გიურზამ ორი ადამიანი დაკბინა _ რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ

საზოგადოება

გიურზამ ორი ადამიანი დაკბინა _ რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ

2018 ივლ 20 10:49:46

 შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა გარდაბანში მოხდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა ვითარებაა  საქართველოს დედაქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, თბილისის რომელ უბანში უფრო მეტად ჩნდებიან ისინი, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა თუ ქვეწარმავალს დაინახავს _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ესაუბრა.

როგორც გვითხრეს, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები მაისიდან ივლისის ჩათვლით ხშირია.

„მაისში,  ივნისში და  ივლისში ხშირია გამოძახებები. ჩვენმა მაშველებმა 2017 წლის მარტში _ 3, აპრილში _ 16,მაისში _ 79, ივნისში- 134, ივლისში- 87 და აგვისტოში- 50 გველი დაიჭირეს. რაც შეეხება მიმდინარე წელს,მარტში _ 3, აპრილში _15 და მაისში _ 100.  გასული წლისა და წლევანდელ მაისის მონაცემებში სხვაობაა, თუმცა, ეს ცვლილება საგანგაშო არ არის“,_ ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.

მათივე თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა მოსახლეობის მიერ ქვეწარმავლის შენიშვნის კრწანისში და დიდ დიღომშია, თუმცა, ამ სეზონზე შხამიანი ქვეწარმავლები ჯერ არ აღმოუჩენიათ.

რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის მისი ნაკბენი, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თეიმურაზ კობიძე ესაუბრა.

ტოქსიკოლოგი რჩევას აძლევს მოსახლეობას, თუ როგორ უნდა დაეხმარნონ დაშავებულს საველე პირობებში:

„დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

ნაკბენი წყლით ჩამობანეთ.

ნაკბენის ადგიზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ისე რომ შეიქმნას ნაოჭი და კბილების კვალი ანუ ორი ნაჩხვლეტი მოხვდეს ნაოჭის ზედა ზედაპირზე.

ხელის მოძრაობით „გამოწველეთ“ კანი, ჭრილობა „პირს დააღებს“ და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევისითხე-ლიმფა, მასთან ერთად კი შხამი.

ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური ორი სახსრის დონეზე არტაშანით ან  რაიმე სახელდახელო საშუალებით, მაგალითად, ხის ტოტით.

შეშუპების საზღვარი მონიშნეთ მელნით.

მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე-წყალი.

თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.

ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში ან დარეკეთ 112-ზე და შეძლებისდაგვარად ზუსტად გადაეცით თქვენი ადგილმდებარეობა.

არ გათიშოთ ტელეფონი პირველმა, ოპერატორს შეიძლება კიდევ ჰქონდეს შეკითხვა, გარდა ამისა, თუ ტელეფონს არ გათიშავთ, შესაძლებელი იქნება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა“, _ ამბობს თეიმურაზ კობიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...