"ჯურუყვეთს წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა!"

საზოგადოება

"ჯურუყვეთს წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა!"

16 ოქტ. 2019, 16:38:55

"სოფელ ჯურუყვეთს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს, პრობლემები თითქმის ერთნაირი აქვს _ უგზოობა, უწყლობა. ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში იწყებს ‘’შენებას’’, ‘’კეთებას’’, მაგრამ მაინც ერთი და იგივეა ყოველთვის საკეთებელი. რა გვჭირს?" _  სოციალურ ქსელში ძველ, 2017 წელს, თვითმმართველობის  არჩევნების წინა პერიოდში გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს სოფლის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთის საკრებულოში ნონა მურვანიძე და იქვე წერს, რომ ეს პოსტი დღესაც აქტუალურია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობისთვის რომ წყლის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია, სოფლის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს მისი სახელისა და გვარის თანამოზიარე ფეისბუქ მეგობარიც ეთანხმება:

"უპატრონოდაა სოფელი! უწყლობა ეს დიდი პრობლემაა. იყო წყალი და გაანადგურეს. ნუთუ, არავინაა ისეთი ადამიანი, ამ პრობლემას რომ მოაგვარებს? ხალხი კოსმოსში გაფრინდა და ამისთანა მილიონი რამ გაკეთდა, ჯურუყვეთს კი წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა, პაპუასებში ხომ არ ვართ?!" _ წერს ნონა მურვანიძე.

"ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა, თითქოს საქართველოს ნაწილი არ ვიყოთ. ერთი პრობლემა არ მოხსნილა", _ წერს იქვე კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი მელანო თავართქილაძე.

იმას, რომ ჯურუყვეთის მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს  "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს საკრებულოს მოქმედი წევრი და ამ სოფლის  მკვიდრი ამირან გიგინეიშვილი, რომლის თქმით, წყლის მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, სოფლის ყველა უბანს აქვს _ "ან საერთოდ არაა წყალი, ან  შეფერხებებით ხდება მიწოდება".

ჯურუყვეთის მოქმედი დეპუტატის, სპარტაკ კვაჭაძის თქმით კი, გასულ წელს სოფელში  200-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდა წყლის მიწოდების პრობლემა და ამ კუთხით დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება დამდეგი  2020 წლისთვისაცაა დაგეგმილი:

 "2018  წელს გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით, დაახლოებით, 215 ოჯახს მოუგვარდა უწყლობის პრობლემა. სამომავლოდაც არის შესაბამისი უწყებებიდან დაპირება, რომ გახორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი და ჯურუყვეთში თითოეულ მოსახლემდე მივა წყალი".

დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პრობლემისა, მომავალი წლისთვის ჯურუყვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებაცაა გეგმაში:

"2020 წელს სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე  უნდა გახორციელდეს გზის სრული რეაბილიტაცია, ამასთან ეტაპობრივად მოწესრიგდება  სოფლის შიდა გზებიც", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მოქალაქეთა მხრიდან ზემოთ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თითქმის სოფლის დეპუტატის პოზიციის იდენტურია:

"ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები, რითაც 215 ოჯახს მოუწესრიგდა წყლის პრობლემა. ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და 2020 წელს დაიწყება სამუშაოები, რომელიც ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულს მთლიანად მოიცავს", _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...