"ჰაერში გამოკიდებული ვასო"

საზოგადოება

"ჰაერში გამოკიდებული ვასო"

2019 აპრ 24 19:29:51

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (დვაბზუ, ძიმითი, ლაითური და მერია) დღემდე არ არის დანიშნული მერის წარმომადგენელი. "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, რასაც თან ახლდა მერიიდან არაერთხელ მიღებული პასუხი, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა, თუმცა, დღემდე არც ერთ ამ სოფელში წარმომადგენელი დანიშნული არ არის.

ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ლია ღლონტმა ღიად განაცხადა, რომ სოფელში არ ნიშნავენ წარმომადგენელს და თუ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება, საპროტესტო აქციას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ.

_ რატომ არ დაინიშნა დღემდე დვაბზუში მერის წარმომადგენელი?! რა დავაშავეთ?! მოვალეობას ასრულებს ვასო ღლონტი _ არ გვინდა ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო. ჩვენ გვჭირდება ადგილზე გამგებელი, წარმომადგენელი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს გასაჭირს, მოგვისმენს და აქ არ ვიქნებით ყოველ წუთს სარბენი. დროზე დაგვინიშნონ დვაბზუში წარმომადგენელი, თორემ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას და გადავკეტავთ გზას, _ თქვა მაშინ სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლიკა ღლონტმა.

"გურია ნიუსი" ვასო ღლონტს ესაუბრა, რომელიც ახლა სოფელ დვაბზუში წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს.

_ ბატონო ვასო, თქვენ წინააღმდეგ თანასოფლელებმა პროტესტი გამოთქვეს. "გურია ნიუსთან" კერძო საუბარში ისინი ამბობენ, რომ ხშირად ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ:  "შვიდჯერ მარტო მძღოლის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ასევე, არ აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტმა, ვერ შეძლო წარმომადგენელი გამხდარიყო", _ ეს თქვენი თანასოფლელების სიტყვებია. რას იტყვით ამ ბრალდების შესახებ?

_ დვაბზუს გამგეობაში კარი სულ ღიაა. ვინც მოდის, ყველას პასუხს ვცემ და ვეხმარები. ვინც მაგას ამბობს, არის ვიღაცისგან დაქოქილი, დააპროგრამეს და ათქმევინეს რაღაც. თუ დვაბზუს მოსახლეობა იტყვის, რომ მე არ ვუნდივარ, იმ დღესვე წავალ. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი. ორი კაცი უფრო მეტ საქმეს არ ვიზამთ?!

_ უმაღლესი განათლება გაქვთ?

_ მე ჩავაბარე, რა გამოცდაც იყო ჩასაბარებელი _ საკონკურსო და ვმუშაობ აგერ. შეთავსებით რომ ვარ, საქმე მეტი მაქვს საკეთებელი. პირადული თემაა, როცა ვიღაც ამბობს, რომ თითქოს, მე ვარ რამეში დამნაშავე.

_ მართვის მოწმობა მართლა შვიდჯერ ჩამოგართვეს?

_ მაგათ უყურებთ? მე აქ ყველას პატივს ვცემ. მარტო დვაბზუში კი არ არის დაუნიშნავი წარმომადგენელი, სხვა სოფლებშიც არის და ნელ-ნელა შეივსება ყველგან...

მარტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სოფელში არ არის დანიშნული წარმომადგენელი:

"ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, არის შეხვედრები, რომ დაინიშნონ..." _ თქვა მაშინ გოგი ინწკირველმა, რის პასუხადაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა ჩაილაპარაკა _ "ფიქრი მერის უფლებამოსილების გასვლამდე..."

კითხვაზე, თუ როდის დაინიშნება დვაბზუში, ლაითურში, ძიმითსა და მერიაში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან, წინა პასუხების მსგავსი პასუხი მივიღეთ:

"ახლო მომავალში დაიწყება საკონკურსო პროცედურა აღნიშნულ ოთხ სოფელში მერის წარმომადგენელთა შესარჩევად".




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...