალდაყრილი იყო,  რამეთუ სინესტისგან შელახული არ ჩანდა. რადგან დრო ცოტა გვქონდა, მყისვე შევედით ოფისში, დავასურათეთ ეს პირადობები, ავტვირთეთ ფეისბუქზე და პირდაპირ თბილისკენ გავუყევით გზას. ზუსტად ეს მოვუყევი პროკურატურას, მაგრამ რატომღაც დღემდე არავინ დაინტერესებულა ანდროსთვის და გივისთვის რაიმე ეკითხა. სამაგიეროდ, საქმე სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს და არნახულ სიბინძურეში გახვიეს სულ სხვა ადამიანები.  იმ მომენტში ჩვენ არ ვიცოდით,  ეს პირადობები  თუ გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნოდათ. ეს შემდეგ, დღის ბოლოს რომ შევისწავლეთ, მაშინ გავიგეთ და  ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ეს  რომ მცოდნოდა, ამ პირადობებს სოციალურ ქსელში არ ავტვირთავდი, თუმცა, ამ საქმეს მსვლელობას  მაინც მივცემდი. უბრალოდ, ვალდებულიც ვიყავი, როგორც ქვეყნის კეთილსინდისიერი მოქალაქე. მესმის, რომ ოჯახის წევრებისთვის გარკვეული უხერხულობის მომენტი შექმნა გარდაცვლილი ადამიანების ხსენებამ ასეთ კონტექსტში, მაგრამ რა უნდოდა ამ ადამიანების პირადობებს სანაგვეზე? ამაზე რატომ არავინ გაამახვილა ყურადღება? მე მამაჩემის პირადობა ვიცი, სადაც არის _ სახლში მაქვს შენახული და ხვალ რომ ის სანაგვეზე ვიხილო, ბუნებრივია, აღვშფოთდები და კატეგორიულად მოვითხოვ საქმის გამოძიებას. რა თქმა უნდა, ახლაც მოვითხოვ, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოიძიონ და ამით, უპირველესად, თავად ვარ დაინტერესებული“, _  დასძინა ასკურავამ.  ამის შემდეგ უკვე საკმაოდ სკანდალურად განვითარებულ მოვლენებზე გაგრძელდა საუბარი, რომელიც საზოგადოების ნაწილში  საკმაო  ეჭვს იწვევს. ასკურავასთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საქმეში გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის,  ქეთევან ნაკაშიძის გარევა. „ბევრი რამ გამკვირვებია ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რომ ქალბატონი ქეთევანი ლამის მთავარ ბრალდებულად დასახელდა. გულწრფელად ვიტყვი, ბევრი ვინერვიულე კიდეც, ამ პატივსაცემ ქალბატონს  რამე არ მოსვლოდა. თავად გაზეთის რედაქციის შენობაში არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი, თავად ქალბატონი ქეთევანი, თუ არ ვცდები, ზაფხულში ქუჩაში შემხვდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ და ეგ იყო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ „ცანცუა“, რომელიც ერთი წელია ლანჩხუთში არ გამოჩენილა, ვიღაცას ისევ დასჭირდა, მაშინ, როცა ამ ხელისუფლებამ ჯერ პროკურატურაში შეიტანა საქმე მის წინააღმდეგ და ესეც რომ არა, ნუგზარ ცინცაძეს ისედაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის სისხლის სამართლის, მაგრამ დასაჯა ვინმემ? თუნდაც თავის დროზე ჩვენი ოფისის რკინის კარის შედუღება გავიხსენოთ, სადაც მან სხვისი ქონება დააზიანა, მაგრამ მისი ქების გარდა, არაფერი გაგვიგია.  ჰოდა, ფაქტია, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს ადამიანი და კიდევ ერთი „დავალება“ მან პირნათლად შეასრულა კიდეც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემა იმ ადამიანებმა მოამზადეს, ვინაც გურიას რეალურად მართავენ“, _  ამბობს ლანჩხუთელ ნაციონალთა ლიდერი. ცნობისთვის, პროკურატურამ  გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე შვიდ დეკემბერს  გამოკითხვა გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. პროკურატურა ქეთევან ნაკაშიძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ტელეიმედის ეთერში ინფორმაცია გაჟღერდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავასა და ქეთევან ნაკაშიძეს  შორის გარიგება შედგა და რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ასკურავას მის ხელთ არსებული  გარდაცვლილ პირთა  პირადობის მოწმობები გადასცა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლანჩხუთელი წევრი ლელა ჩახვაძე კი პირადობების საქმეში სუს-ის ხელს ხედავს.  „ფაქტია, რომ, ზოგადად, პირადობების საქმემ ხელისუფლება ისე გააღიზიანა, ლამისაა ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ ხმების რაღაც მანიპულირება მართლაც მოხდა.  ასკურავაზეც ამიტომ წამოვიდა ასეთი აგრესია. რამდენიმე დღე ქუთაისში გახლდით და არც კი ვიცოდი, აქ რა ხდებოდა. ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც „იმედის“ სიუჟეტამდე ორი დღით ადრე, როცა საკრებულოს თავმჯდომარესთან ვიმყოფებოდი, იქ მოვიდა პიროვნება, რომელმაც თქვა: ნახეთ ასკურავას რა ელის, თაროზე დევს ერთი ძველი საქმე, რისთვისაც დაიჭერენო. ფაქტია, რომ, რაც მოხდა, ეს სუს-ის ხელწერას წააგავს, ოღონდ არა ადგილობრივ დონეზე მოფიქრებულს“,_ ასკვნის ჩახვაძე. როგორც ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა გივი ცინცაძემ აღნიშნა, ნანახი პირადობების მიმართ გარკვეული ეჭვები მას შემდეგ  გაუჩნდა,  რაც შეისწავლა რამდენიმე ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთი და იმავე პერიოდში გაცემულ მოწმობებს პასუხისმგებელი გამცემი პირის სხვადასხვა ხელწერა ამშვენებს _ „ერთ მოწმობაზე ფიქსირდება ქუჩის ნომერი, რომელიც რეალურად არ არსებობს, ხოლო ერთი ქალბატონის პირადობაში  ქალიშვილობის გვარი წერია, როცა ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ იგი მეუღლის გვარზე იყო და პირადობაც ამ გვარზე ჰქონდა“. მოკლედ, ოპოზიცია პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეეცადა დამტკიცებას, რომ საარჩევნო პროცესზე მანიპულაციის შემთხვევები არსებობს და თან არაერთი. საბოლოოდ კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა უნდოდა ამ დოკუმენტებს სანაგვეზე, ან თუნდაც მიტოვებულ ოთახებში, სადაც ადრე მმაჩის ბიურო ფუნქციონირებდა, ან რატომ არ იყო დაიარლიყებული ეს მოწმობები და რაც ყველაზე მთავარია, ჰქონდა თუ არა ადგილი არჩევნებში გარდაცვლილთა პირადობის მოწმობების ... ...
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...