გურიაში C ჰეპატიტის - 307, აივ ინფექციის - 8 და ტუბერკულიოზის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


საზოგადოება

გურიაში C ჰეპატიტის - 307, აივ ინფექციის - 8 და ტუბერკულიოზის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

27 ნოე. 2019, 21:45:54

C ჰეპატიტის - 307, აივ ინფექციის - 8 და ტუბერკულიოზის - 13 ახალი შემთხვევაC ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით. ზემო აღნიშნული პროგრამის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით 2019 წელს დაიწყო სერვისების დეცენტრალიზაცია და მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ბარიერის შემსუბუქება, დაიგეგმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიური ჩართულობა.

  სახელმწიფო რწმუნებულის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალიტეტების ერთობლივი ჩართულობით, გურიის რეგიონი წარმოადგენს ე.წ. საპილოტე რეგიონს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა, საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენცია, მკურნალობა და რეგიონში 18 წელს ზემოთ მცხოვრები მოქალაქეების მინიმუმ   40 % -ის სკრინინგი. იგი გულისხმობს გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში -10 145; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 23 396 და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში- 6 248 თვრამეტ წელს ზემოთ მცხოვრები მოქალაქეების კვლევას. აღნიშნული სკრინინგისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულია- 17 753 ლარი, ოზურგეთში- 40 943 და ჩოხატაურში- 10 934 ლარი ;

„ გურიის რეგიონის მასშტაბით, მიმდინარე წლის  ბოლომდე სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს 18 წელს  წელს ზემოთ მცხოვრები მოსახლეობის 40 % - 39 789 ადამიანს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია დასასკრინი მოსახლეობის 81,5 % - 32 447 ადამიანი. აღნიშნული კვლევის, ანუ 32 447 ადამიანის სკრინინგის შედეგად, რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა  C ჰეპატიტის - 307, აივ ინფექციის - 8 და ტუბერკულიოზის - 13 ახალი შემთხვევა. C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი და მკურნალობა უფასოა, იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაავადებათა სრული განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98 %“ - აღნიშნა გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა.




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....