,,განათლების სისტემაში, უფრო მეტად კი სათავეში, ძალიან ბევრი ტიტე ნატუტარი გვყავს“ _ ზინა გაბიჩვაძე

საზოგადოება

,,განათლების სისტემაში, უფრო მეტად კი სათავეში, ძალიან ბევრი ტიტე ნატუტარი გვყავს“ _ ზინა გაბიჩვაძე

25 მარ. 2018, 09:50:20

დღეს საგანმანათლებლო  სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს. სკოლა და უნივერსიტეტი ვერ ახერხებს ახალგაზრდა სათანადო ცოდნით აღჭურვოს და ხშირ შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიღებული განათლება შრომით ბაზართან არსებულ სტანდარტებს ვერ პასუხობს, შესაბამისად, საქართველოში საკუთარი პროფესიით მომუშავე ახალგაზრდების რაოდენობა  საკმაოდ დაბალია. რა გამოწვევის წინაშე დგას განათლების სისტემა  და როგორ უნდა  შემცირეს ახალგაზრდებს შორის ბულინგის პრობლემა? _განათლების სისტამაში არსებულ გამოწვევებზე და ახალ საგანმანათლებლო რეფორმებზე  ,,გურია ნიუსი“ ფილოლოგ ზინა გაბიჩვაძეს ესაუბრა.

_ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბაკალავრის პროგრამის რამდენიმე მიმართულებაზე სწავლის ხანგრძლივობა 4- დან 3 წლამდე, მაგისტრატურის კი _ 1 წლამდე მცირდება. როგორ აფასებთ საკონონდებლო ინიციატივას?

_ ამ გადაწყვეტილებას აქვს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეც, მაგრამ სანამ კანონი არ დაიწერება, სანამ არ გვეცოდინება, რომელ პროგრამებზეა საუბარი, მანამდე კონკრეტული საუბარი რთულია და არასერიოზულიც.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ეს კანონი იქმნება, უმაღლესი სასწავლებლების ზედმეტად გაბერილი რაოდენობაა. სავარაუდოდ, სურთ ბევრი „უმაღლესი სასწავლებლისგან“ გათავისუფლება, რადგან ყველა უნივერსიტეტი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და, თავისთავად, განთლების ორბიტიდან უნდა გაქრეს, მაგრამ გაქრება?

ასეთი რადიკალური ცვლილების გახორციელებისას აუცილებელია კონკრეტული პროგრამების სპეციალისტებთან კონსულტაციები. ოღონდ არა ისე, „ცისფერ მთებში“ ვაჟა ზაზაევიჩი რომ მოითხოვს სოსოსაგან ალაგ-ალაგ წამიკითხე ძირითადი მომენტებიო, საჭიროა, შერჩეული პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კანონის განხილვაში.

ისე, მაინც მგონია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მატარებელს ჰგავს, რომელიც თავისივე სურვილით ვაგონების გარეშე რჩება და დეპოში შედის, ოღონდ იქ უკვე აღარავინ ეყოლება, რომ უთხრას _ „დეპოში ხარ!“

_ შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში დანაშაულის შესამცირებლად მანდატურს უფლებამოსილებები უფართოვდება. როგორ ფიქრობთ,  უფლებამოსილების გაზრდა იქონიებს გავლენას ახალგაზრდებს შორის მომხდარ დანაშაულთა შემცირებაზე?

_ ახლა თქვენ დაგისვამთ კითხვას _  ქვეყანაში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის განყოფილებები, გვყავს ათასობით პოლიციელი _  მინიჭებული და მიუნიჭებელი უფლებებით და მაინტერესებს, დანაშაული არ ხდება?

მანდატურთა რაოდენობისა და უფლებამოსილების გაზრდა კი არ შეამცირებს სკოლაში დანაშაულს, არამედ _ საზოგადოების მენტალური ცვლილება. დანაშაული, უმეტესწილად, სკოლის გარეთ ხდება, სადაც მანდატური არ არის. სანამ დანაშაულის დაფარვა კარგ ტონად და ვაჟკაცობად ჩაითვლება, არც მანდატურთა რაოდენობის და არც მათი უფლებამოსილების გაზრდა ვერ შეამცირებს დანაშაულს სკოლის მოსწავლეებში.

_ ქალბატონო ზინა, დღეს მოზარდებში ერთმანეთის ჩაგვრა ურთიერთობის ჩამოყალიბების ფორმად არის ქცეული.  როგორ ფიქრობთ, რა გადაჭრის ახალგაზრდებში  ბულინგის პრობლემას?

_ თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალადობა, ჩაგვრა ყოველთვის იყო, არის და იქნება მანამ, სანამ ჩვენ მართლა არ მოვინდომებთ, რომ მისგან გავთავისუფლდეთ. სანამ ჩვენ, უფროსები, არ გავაცნობიერებთ, რომ ძალადობა საშინელებაა, მხოლოდ სიტყვებით, აქციებით, ხშირ შემთხვევაში, „ნიანგის ცრემლებით“ ვერ დავამარცხებთ მას. უმეტეს შემთხვევაში, ძალადობა ოჯახიდან მოდის. საშინელებაა, როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის თვითმხილველი და უფრო საშინელებაა, როდესც თავადაა მსხვერპლი, მოძალადე კი შეიძლება იყოს დედა ან მამა, ბებია ან ბაბუა.

გუშინ ტრანსპორტში დედა შვილს ეუბნებოდა _ კარგად დაიმახსოვრე, სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც გეტყვი, ზუსტად ისე გააკეთებ, თორემ სასტიკად დაისჯებიო და მერე რამდენჯერმე ძალიან მკაცრად გაუმეორა _ „ გაიგე, რასაც გეუბნები?!“ და შვილმა, დაახლოებით, 5-6 წლის სიფრიფანა გოგონამ, დიახო უპასუხა. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რის გამო იყო გაბრაზებული დედა და რატომ დაემუქრა ბავშვს ასე. ბავშვს, რომელიც, სახლში მისული, თოჯინებს დასჯის მკაცრად, მერე პატარა ძმას ან დას, მერე მასზე სუსტ ბავშვს და ასე შემდეგ...

განა, ამ ქალბატონს შვილი არ უყვარდა, დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვარს და ვერავინ ასწავლის შვილის სიყვარულს, ვერც ვერავინ დაარწმუნებს (მე ვერ შევძელი), რომ იმ დროს ის მოძალადე იყო და ძალმომრეობის მცირე მარცვალი ჩააგდო პატარაში, რომელიც ან მოახერხებს მის ჩაკვლას, ან ვერა...

ძალადობა ყველა ჩვენგანში იყო ან კიდევ არის, ოღონდ სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით ვლინდება და თუ მართლა გვინდა „დავამარცხოთ“, საჭიროა, უფრო მეტი ვილაპარაკოთ ამაზე, ვუთხრათ და გავაგებინოთ მოზარდებს, რომ ილაპარაკონ, „იყვირონ“ და არ შეეშინდეთ, რომ დასცინებენ თუ მსხვერპლია და არც იმის შეეშინდეთ, რომ გაკიცხავენ და გარიყავენ თუ მოძალადეა და აღარ უნდა ასე ცხოვრება. გავაგებინოთ, რომ ყველაზე დიდი ძალა მათშია და რომ ისინი თავად მართავენ თავიანთ ცხოვრებას და რომ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის გარეშე ამ ქვეყნად ყველაფერი აზრს კარგავს.

_ სახლემწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს ერთთვიანი წრთვნა უნდა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორად მეტყველება შეძლონ. როგორ აფასებთ ინიცატივას და როგორ ფიქრობთ, პრობლემა რაში მდგომარეობს _ ჟურნალისტები არასწორად რომ ეუფლებიან საკუთარ პროფესიას თუ ჟურნალისტებად სხვა პროფესიის ადამიანები რომ მუშაობენ?

_ ამ სპეციალობაზე სწავლა სამწლიანი რომ გახდება, მერე კი ერთწლიან „ტრენინგებს“ ჩავუტარებთ,  აი, მაშინ ეშველებათ. ახალ სერიოზულად, ჟურნალისტებმა, და არა მარტო მათ, უნდა იცოდნენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას სჭირდება მოფრთხილება. ენას ბარბარიზმი იმდენად ვერ გაანადგურებს, რამდენადაც სტრუქტურული ცვლილებები. ერთი შეხედვით, ეს ძნელად შესამჩნევი მოვლენა ქართული ენისათვის ძალზე საშიში მტერია. რა მოხდება, რომ თქვან _ მოხდა და არა ადგილი ჰქონდა, შეხვედრა გაიმართა და არა შედგა. ხომ შეიძლება დაიმახსოვრონ, რომ დროს მანძილი, უბრალოდ, არ გააჩნია და თქვან _ არა სამი დღის მანძილზე, არამედ სამი დღის განმავლობაში... უამრავი ასეთი შეცდომა გვხვდება მედიასივრცეში.

ჟურნალისტებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია, რომ ტექსტი გამართული ქართულით გადმოსცენ, მიზეზი კი ლექსიკის ნაკლებობაა. თანამედროვე ქართული მედიის ენა არაბუნებრივი, გაუმართავი და ღარიბია. ვეღარ ვითარდება, რადგან დღეს სტატიის,ინფორმაციის, რეპორტაჟის ენა ერთგვაროვანი და აღრეულია.

ყველაფრის მიზეზი?

დავიწყოთ იმით, რომ საჯარო სკოლებში თითქმის აღარ ისწავლება გრამატიკა ან ბავშვებს ძალიან დაბალი დონის განათლებას აძლევენ. პრაქტიკულად, სკოლადამთავრებულთა დიდი ნაწილის გრამატიკის ცოდნის დონე აშკარად არადამაკმაყოფილებელია. უნივერსიტეტებს ამის გარკვეული კომპენსირება უწევთ და ეს წარმატებით ყოველთვის ვერ ხერხდება. როდესაც პირველკურსელმა სტუდენტმა არ იცის, რამდენი ბრუნვა გვაქვს ქართულში, რთულია მას სინტაქსურ კონსტრუქციებზე ესაუბრო. ყველა უნივერსიტეტში არ ისწავლება ან მხოლოდ ერთი სემესტრი გადიან ქართულ ენას, რაც, როგორც ვხედავთ, არ არის საკმარისი. გრამატიკული წესების უცოდინარობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია, მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ გულსატკენია ჩვენი მედიის დაბალი დონის პროფესიონალიზმი. თუ არ იცი, სირცხვილი არ არის, ვინმეს ჰკითხო ან, უბრალოდ, ჩაიხედო ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონში, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს.

ნუ შერცხვებათ ამ ლექსიკონში ჩახედვა!

ჟურნალისტი ყველაზე მეტად და ყურადღებით უნდა დაუკვირდეს თავის მშობლიურ ენას, რადგან მას ათასობით მკითხველი და მაყურებელი ჰყავს.

_ როგორ აფასებთ განათლებისა და მეცნიერების ახალი  მინისტრის მიხეილ ჩხენკელისაგანმანათლებლო ხედვებს და, საერთო ჯამში, მის მიერ გატარებულ რეფორმებს?

_ ჯერჯერობით, პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან გადაწყვეტილებების უმეტესობა, რომელთაც სამინისტროში იღებენ, ძირითადად, კონკრეტულ ადამიანთა დამოკიდებულებებსა და ხედვებს ეყრდნობოდა და არა განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზს. ჩვენ კი ვაჟას მთებივით ვდგავართ და ველით, გახსოვთ? _ “უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში... სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას“.

ჩვენც ასე ვართ, ვნახოთ, რა მოხდება. ისე ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს _  “ახალი ცოცხი კარგად გვის“.

_ საქართველოში განათლების სისტემა ყოველთვის დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. რა მიგაჩნიათ ამ სისტამაში არსებულ მთავარ პრობლემად?

_ არც სკოლა და არც უმაღლესი სასწავლებელი თავისუფალი არ არის. სისტემაში, უფრო მეტად კი სათავეში, ძალიან ბევრი ტიტე ნატუტარი გვყავს.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...