"ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პიკი არის 4 000, თუ შემთხვევები კიდევ მოიმატებს"

საზოგადოება

"ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პიკი არის 4 000, თუ შემთხვევები კიდევ მოიმატებს"

21 ნოე. 2020, 18:43:46

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მზარდია და 4 000-ს უახლოვდება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, საქართველოსთვის პიკი დღეში 4 000 ახალი შემთხვევაა თუ მოსალოდნელია კიდევ ზრდა.

შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. ასევე, საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ. მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და იმაზე საუბარი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ასევე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდეს. მისი თქმით, შეზღუდვები, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„საუბარი მიდის იმაზე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იყოს დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების კუთხით, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით. ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა აქამდე და კიდეც იმსჯელებს მომდევნო დღეებში, იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...