გურიაში 9 ობიექტს გამოიტანენ აუქციონზე _ მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის თუ ხალხზე ზრუნვა

საზოგადოება

გურიაში 9 ობიექტს გამოიტანენ აუქციონზე _ მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის თუ ხალხზე ზრუნვა

2019 დეკ 2 14:04:14

საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი პროექტი გასულ კვირას დაანონსა. პროექტს ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად იწყებს. მინისტრის თქმით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად გამოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ასი ობიექტი. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, მინისტრის თქმით, 150 მლნ ლარია.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზაციო ობიექტი გამოდის აუქციონებზე. ქონების რეგისტრაცია და საზღვრების დაზუსტება წინასწარ მოგვარებულია. ერთადერთი, რაც ბიზნესმა უნდა გააკეთოს, ისაა, რომ შეარჩიოს ობიექტები ამ სიიდან და მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში, რომელიც მუდმივად გაიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში“, _  განაცხადა მინისტრმა.

ქონების მართვის სააგენტოს საიტზე უკვე განთავსდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც აუქციონზე გაიტანენ.

100 ობიექტიდან გურიაში 9 ობიექტის აშენება იგეგმება:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, სოფელ ძიმითში და ქალაქ ოზურგეთში (ჯორჯიაშვილის ქუჩაზე), უნდა აშენდეს სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი უნდა აშენდეს სტალინის ქუჩაზე, სოფელ ჩიბათში და სოფელ ჯურუყვეთში, ხოლო ნიკო მუსხელიშვილი ქუჩა #15-ში დაგეგმილია სამრეწველო/საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების აშენება.

სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, გურიის რომელ მუნიციპალიტეტში რა ოდენობის და რა სახის ობიექტი გაიყიდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფელი ნატანები, ფართობი _ 9 086 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 146 816 ლარი; სოფელი ძიმითი, ფართობი _ 9 402 კვ.მ. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 53 795; ქალაქი ოზურგეთი, ჯორჯიაშვილის ქუჩა, ფართობი _ 20 923 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 146 968 ლარი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: კურორტი ბახმარო, ფართობი _ 12 588კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 2 537 400 ლარი.0

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი, ფართობი _ 18 371 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 1 106 700 ლარი; ლანჩხუთი, სტალინის ქუჩა 21, ფართობი _ 4 534 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 68 000 ლარი; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა #15, ფართობი _ 5 746 კვ.მ., აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 133 000 ლარი; სოფელი ჩიბათი, ფართობი _ 1 128 კვ.მ., აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 76 700 ლარი; სოფელი ჯურუყვეთი, ფართობი _ 15 905 კვ.მ. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 63 600 ლარი

სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე ამ ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება და წერს:

მთავრობის მიერ პრივატიზაციისთვის გამოტანილ 100 ობიექტს შორის 9 არის გურიაში. რეალურად, თითქმის ყველა ეს „ობიექტი“, ორიოდე გამონაკლისის გარდა, არის მიწის ნაკვეთი სრულიად ან ნახევრად დანგრეული შენობით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურით, მივარდნილ ადგილებში, სადაც არავითარი ეკონომიკური აქტივობა ან ინტერესი არ არსებობს.

იყიდება კიდეც კაპიკებად. მაგალითად, ნატანებში გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთი (შეკვეთილიდან 3 კმ.) კვადრატული მეტრი 16 ლარად იყიდება, ქ. ოზურგეთში კვადრატული მეტრი _ 7 ლარად. ასევე, ძალიან დაბალ ფასად იყიდება ის ნაკვეთებიც, სადაც შესაძლოა დავუშვათ, რომ შედარებით მაღალი ინტერესი არსებობდეს ამ ობიექტებზე ინვესტიციის ჩადებისა, მაგ. ლანჩხუთში მშენებარე მაგისტრალის მიმდებარედ კვადრატული მეტრი 60 ლარად. ბახმაროში, იქ სადაც კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ _  კვადრატული მეტრი 200 ლარად.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო, ცხადია, მიწის ნაკვეთების მომვლელი და გამომყენებელი ვერ არის, მაგრამ არც მათ გაყიდვას ექნება რაიმე შედეგი, გარდა საჯარო რეესტრში მესაკუთრის გრაფის ცვლილებისა და მომავალ მთავრობებს მაინც დარჩენოდა ეს მიწები უკეთ განსაკარგად“, _ წერს გრიგოლ მახარაძე.

სამოქალაქო აქტივისტი ოთარ რევიშვილი ამბობს, რომ ის ზოგადად პრივატიზაციას ემხრობა და სახელმწიფო ქონება უნდა გაიყიდოს:

ქონება უნდა გაიყიდოს და ინვესტორები მოიძებნოს. ოღონდ პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემოში“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან“ კომენტარის დროს პროექტს დადებითად აფასებს:

უპრეცედენტო პრივატიზაციის წამოწყებას რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შედგენა მთლიანად სახელმწიფოს, ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა. ამ კონტექსტში განიხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ბახმაროში“, _  გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალე იქნება აუქციონის პროცესი, ირაკლი კუჭავა გვპასუხობს:

“დარწმუნებული ვარ, პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის ტენდენციას“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეს პროექტი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება:

ეს წინა საარჩევნო პიარია. სად იყვნენ 8 წელი? ერთი სერიოზული ან მეტნაკლებად სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს ლანჩხუთში? ამ ქვეყანაში მუშაობს მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოებული ფირმები და პირები, სხვა დანარჩენები, უბრალოდ, არსებობენ.

ნახეთ, რა ხდება _ რაც გახსნილი იყო, ისიც იხურება. მაგალითად ტექნობუმმა“ დახურა მაღაზია ლანჩხუთში. ოცნების“ მმართველობა განწირულია, ამ 8 წლის განმავლობაში მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, ვინა არიან ესენი“, _ თქვა კახა ასკურავამ.




 ახალი ამბები
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ... ...
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...
  • კონგრესმენი: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებსრესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის. „ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” - წერს ოლსონი ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...