გურიის გუბერნატორის „მარიფათი“ _ „ორკვირიანი მუშაობის თავზე, ორი საშვი გააუქმა“

საზოგადოება

გურიის გუბერნატორის „მარიფათი“ _ „ორკვირიანი მუშაობის თავზე, ორი საშვი გააუქმა“

5 მარ. 2021, 11:20:59

„გურია ნიუსის“ სანდო წყაროს ინფორმაციით,  ახლადანიშნულმა გურიის გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ , კორონავირუსის  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნამდე, გადაადგილებისთვის საჭირო საშვი, ოზურგეთში,   ორ ხელმძღვანელ პირს გაუუქმა.

ესენია გურიის სამხედრო გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, ილია ლეჟავა და   ა(ა)იპ  პარკირების მართვის ცენტრის უფროსი, რომან გოგიტაური.

საზოგადოებაში გაკვირვება განსაკუთრებით, ილია ლეჟავასთვის საშვის გაუქმებამ გამოიწვია. იუმორისმოყვარე გურულებს სერიოზულად აღქმაც კი გაუჭირდათ:

 „ე, ძამა, მარიფათიანი მუშაობის დაწყება მაგას ჰქვია. ნეტაი, ვის ჭირდებოდა აი „ორი ბარტყი“ საშვი? მელია დაჭერილია. სხვაი თუ აფერი, აწი სამხედრო გაწვევა დაიწება,   ლეჟავას საშვი უნდა დუუმატო თუ არა გაუქმება რაში წერია? თვარა, გოგიტაური ჯანდაბას...“ _ ხითხითებენ ისინი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა  მისი საშვის გაუქმება, ილია ლეჟავა გვეუბნება:

_თქვენ ვინ გითხრათ? კი, გამიუქმეს, მაგრამ არ ვიცი, რატომ. რა მოხდა? აღმიდგენენ, ალბათ... _ გვითხრა მან.

რაც შეეხება რომან გოგიტაურს, მან  „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:

_დამირეკეს მერიიდან და მითხრეს, რომ გაგიუქმესო და რა ვიცი. ასე ჩათვალეს, ალბათ,  საჭიროდ. გუბერნია გასცემს ამ საშვს და ასე გადაუწყვეტიათ.

გურიის გუბერნატორს ჩვენ ვერ დავუკავშირდით.  გიორგი სახოკია ახლა გურიაში არ იმყოფება.

_თბილისშია, შეხვედრებზე იმყოფება.  ცოტა მოგვიანებით შესაძლებელი იქნება, გიპასუხოთ, _ გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, სოფო კაშიამ.

ჩვენც  ვეცდებით,  ცოტა მოგვიანებით დავუკავშირდეთ გიორგი სახოკიას და ვკითხოთ გურულების მიერ „ორ ბარტყად“ მონათლული საშვის გაუქმების მიზეზზე.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...