„გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“

საზოგადოება

„გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“

2019 ნოე 21 13:04:31

ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება.

როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი.

პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა.

ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე.

გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი:

„დედაჩემის ანგარიშის ნომრები:

GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი

მიმღები - ლია ჩხაიძე

GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი

მიმღები ლია ჩხაიძე

დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692

ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე

AT82 1420 0200 1218 8162

მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის"

თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე:

2 year old beautiful Anita needs our help




 ახალი ამბები
  • ფიქტიური გამოძახება ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ჩოხატაურში ამ დილით სახანძრო მანქანების გადაადგილება შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა. „მოქალაქეს ეგონა ხანძარი და დაგვირეკა. გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა“,_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ... ...
  • მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება იკრძალებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას. „მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური,”_ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...