ჰესები თუ მზის ბატარეები _ აზრთა სხვადასხვაობა ჰესების მშენებლობის გარშემო

საზოგადოება

ჰესები თუ მზის ბატარეები _ აზრთა სხვადასხვაობა ჰესების მშენებლობის გარშემო

22 იან. 2021, 10:57:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურის _ "ნატანები _ 3" მშენებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ონლაინ დისკუსია, სადაც მომხსენებლები იყვნენ გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, შპს "უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის" წარმომადგენელი გიორგი მარგებაძე, შპს "გამა კონსალტინგის" წარმომადგენელი ჯუღული ახვლედიანი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" იურისტი ანა ბერძენიშვილი.

დისკუსიის ორგანიზატორი იყო "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების" ქსელის ოზურგეთის ოფისი.

ამავე ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა გრიგოლ მახარაძემ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგურ "ნატანები  _ 3"-" მშენებლობას შპს "უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენი" განახორციელებს. მშენებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებულია სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები.

მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდა, რასაც ადგილობრივი გარემოს დამცველები აპროტესტებდნენ.

ამ შეხვედრის შემდეგ, დაიგეგმა ეს საჯარო დისკუსია, რომელიც ონლაინ პლატფორმა "ზუმის" მეშვეობით შედგა.

ირმა გორდელაძის თქმით, მცირე ჰესების მშენებლობა გურიაში მიუღებელია:

"დიდ და პატარა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი დიდია. როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია. ასევე, აუცილებელია გარემოს ზემოქმედების ანგარიშის გაცნობა ოზურგეთელებისთვის და არა ონლაინშეხვედრა, რომელიც ამ ბოლო დროს ტარდება.

მსგავსი მშენებლობის დროს ყველაფერი გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს. ამიტომ ვითხოვთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს მსგავს შეხვედრებს, რადგან მოსახლეობამ იცოდეს, რა და როგორ ხდება. ხშირად მეუბნებიან, რომ მე ვარ მხარე, არ მინდა ქვეყნის შენება, არ მინდა ჰესები, არ მინდა ქვა-ღორღის მოპოვება და ა. შ. ამ სიტყვებს მხოლოდ მე არ მეუბნებიან _ ყველა იმ ადამიანს მიმართავენ, ვინც გარემოს დაცვით არის დაკავებულები. ჩვენ ყველაფერი გვინდა, ჩვენ არ ვართ "ბნელეთის მოციქულები", მაგრამ გვინდა ყველაფერი კარგი და როდესაც იგეგმება ჰესების მშენებლობა, უნდა მოხდეს გარემოს შესწავლა, დეტალურად მოხდეს ხალხის ინფორმირება. ისე უნდა მოხდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და ეკოსისტემას. ამ ეკოსისტემაში ვცხოვრობთ ჩვენ და ცხოვრობენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა.

რატომ ვეწინააღმდეგებით გურიაში ჰესების მშენებლობას?! იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გურიის განვითარებას და მომავალს სხვა ჭრილში. ეს ჭრილი არის სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარება", _ თქვა გორდელაძემ, რომლის თქმით, გურიის მდინარეების პოტენციალი უკვე ათვისებულია და უპრიანი იქნებოდა, კომუნისტების დროს აშენებული ჰესების რეაბილიტაცია და მათი გამოყენება, ვიდრე ახალი, მცირე ჰესების მშენებლობა.

გიორგი მარგებაძე თავის მოხსენებაში უფრო მეტად ირმა გორდელაძეს პასუხობდა:

"მინდა, ხის მოჭრაზე გესაუბროთ, ნატანების პროექტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ახალი სქემაა. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 4 წლის წინ ერთ კომპანიას უნდოდა ამ ჰესის მშენებლობა, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული სქემა _ გვირაბს უნდა გაევლო ხეობის წელზე და შემდეგ უნდა მომხდარიყო მილსადენით სატურბინე შენობაზე წყლის მიწოდება, რის გამოც, დაახლოებით, 1 100 კუბური მეტრი ხე უნდა მოჭრილიყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა სქემა შევცვალეთ და მდინარის კალაპოტში ვაპირებთ მშენებლობას, კალაპოტიდან დაახლოებით 10 მეტრში და მოსაჭრელი 1 100 კუბური მეტრი ხე დავიყვანეთ 395 კუბურ მეტრამდე. ხის მოჭრის ამაზე მცირე რაოდენობა, უბრალოდ, აღარ არსებობს, რადგან მდინარეში მშენებლობა ჯერ არავის განუხორციელებია. ფაქტობრივად, 5-6-ჯერ შევამცირეთ ხის ჭრა. რაც მთავარია, მდინარის კალაპოტში წითელი ნუსხის ხეების ზრდა ნაკლებია და მისი დანაკარგიც, დაახლოებით, 20 კუბურ მეტრამდეა.

კარგად რომ აგიხსნათ, სოფლებში ვაკიჯვარსა და ფამფალეთში ცხოვრობს 500 კომლი. საბედნიეროდ, გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია და მალე გაზიც იქნება, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმოიდგინეთ, ეს 500 კომლი როგორ თბებოდა _ ყიდულობდნენ 4 კუბური მეტრი ხის მოჭრის ბილეთს და თითო ოჯახი 4 კუბურ მეტრ ხეს ჭრიდა, ანუ 2 000 კუბური მეტრი ხე იჭრებოდა გათბობის მიზნით. სამწუხაროდ, არავის ახსოვს, გარემოს რომელიმე დამცველს ან ეკოლოგს ამაზე ხმა ამოეღოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოჭრილი ხეები მოსახლეობაში დავარიგოთ.

რაც შეეხება კაშხალს _ ნატანები არის საშუალო ჰიდროელექტროსადგური. კაშხლის სათავე ნაგებობას  ჩვენ არ ვაშენებთ, ეს იქნება წყალმიმღები, რომელიც სიმაღლეში იქნება, დაახლოებით, 4.5 მეტრამდე სიმაღლის და 1400 კუბური მეტრი წყლის შეტბორვა მოხდება. თუ სასწაული მოხდა და სათავე ნაგებობას რაღაც დაემართება, ვაკიჯვრამდეც ვერ ჩააღწევს წყლის ის რაოდენობა, რომელიც წამოვა. 

მინდა შევეხო ჰიდროლოგიურ ნაწილს, თითქოს, მდინარე იმარხება და თითქოს წყალი მიგვაქვს სადღაც, ვაქრობთ. ერთი ასეთი საკითხი გქონდათ თქვენ _ კაშხალს აშენებთ, რომელიც დაინგრევა და წალეკავს ვაკიჯვარსო.

ჩვენ ჰესისთვის არ გვჭირდებოდა, არც არავინ გვავალდებულებდა, მაგრამ დამატებით გავიღეთ ხარჯი და მდინარის შენაკადები შევისწავლეთ. საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ ამაში. ეს დოკუმენტები გვაქვს. ისიც გითხარით, რომ თუ თქვენ არ გყოფნით ცოდნა, რომ შეისწავლოთ საკითხი და კითხვები დასვათ, აიყვანეთ ადამიანი, ვისაც ეცოდინება, გააკეთებს ამის ანალიზს და თუ ექნება რამე შენიშვნები, გვითხარით-მექი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ეს შემოთავაზება ისევ ძალაშია.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, ახალი რეგულაცია არის შემოსული _ მშენებლობის დაწყების პროცესში უნდა დადგეს წყალმზომები, რითაც წყალს დააკვირდებიან. მშენებლობის დასრულების შემდეგაც დგას ეს წყალმზომები, რომლებიც ავტომატურად აგზავნის მონაცემებს ბაზაში და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ეკოსისტემას, ან თუნდაც თევზს რაიმე პრობლემას უქმნის, ეკოლოგიური ხარჯი შეიძლება გაიზარდოს.

ფაქტობრივად, დოკუმენტალურად გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი დადასტურებული და ერთი წელია, კვლევებს ვატარებთ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ ახლა ამ პანდემიის პირობებშიო, მე ვამაყობ, რომ ახლა, როცა ელექტროენერგია გაძვირდა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში, რომ ამ პანდემიის პირობებში ვახერხებთ დამატებით ინვესტიცია შემოვიტანოთ და დამატებითი ელექტროენერგიის წყაროები შევქმნათ საქართველოში. ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ პანდემიის დროს, ქვეყანაში სადაც უმუშევრობაა, დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება 150 კაცისთვის", _ თქვა გიორგი მარგებაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, როდესაც საუბარია "ნატანების _ 3" ჰესის მშენებლობაზე, ის წინადადებები, რომელიც კომპანიის მხრიდან მოდის და საერთოდ, რომელიც უკავშირდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების გახორციელებას, დასაქმებას, ბიუჯეტში თანხების შეტანას, ელექტრო დამოკიდებულებას, მოქალაქეებისთვის არის ძალიან მომხიბვლელი და ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი:

"ამ საკითხებზე საუბრის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყოს მათთვის გასაგებ ენაზე ახსნილი. იცოდნენ, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნიათ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის გახორციელების დროს მათი უფლებები იქნება დარღვეული. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინტერესი და მეორე მხრივ _ მოქალაქეების კერძო ინტერესი, როგორიც არის საკუთრების უფლება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და სხვადასხვა სახის უფლებები", _ აღნიშნა საუბრის დროს ანა ბერძენიშვილმა.

შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფეისბუქზე კი 240-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ გურიისთვის მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია, მეორე მხარე კი ამბობს, რომ მსგავსი პროექტებით გარემოს განადგურება ემუქრება:

ლადი დოლიძე: "მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ და არ ვარ ამ ჰესის მშენებლობის მომხრე. სინამდვილეში, სამი ჰესის პროექტი აქვთ ამ პატარა მდინარეზე. ეს სოფელი კურორტია, უნიკალური ხეობა აქვს ქორბუდის ტყით, სადაც ბინადრობენ "წითელ წიგნში" შეტანილი ცხოველები. ჰესის აშენების შემთხვევაში, არც თევზი იარსებებს და არც ის ნადირი. ფაქტობრივად, მდინარე იმარხება, უნდა გაიჩეხოს ჰექტრობით ტყე. ამ ხეობას იცავდნენ ჩვენი წინაპრები და დღემდე იმიტომ არის შენარჩუნებული. ამ ხეობაში არ შესულა სამანქანო გზა, ამიტომ, არანაირი დროებითი მატერიალური სარგებელი არ ღირს ამ ყველაფრის განადგურების ფასად. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დანარჩენი, ვაკიჯვრელებო, თქვენ განსაჯეთ".

გიორგი დოლიძე: "თუ ამდენი ფული გაქვთ, აიღეთ მიწა და დადგით მზის პანელები. 9 მეგავატის მიღებას სჭირდება სადღაც 10 ჰექტარი, მზე კი სულ არის საქართველოში. რა დროს მდინარის ჰესებია 21 საუკუნეში?! მაინცდამაინც უნდა გაანადგუროთ ყველაფერი?!

არა ჰესებს, არა გურიის მდინარეების დანგრევას, არა ფლორისა და ფაუნის განადგურებას! საქართველოს არ სჭირდება ამდენი ჰესები, ეს არის გამოგონილი ტყუილი, რომ ვიღაც პირებმა ფული ჩაიდონ ჯიბეში".

სალომე სოხაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოსთვის! ამ ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის!"

დავით აბსანიძე: "ნუ ებრძვით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას!!!"

"გურია ნიუსი" დააკვირდება სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობის საკითხს და აუცილებლად მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას.




 ახალი ამბები
  • "სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება" _ ჭიჭინაძეთუ ღარიბაშვილი არ გადააყენებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და  ე.წ. სამი მუშკეტერის საქმეებით პროკურატურა არ დაინტერესდება, მაშინ თავად ღარიბაშვილი გახდება პასუხისმგებელი  მთელ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად, თანამონაწილეც, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "რადგან სწორედ ამ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა და მიითვისეს  პოლიტიკური ძალაუფლება. ანუ, სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება; კოვიდის ფონდით  არჩევნებს ყიდულობენ; გაჩერებული ქვეყნის,  გაღატაკებული ხალხის ფონზე  ბანკები მარტო იანვარში 117 მილიონიანი სუფთა მოგებაზე გადიან; ( რაც გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!) საბანკო სისტემამ, არაპროფილური საქმიანობით,  მანიპულირების მეშვეობით  ყველაფერი მიიტაცეს  და ასევე  არნახულ მოგებებზე გავიდნენ (მაგ. საავადმყოფოები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები...). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ქვეყანაში ფული შემოვიდა, ამ ფულის სხვადასხვა სქემებით მიტაცება მოხდა. ადამიანები კი, ცოტა ხანში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც  მთელი შემოსავლების ნაწილი, რომელსაც მონური შრომის ხარჯზე იხდიან,  ვალების მომსახურება დასჭირდება... _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.                                      ... ...
  • ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად  ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, - აღნიშნა ნათია ... ...
  • გომელაური: „2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა”შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.  მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. „ ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი:  დედოფლისწყაროში - სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში  - სექტორი  „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში  - სექტორები  „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი  „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა. „სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს,    როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს”,_ აღნიშნა შს ... ...
  • შს მინისტრი: უკომპრომისო ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გრძელდებაშინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“,  -განაცხადა ვახტანგ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - 2020 წელს პასუხისგებაში მიეცა 71 ნარკორეალიზატორი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო. „ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის  საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. „ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, - განაცხადა ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...