"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

საზოგადოება

"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

18 სექ. 2019, 10:33:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრის, მარტოხელა პენსიონერის, შორენა სიმონიშვილის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვწერდით, თუმცა, ის ახლაც გვეუბნება, რომ ჟურნალისტების ყურადღების იქით, მისი პრობლემის მოგვარების გზა არანაირ დადებით შედეგთან არ მისულა და არც ერთხელ არ ახსოვს ხელისუფლების თანადგომა.

ამჯერად მარტოხელა პენსიონერს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის მდგომარეობა აწუხებს, რომელიც მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კალაპოტშეცვლილ მდინარეს ნაწილ-ნაწილ მიაქვს ეზოს მიმდებარე ტერიტორია...

2015 წლის სექტემბრის სტიქიის დროს, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ხეები მოითხარა, პირუტყვის სადგომს დაეცა და დაანგრია. ასევე, ადიდებული მდინარე შეიჭრა მის ეზოში და არა ერთი ხე მოთხარა, წაიღო ბამბუკის ტყის ნაწილი.

მაშინ ჩვენ ვწერდით, რომ შორენა სიმონიშვილი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს, მდინარე ბჟუჟის გასწორხაზოვნების შედეგად, ახალი კალაპოტის მისი ეზოს გასწვრივ გადმოგდებას მიაწერდა. ამბობდა, რომ მის დაუკითხვად მოიყვანეს ბულდოზერები და მამაპაპისეული ქვის ყორე დაანგრიეს, რომელსაც უამრავი წლის განმავლობაში ადიდებულმა ბჟუჟმა ვერაფერი დააკლო.

_ მაშინ ისე დაუწყიათ ეს გასწორხაზოვნება, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ორი საუკუნის წინ მყარად აგებული ქვის ღობე-ყორე ბულდოზერებით დამინგრიეს. რამდენჯერ ადიდებულა ბჟუჟი და ამ ყორეს ვერაფერს უხერხებდა. მარტოხელა ვარ, ოდესმე რაიმე ვთხოვე ვინმეს? აქეთ შემომივარდნენ ეზოში და მაგ გასწორხაზოვნებით მე გამასწორეს მიწასთან, მდინარე კი არა. ახლა აქ დამბა თუ არ გაკეთდა, მიაქვს და მიაქვს წყალს ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ნაწილი, მოადგა უკვე ღობეს. მივედი შემოქმედის გამგებელთან და იქ გოჩა ბურჭულაძემ, თანაშემწემ, პროექტის ჩაშლა დამაბრალა _ ადრე გიკეთებდით და უარი თქვიო. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ _ თურმე, დამბის აგებას ვაფერხებ... ცხელ გულზე კი ვთქვი, რომ მთავრობის ჭიქა წყალიც არ მინდა, არასდროს დამეხმარნენ,-მეთქი, მაგრამ ამისთვის ხომ არ უნდა ჩამიდგნენ კრიჭაში? _ ამბობს შორენა სიმონიშვილი.

ქალბატონ შორენას გასულ წელს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მრავალწლოვანი ბლისა და წაბლის ხეები მოუჭრეს "ენრგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა. მარტოხელა პენსიონერი მაშინ ცხარე ცრემლით ტიროდა. "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ მას მხოლოდ 150 ლარით დახმარება შესთავაზა, რაც სიმონიშვილმა დაცინვად ჩათვალა და ახლა სასამართლოში აპირებს დავის გაგრძელებას.

ამჯერად შორენა სიმონიშვილი საკუთარი საკარმიდამოს გასწვრივ დამცავი ჯებირის გაკეთებას ითხოვს, ემოციებისგან ისევ ტირის და ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უსმენენ.

_ მალე ზამთარი დადგება და წამიღებს ბჟუჟი. კი ხედავთ, შარშანდელს აქეთ, რამდენით არის შემოწეული ახალი კალაპოტი. დამეხმარეთ ყველა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს. ჩემი მეურნეობა მაქვს. ამას წინათ ძროხა ჩამივარდა მაქ, ნაქცევში. ძლივს ამოვიყვანეთ. როცა სანაპირო ჰქონდა მდინარეს, პირუტყვი იქვე ბალახობდა, წყალს სვამდა, მეც ჩავდიოდი. ისე წაიყვანეს საქმე, ახლა ძროხა და ხბო ჩამეხრჩობა აქ და მალე მეც წამიღებს, ალბათ, ჩემი ეზოიანად, _ წუხს მარტოხელა ქალბატონი.

 2015 წლის შემოდგომაზე, როცა სიმონიშვილზე ვწერდით, მაშინდელმა სოფლის გამგებელმა ბესო ლომინაძემ, მისი გასაჭირი მნიშვნელოვნად არ ჩათვალა: "რაღაც სამი ხე მოუთხარა წყალმა, კალაპოტს გასწორხაზოვნება სჭირდებოდა, შემდეგ სტიქიაც მოხდა. მე ნახევარი თხილის ბაღი წამართვა წყალმა, მაგრამ არსად წავსულვარ. ნელ-ნელა აკეთებენ ყველაფერს..." _ თქვა მაშინ ლომინაძემ "გურია ნიუსთან". ახლა ლომინაძე მერის წარმომადგენელი აღარ არის, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთი კი ნელ-ნელა მიაქვს წყალს.

გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელში, გოჩა ბურჭულაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მან იცის სიმონიშვილის პრობლემის შესახებ:

_ ვიცით ამ ქალბატონის გასაჭირის შესახებ. მისთვის აქ ვინმეს ნიშნისმოგებით კი არ უთქვამს რაიმე, უბრალოდ, შევახსენე, რომ 2016 წელს, როცა გაბიონს აკეთებდნენ ბჟუჟის ნაპირის გასწვრივ, მისი ეზოს უკან, მან ნამდვილად უარი თქვა. მე მაშინაც ვმუშაობდი სპეციალისტად და თვითონ ვახლდი იქ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს. ახლა, როცა თხოვნით მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე, რომ ადრე უარი თქვა. რა ატირებს?! მოვიდეს, დავეხმარები...

_ ის მარტოხელაა, ხანდაზმული და ეს შეხსენება მტკივნეულად აღიქვა. ამბობს, წინააღმდეგი არ ყოფილა და ნერვიულობს, შეშინებულია. ფაქტია, მდინარე მისი ეზოს სიღრმეში მოიწევს...

_ ჩვენ მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ მუნიციპალიტეტის მერიასთან. აბა, მეტს რას ვაკეთებთ? წავყვებით, დაწერს განცხადებას. ახლა რომ მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე ძველი ამბავი. არავინ გამოკიდებია მას. შარშანწინ აკეთებდნენ გაბიონს მაქ. თუ დააკვირდით, მისი ეზოს ზემოთ გაკეთებულია სპეციალური დამცავი ჯებირი. ზუსტად ისეთი უნდა გაკეთებულიყო. გადმოვიდა თვითონ უკანა ეზოში და აქ არ გამიკეთოთო, _ თქვა. ჯიბრში არავინ უდგება. არც სანერვიულოა არაფერი. მოვიდეს, დავეხმარებით, _ გვითხრა გოჩა ბურჭულაძემ.

ცხადია ერთი რამ _ შორენა სიმონიშვილის სხვადასხვა სახის გასაჭირის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე მერამდენედ წერს და ის მართლაც გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასდროს ვერაფრით დაეხმარნენ.

"გურია ნიუსი" იმედს იტოვებს, რომ ამჯერად მაინც მიაქცევენ ყურადღებას მარტოხელა პენსიონერს.




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...