აჯარიმებენ თუ არა პირბადის გარეშე მოსიარულე მოქალაქეებს ოზურგეთში

საზოგადოება

აჯარიმებენ თუ არა პირბადის გარეშე მოსიარულე მოქალაქეებს ოზურგეთში

20 ნოე. 2020, 16:28:11

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში, ბოლო ორ დღეში,  რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ ეკეთათ პირბადე.

_გურიის ქუჩაზე ორი მოქალაქე დააჯარიმეს. მათ 20 ლარის გადახდა დაეკისრათ. ხმაური და გაწევ-გამოწევა იყო, თუმცა მაინც ამოუწერეს. მერე უცებ დაიშალნენ. ორი კიარა,  სულ ცოტა,  ოცი ადამიანი მაინც დაჯარიმდება, დილიდან საღამომდე რომ დადგე ცენტრალურ ქუჩებზე და უყურო, როგორ აგდებულად ექცევიან საკუთარ  თავსაც და საზოგადოებასაც - შეგვატყობინა  წყარომ.

ადგილზე როცა მივედით, მარკეტებში მოვაჭრეებმა გვიამბეს, რომ პოლიციელი ქალბატონი და მოქალაქეები დიდხანს დაობდნენ. მამაკაცი, ვინც დააჯარიმეს, იძახდა, რომ პირბადის ტარება უჭირს და ურჩევნია, დააჯარიმონ. თუმცა არ ჰგავდა ავადმყოფს.  ასევე,  გურიის ქუჩაზე კიდევ ორი ადამიანი დააჯარიმეს, რისთვისაც ისინი უსაფუძვლოდ ბრაზობდნენ, - გვითხრეს მათ.

„გურია ნიუსის“ ხშირი დაკვირვების დროსაც,  ბევრ მოქალაქეს არ უკეთია ნიღაბი და მხოლოდ შენიშვნის შემდეგ იფარებენ. ან სასწრაფოდ გარბიან, რომ ფოტოობიექტივში არ მოხვდნენ. ასევე, ხშირად, უფუნქციოდ, ნიკაპს ქვემოთ აქვთ ამოოდებული და ისე დააბიჯებენ ხალხმრავლობაში.

_ამ აცივების შემდეგ, პირიქით, თბილად მაქვს ცხვირ-პირი. განცდაც მაქვს, რომ გრიპი და რამენაირი  ვირუსი არ შემეყრება, - გვითხრა ოზურგეთელმა  მაია მუჯირმა.

ჩვენ შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით და დავინტერესდით, მას შედეგ, რაც  3 ნოემბრიდან , პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და ეს გადასწყვეტილება უწყბათაშორისმა საბჭომ მიიღო, რამდენი მოქალაქე დაჯარიმდა კონკრეტულად ოზურგეთში.

 _დღესვე ვერ გიპასუხებთ. ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის შემდეგ, მოგაწვდით ზუსტ პასუხს, - გვითხრეს შსს პრესსამსახურში.

„გურია ნიუსი“ უახლოეს დღეებში, მიღებისთანავე  მოგაწვდით ინფორმაციას.  ასევე  ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კვლევის რეჟიმში მუშაობას,  რა ხდება ქუჩებში, ახდენენ თუ არა მოქალაქეები ვალდებულების შესრულებას.    





 ახალი ამბები
  • "მაღალ მთაში წამოთოვს"- მოსალოდნელი ამინდი გურიასა და საქართველოშისაქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რის გამოც მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და  ქარი. „შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც. მოსალოდნელია წვიმა,ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოშ, ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერებულია და შენარჩუნდება საღამომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 4 საათიდან იქროლებს.  ძლიერი ქარი ნალექის ინტენსივობას შეამცირებს, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული აღინიშნოს სეტყვა ბოლნისში, ძლიერი პროცესია  კახეთში, დედაქალაქშიც, მაგრამ ქარის გაძლიერების შემდეგ ნალექი შეწყდება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28 მ/წმ-ის დაქროლვა ჰქონდეს. ტემპერატურა იკლებს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში +12, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში + 8, +10, მაღალ მთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი და წამოთოვს. დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება.  ზოგან ღამის საათებში შენარჩუნდება. 11 მაისს გამოიდარებს,  მაგრამ მაღალ მთაში თოვა შენარჩუნდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს შიდა ქართლში.  11 მაისს შესაძლებელია +1 გრადუსი დაფიქსირდეს. გურიაშიც იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალ მთაში მოთოვს.  11 მაისიდან კი ტემპერატურა ისევ მოიმატებს“,_ გვითხრა ... ...
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...