იციან თუ არა გურულებმა ვინ არის გურიის გუბერნატორი და რა სმენიათ მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე

საზოგადოება

იციან თუ არა გურულებმა ვინ არის გურიის გუბერნატორი და რა სმენიათ მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე

2019 სექ 23 11:41:07

"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება.

უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

მანამ, სანამ ცნობილი გახდება ვინ და როგორ შეასრულა პრემიერის დავალება, "გურია ნიუსმა" გადაწყვიტა გაეგო, რა იციან გურულება გუბერნატორის საქმიანობის შესახებ.

კითხვაზე _ იცით თუ არა ვინაა გურიის გუბერნატორი და რა გსმენიათ მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, უმრავლესობამ გვიპასუხა, რომ გურიის გუბერნატორის არც ვინაობა იციან და არც მის მიერ გაკეთებული საქმეები.  

 ლია ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_  გუბერნატორი ნასარაიაა და ხშირადაც მინახია ლანჩხუთში.

ლერი ჯანაშია, ლანჩხუთი:

_ ნასარაიაა, თუ არ ვცდები და როგორც ამბობენ, ნორმალური პიროვნებაა.

მამუკა ვაჩეიშვილი,  ჩოხატაური:

_ არა, არ ვიცი.

თალიკო დარსალია, ჩოხატაური:

_ არ ვიცი. არაფერი მსმენია მასზე.

სოფო კეკელიძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი.

ალექსანდრე ცინცაძე, ჩოხატაური:

_ მეგრული გვარი აქვს. როგორ დამავიწყდა?! გამახსენდება... ხო, ნასარაიაა. რაც შეეხება მის გაკეთებულ საქმეებს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მსმენია.

თამაზ ბაზიარი, ჩოხატაური:

_ ჭანუყვაძე,... არა, ჭანუყვაძე მერე შეიცვალა და ახლანდელის გვარი არ მახსოვს. მგონი, მეგრული გვარი აქვს.

ლალი ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:

_ არც გვარი მახსენდება ამ ეტაპზე და არც სახელი.  მერიის საქმიანობაზე კი ვიცი, მაგრამ გუბერნიის და გუბერნატორის ნამდვილად არა.

ნოდარ მოზაშვილი, ჩოხატაური:

_ არ ვიცი, არ მსმენია.

მარინა ლოკიანი, ოზურგეთი:

_ ზურაბ ნასარაია. აქებენ, კარგი გამიგია. პირადად არ ვიცნობ.

გოჩა ლომჯარია, ოზურგეთი:

_  არ ვიცი, ვინ არის, არაფერზე დამჭირვებია.

ვალერი მამინაშვილი, ოზურგეთი:

_ თუ რამ კარგი სიტყვა არსებობს, მემეტება. ანასეულის სკოლაში ვმუშაობ და არაერთხელ მქონდა შეხება. კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, განათლებული კაცია. მხოლოდ კარგი გამიგია  მის შესახებ.

ეკა ნიაზაშვილი, ოზურგეთი:

_ ვიცი, კარგი გამიგია მასზე. ისე  არ ვიცნობ.

ილია მალაზონია, ოზურგეთი:

_  ვერ ვიხსენებ ვერც სახელს და ვერც საქმეს.

თამთა დუმბაძე, ოზურგეთი:

_ გუბერნატორი ზურა ნასარაიაა. საქმიანობის შესახებ რა გიპასუხოთ? ისე სურათებს კი ვხედავ ფეისბუქზე.

თეა ურუშაძე, ოზურგეთი:

_ ზურაბ ნასარაია. საქმიანობას, რაც შეეხება არ ვიცი დიდად.

ნოდარ სადრაძე, ოზურგეთი:

_ არ ვიცი. არ ვარ პოლიტიკოსების სახელი და გვარით დაინტერესებული.




 ახალი ამბები
  • სკოლებს სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის დაფინანსება შეეცვალათ საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები. ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი; ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი; გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი; დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი; ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი; ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“; ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ... ...
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში, 40-დან 40 ქულა, ფიზიკაში, 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 20-დან 20 ქულა. _მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუკგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი. გიორგი მეგრელიძეს „გურია ნიუსი“   დაუკავშირდა: _მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში შედგება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...
  • დავით მჟავანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესენმ-ს ოზურგეთელი  ლიდერი დავით მჟავანაძე და მასთან ერთად 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?