„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გამაჯვებულთა შორის _ GIPA ფრიდმანის კონკურსის შედეგები

საზოგადოება

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გამაჯვებულთა შორის _ GIPA ფრიდმანის კონკურსის შედეგები

2019 იან 22 15:38:29

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, გიორგი გირკელიძე GIPA -ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა  ნამუშევრისთვის  "შავაძეების საქმე - რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში".

კონკურსის  საპრიზო ფონდი 1500 ევრო ხუთ გამარჯვებულზე განაწილდა. გარდა ამისა, ჟიურიმ წამახალისებელი პრიზით ორი საუკეთესო ნაწარმოები გამოარჩია:

GIPA  -ფრიდმანის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევრისთვის - "აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები", პოსტსკრიპტუმი, რუსთავი;

საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისთვის - "სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან", გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;

საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისთვის - "როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთერთმეტეკლასელის მკვლელობის საქმეში - კურიერის ექსკლუზიური კადრები", რუსთავი 2;

GIPA -ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი "საზიარო წყლები", ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი;

GIPA -ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისთვის "სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ჰყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე", ტაბულა.

GIPA -ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისთვის "1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია", ჩაიხანა.

ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში 2012 წელს დაარსდა.

ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე თავდჯომარე, Protect Journalists - ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma - ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer-ის რეპორტიორი.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...