"გურია ნიუსის" სტატიას მოყოლილი გამოხმაურება _ "ჩემთვისაც გამოანათა მზემ"

საზოგადოება

"გურია ნიუსის" სტატიას მოყოლილი გამოხმაურება _ "ჩემთვისაც გამოანათა მზემ"

29 აგვ. 2018, 12:59:52

„გურია ნიუსის“ სტატიას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟიულში მცხოვრები 17 წლის თამარ ჩხაიძეს და მისი ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თამუნას ბედით ბევრი ადამიანი დაინტერესდა _ ორშაბათს,  ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ და მისმა მოადგილემ დავით გუდავაძემ პროდუქტები და ტკბილეული მიუტანეს.

ბიზნესმენმა დავით ჟღენტმა დიდი სიურპრიზი მოუწყო ამ პატარა და ძალიან მაგარ გოგონას _ ცხოვრებაში პირველად მას აქვს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ყველა ნივთი, სუნამო, პარფიუმერია, ახალი ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მისთვის სასურველი ჩანთა.

„გურია ნიუსის“ მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სურვილები თამარის ძმას, გიორგის აუსრულა და მისთვის სკოლაში წასასვლელად საჭირო ყველა ნივთი შეიძინა.

ჩხაიძეებს დაეხმარნენ "ქართული ოცნების" ოზურგეთის აოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ბიზნესმენი გია ცეცხლაძე.

გიორგის დიდი ხნის ოცნება ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ აუსრულა _ იგი ჩხაიძეების ოჯახს შვილთან _ ნიკა სიორიძესთან ერთად სტუმრობდა. სხვადასხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად, მათ პატარა გიორგის ველოსიპედი მიუყვანეს და თანხაც გადაცეს.

თამარს, თბილისიდან, მისმა მოსახელემ და მოგვარემ _ თამარ ჩხაიძემ ხუთასი ლარი გამოუგზავნა. მისთვის თანხა გამოაგზავნა შოთა გორგაძემაც.

ჩხაიძეების ოჯახი მოინახულა დეპუტატმა ნინო წილოსანმა და დახმარება აღუთქვა.

თამარისთვის თანხა შეაგროვეს და სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები იყიდეს „თიბისი ბანკის“ ბათუმის ფილიალის თანამშრომლებმა, რომლებიც ჩხაიძეებს სამშაბათს გადაეცათ.

ამავე დღეს, უკვე მიტანილი ბევრი პროდუქტის შესანახად, ქველმოქმედმა აკა სინჯიკაშვილმა თამარის ოჯახს მაცივარი, აგრეთვე, საცხობი შეუძინა. დღეიდან, პატარა გოგონა პურის გამოსაცხობად ღუმელთან აღარ იდგება და არც ფიჩხების საძებრად მოუწევს ტყეში სიარული.

აკას და მისი მეგობრების დახმარებით, თამარს უკვე ჰყავს ქათმები და ცხოვრებაში პირველად, მის ფიცრულში ონკანიდან წყალი წამოვა.

რამდენიმე დღეში ჩხაიძეებს ავეჯიც ექნებათ და დაიწყება ყველაზე მთავარი _ მისი სახლის მშენებლობა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, რამდენიმე დღეში ჩხაიძეებს გადაეცემათ 3000 ლარი სამშენებლო მასალების შესასყიდად _  მათ უკვე აქვთ სახურავი და ხის მასალა.

რაც შეეხება სახლის აშენებას _ მასალების შეძენიდან მეორე დღეს, აკა სინჯიკაშვილი და მისი მეგობრები ჩოხატაურში ჩამოვლენ და მოხალისეებთან ერთად თამარის ყველაზე მთავარი ოცნების _ ახალი სახლის მშენებლობა დაიწყება!

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი _ „გურია ნიუსს“ დაუკავშირდა ბიზნესმენი დავით ჟღენტი, რომელიც ისევ დაეხმარება ჩხაიძეების ოჯახს და მათ სახლის მშენებლობისთვის 5 ტონა ცემენტს გადასცემს. ჩვენ, ასევე, დაგვიკავშირდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, ოზურგეთში დაწყებული კამპანიის ფარგლებში, რაც რაგბის სტადიონისთვის მიწის შეძენას ისახავდა, საჭიროზე მეტი თანხა მოგროვდა და ეს თანხა თამარ ჩხაიძის სახლის მშენებლობას მოხმარდება. 

_ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემი გასაჭირი ცოტათი მაინც მიიტანა გულთან და გამილამაზეს ეს წუთები. განსაკუთრებით „გურია ნიუსს“, რომელმაც მაჩუქა ასეთი ბედნიერი დღეები, ჩამისახა მომავლის იმედი და ჩემს ცხოვრებაშიც გამოანათა მზემ. მზემ რომელსაც ეს წლებია ველოდი, თქვენი თანადგომა მთელი ცხოვრება გამყვება, _ დაწერა თამარმა სოციალურ ქსელში.

ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ კამპანიას თამარის დასახმარებლად _  ფუნდამენტის ჩასხმის და სახლის კედლების ამოყვანის შემდეგ ბევრი რამაა საჭირო.

ჩვენ ერთად შევძლებ 17 წლის თამარის და მისი 8 წლის ძმის, გიორგის ცხოვრების რადიკალურად შეცვლას! გახსოვდეთ, სიკეთე გადამდებია.

ჩხაიძეების ოჯახის დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით: 551373636

 




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?