იყო თუ არა კარტერული გარიგება მაგთსა და ჯეოსელს შორის

საზოგადოება

იყო თუ არა კარტერული გარიგება მაგთსა და ჯეოსელს შორის

15 თებ. 2018, 18:19:43

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რამდენიმე დღის უკან,  გამოაქვეყნა ,,facebook“  სტატუსი, სადაც მაგთისა და ჯეოსელის მხრიდან კარტერულ გარიგებებზე და საკომუნიკაციო ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს შექმნაზე საუბრობს. მისი თქმით,  წლების განმავლობაში მაგთი და ჯეოსელი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტარიფს ახდევინებდა მოსახლეობას.

 ,,ოლიგოპოლია - არაკონკურენტული გარემო, სადაც მცირე რაოდენობის მოთამაშეები აკონტროლებენ ბაზარს. ოლიგოპოლია შეიძლება გადაიზარდოს კარტელურ შეთანხმებაში და გამოიხატოს მომხმარებლისთვის გაზრდილ ფასში.

ამის "საუკეთესო" მაგალითია მაგთი და ჯეოსელი. ეს ორი კომპანია ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე და წუთში 29 თეთრს (ეჭვი მაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტარიფს) გვახდევინებდნენ. სტატუს-კვო მხოლოდ მესამე მოთამაშის შემოსვლამ დაანგრია. აღმოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე თვეში შესაძლებელი ყოფილა საცალო ტარიფის 29 თეთრიდან ჯერ განახევრება და რეგულატორის მიერპორტირების“ დანერგვასთან ერთად 3-5 თეთრამდე შემცირება. რამდენი ასეული მილიონი მოგება ნახეს ამ პერიოდში კომპანიებმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რადგან არცერთი არ აქვეყნებს შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას”, _ წერს გიორგი ქადაგიძე

მისივე განმარტებით,  საჭიროა ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით გარკვეული რეფორმების გატარება.

,,იმისთვის, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გახორციელება. ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებელია, დეტალური ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო გახდეს შემდეგი კომპანიებისთვის“, _ აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე

აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“  ზემოთხსენებულ,  სატელოკომუნიკაციო კომპანიებს დაუკაშირდა, ასევე,  შპს „ბილაინს“.

კომპანია ჯეოსელმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რაც შეეხება ბილაინს, მათგან ,,გურია ნიუსი“ რამდენიმე დღეა პასუხს ელოდება. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამომადგენელმა ნათია ღლონტმა განაცხადა, აღნიშნული თემა  კომპანიისთვის პრობლემატურია და საკითხის კომპელექსურობიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხის გასაცემად, საჭიროა სათაო ოფისთან, ამსტერდამში შეთახმება, რომლის შემდგომ ელექტრონული ფორმით მოხდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

შპს მაგთიკომმა ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ იყო თუ არა გარიგებაში ორი საკომუნიკაციო კომპანია და ამის შედეგი ხომ არ იყო მაგთიკომის მხრიდან ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, მათ განმარტეს, რომ აღნიშნული მოსაზრება არის კონკრეტული პროვნების მოსაზრება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.

,,მაგთიკომსა და ჯეოსელს შორის კარტელური გარიგების არსებობის შესახებ, ეს კონკრეტული პიროვნების მოსაზრებაა  და მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციას. რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას ბაზარზე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ტელესაკომუნიკაციო დარგში, სხვა დარგების მსგავსად, ტარიფებს ბაზარი განსაზღვრავს და არეგულირებს. ბაზრის მოთამაშეების ინტერესებშია იმოქმედონ კანონისა და ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში“, _ განაცხადეს მაგთიკომში. 

 




 ახალი ამბები
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...
  • ოზურგეთში გარემოვაჭრებს, სარგებლობის უფლებით, ადგილები გადაეცემათდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა. -ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან. საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. დღის წესრიგის გამოცხადებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, იმ პირთათვის სამას ლარიანი  კომპენსაციიის გადაცემის თაობაზე,  მთავრობის მიერ, ვინც 2019 წელს საზღვარი გადაკვეთა. ასეთი პირებს, 30 დღე მაინც უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყანაში ნამუშევარი. _ეს არის მთავრობის მხრიდან მორიგი მისასალმებელი ნაბიჯი. მთავარია, ახლა მოქალაქეებმა, ვინც ასარჩევ სიაში მოხვდება, დროულად შეავსონ სპეციალურ საიტზე თავისი მონაცემები. _კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურები არის  შესასრულებელი და ეს ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. ასე უფრო ადვილი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოალაქეს საქმე, პირიქთ, უნდა გაუადვილო, _ შეეწინააღმდეგნენ  საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე დავით დარჩიას. _არანაირი რთული პროცედურა ეს არ არის. შექმნილია სპეციალური საიტი.  მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში  მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა დაირიცხოს  აღნიშნული თანხა.  მე პირადად  ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს „დვაზუს ნასაკირალს“ ეძახიან. 500-მე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი.  ასევე თუ ვინმეს სურს, ყველას დვეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერ ამას,  წესია  ეს თქვენი_ განაცხადა საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ დწარმომადგენელმა, მარი ჩხიკვიშვილმა.  _ნუ ყვირით და ხმაურობთ. დაჯექით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ. _ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონს-თქო არ გვითქვამს. არ გინდათ,  რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი. თუ ტყუილს ვამბობთ. მიდით , ნახეთ რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან.   ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება.  ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, - თქვა  ბესო ... ...
  • სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინასაქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით“,_ წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გაურკვეველი პირები კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას"- ცესკოცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადასამოწმებლად,_ ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით. განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას“,_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...