კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა (R)

საზოგადოება

კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა (R)

2017 აპრ 18 12:13:23

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  #15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლიზის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცა.

სააღდგომო ლიტურგიას 200-მდე მსჯავრდებულთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაესწრენენ, მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცეს.

კახა კახიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა.

„გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. სააღდგომო ლიტურგია პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე ტაძრებშიც აღევლინება და თქვენ ხედავთ როგორი ამაღლებული განწყობაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მინისტრმა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოწმუნეთათვის.

„ჩვენთვის დიდი მადლია მსჯავრდებულებთან ერთად, მათი ძალისხმევით აშენებულ ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურებას დავსწრებოდით. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.




 ახალი ამბები
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშიას" ნაცვლად _ ფრაქციამ სახელი შეიცვალადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სხდომა გამართა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის წესდებაში ცვლილება შეიტანა. ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სახელი შეიცვალა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-დ დარეგისტრირდა. უცვლელი რჩება შემადგენლობა, თუმცა, თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე ... ...
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...