კახა კალაძე: "მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"


საზოგადოება

კახა კალაძე: "მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"

27 ნოე. 2019, 12:02:25

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრთა რაოდენობამ იკლო. მგზავრები არჩევანს კომფორტულ ტრანსპორტზე აკეთებენ, მაგრამ მიკროავტობუსები, რომლების მდგომარეობაც, კრიტიკას ვერ უძლებს, დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.
"აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია, ამის მიზეზი გეტყვით რა იყო.  ჩვენ ავიყვანეთ ფრანგული კომპანია "სისტრა," რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ის ახორციელებდა საზოგადებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო საჭირო იქნებოდა თუ არა, საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. კვლევა უკვე ჩაბარებულია, გაკეთებულია ანალიზი და ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების გაბარიტების და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოჰყავს დედაქალაქის მერიას. მიკროავტობუსების როლი და არსებობა ქალაქში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გვაქვს პრობლემა, ამ მიკროავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.
არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება მათი ჩანაცვლება-განახლება, მინდა დავავალო ვიცე-მერს, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, 2 კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან, ეს არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და თუ არ ვცდები 2030 წლამდეა. დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი,"_ განაცხადა კახა კალაძემ.




 ახალი ამბები
  • რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდანაჭარაში, 1-ლი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა. „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს. „დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მისივე განცხადებით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების ... ...
  • როდიდან გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებშითბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...
  • როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლათბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...
  • საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევების პრაქტიკებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხებს აფასებს. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულა სასამართლომ პირველად იმსჯელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და მიიჩნია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების, de facto ხელისუფლებების პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული მხარდაჭერის და მათ შორის გაფორმებული შეთანხმებების და სხვა მხარდამჭერი პრაქტიკების გამო, რუსეთს ფაქტობრივი კონტროლი აქვს, რის გამოც ამ რეგიონებში უფლების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის სფეროში ექცევა. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ არაერთი უფლების, მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, სიცოცხლის უფლების, უკანონო დაკავების აკრძალვის, პირადი ცხოვრების, გადაადგილების და საკუთრების უფლებების დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ ასევე იმსჯელა 2008 წლის 8-12 აგვისტოს უშუალოდ საომარი მოქმედებების დროსა და უკვე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 10 ოქტომბრამდე ე.წ. ბუფერულ ზონაში რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხზე. 2008 წლის 8-12 აგვისტოს უშუალო საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ დარღვევებზე, სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქიცია არ გაავრცელა, თუმცა დაადგინდა რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და „ბუფერული ზონის“ მიმართულებთ 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მანამ სანამ რუსეთის ჯარები ოფიციალურად გავიდოდნენ. 8-12 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში დაობდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული საომარი ოპერაციები არღვევდა კონვენციის მეორე მუხლს (სიცოცხლის უფლება). სასამართლომ შეაფასა რამდენად ხვდებოდა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ 8-12 აგვისტოს განხორციელებული საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. სასამართლომ იმსჯელა ქართული მხარის მიერ წარდგენილ ოთხ ინციდენტზეც, როგორც იმის მტკიცებულებაზე რომ რუსეთის სამხედრო ძალები ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ ხუთ დღიანი ომის დროს. ეს შემთხვევები იყო საჰაერო შეტევა სოფელ ერედვზე სამხრეთ ოსეთის ტეროტორიაზე, სადაც ქართული მხარე ვერ ახორციელებდა კონტროლს, ქალაქ გორზე და სოფლებზე კარბი და ტორტიზა, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაბია. სასამართლომ ამ ნაწილში რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაზე ორ მთავარ კრიტერიუმზე დაყრდნობით იმსჯელა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს „ეფექტური კონტროლისა“ და „ინდივიდებზე სახელმწიფოს აგენტის უფლებამოსილებისა და კონტროლის“ ტესტს ითვალისწინებს. სასამართლომ მის წინა პრაქტიკაზე დაყრდნობით იმსჯელა, რომ შეიარაღებული ოპერაციების დროს, მათ შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული ქმედებები არ შეიძლება ავტომატურად მიიჩნეოდეს „ეფექტურ კონტროლად“ ტერიტორიაზე. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი კონფრონტაციის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოიპოვოს ეფექტური კონტროლი, ომის ქაოსის პირობებში კონტროლი ტერიტორიაზე არ ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ბრძოლების ძირითადი ნაწილი ხდებოდა იმ ტერიტორიაზე, რაზეც მანამდე ქართული მხარე ახორციელებდა კონტროლს. რაც შეეხება მეორე ტესტს - „სახელმწიფო აგენტის მიერ ინდივიდებზე კონტროლის განხორციელება“, სასამართლომ იმსჯელა რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს პასუხისმგებელი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა მისი აგენტის მიერ ფიზიკური ძალის და კონტროლის განხორციელება კონკრეტულ ინდივიდებზე. მეტიც, სასამართლო პრაქტიკა ზოგიერთ საქმეში უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ფიზიკური ძალის განხორციელების მიღმაც ასეთი კონტროლი ინდივიდებზე შეიძლება მოხდეს დაკავების/დაპატიმრების შემთხვევებშიც მოპასუხე სახელმწიფოს აგენტების მიერ. თუმცა, ამ საქმეში სასამართლომ დაეყრდნო მის ერთ-ერთ გადაწყვეტილება (Bankovic and other vs Belgium and other) და განმარტა რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, როდესაც მხარეები ცდილობენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას საომარი ქაოსის პირობებში, ნიშნავს რომ აქ არ ვრცელდება არც ეფექტური კონტროლი და არც სახელმწიფო აგენტის მიერ ინდივიდებზე რაიმე კონტროლი. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აქტიური სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას, ექსტრატერიტორიული იურისდიქცია რუსეთს არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციში არ ხვდებოდა ის მოქმედებები, რომელიც 8-12 აგვისტოს ხდებოდა სამხრეთ ოსეთის და ასევე საქართველოს კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი მკაცრად არის გაკრიტიკებული მოსამართლე ლადო ჭანტურიას ნაწილობრივ განსხვებულ პოზიციაში. მოსამართლე ჭანტურიას თქმით, სასამართლოს მითითება მის წინა პრაქტიკაზე არ არის ზუსტი და ამომწურავი, რადგან ის ეფუძვნება ბანკოვიჩის საქმის მოძველებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს მის შემდგომ განვითარებულ სასამართლო პრაქტიკას. მისი თქმით სასამართლომ გამოიყენა არასწორი მეთოდოლოგია, როდესაც შეაფასა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხი და ამ გზით სასამართლომ შექმნა ადამაინის უფლებათა დაცვის ვაკუუმი. ჭანტურია უთითებს სასამართლოს პრაქტიკიდან იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ ეფექტური კონტროლი დაადგინა საომარი მოქმედებების პირობებში. ასევე ის მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლო იმსჯელებდა რუსეთის კონტროლზე ომამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ის შეძლებდა კონტროლი დაედგინა შეიარაღებული კონფლიქტის პირობებშიც. პასიური ოკუპანტის პოზიციიდან მოპასუხე სახელმწიფო ომის პირობებში გადაიქცა ომში ჩართულ ოკუპანტ ძალად და სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ამ საქმეს ბანკოვიჩის საქმისგან, რასაც სასამართლო დაეყრდო 8-12 აგვისტოს ეპიზოდის შეფასებისას. 12 აგვისტოს, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლება ასევე ამტკიცებდა რომ მკვლელობები, წამების ფაქტები, სახლების ძარცვა და დაწვა, რასაც ახორციელებდნენ რუსეთის სამხედრო ძალები და სამხრეთ ოსეთის ძალები სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე „ბუფერულ ზონაში“ არღვევდა კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამებისა და არაადამინური მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მერვე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) მუხლებს, აგრეთვე პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების უფლება). ამ ნაწილშიც სასამართლომ შეაფასა რამდენად ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე „ბუფერულ ზონაში“ და აფხაზეთის ტერიტორიაზეც. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ რუსეთი განაგრძობდა ეფექტურ კონტროლს, რადგან კვლავ ჰყავდა სამხედრო წარმომადგენლობა, ნიშნავდა რუს სამოქალაქო პირებს ადმინისტრაციულ და სამთავრობო პოზიციებზე, უზრუნველყოფდა დაფინანსებას, გასცემდა რუსულ პასპორტებს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებებზე და აძლევდა რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლებას 2000 წლიდან, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული ჰქონდა სავიზო რეჟიმი. რუსეთის ფედერაცია ამის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ რუსული ჯარების ყოფნა მიზნად ისახავდა ქართული მხარის მხრიდან შეტევების მოგერიებას. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებულ შეთანხმებებს და მხარდაჭერას, ეს მათი ორმხრივი შეთანხმებით ხდებოდა ჰუმანიტარული დახმარების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ეფექტური კონტროლის შეფასებისას, სასამართლომ იმსჯელა მოპასუხე სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობის სიძლიერეზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და „ბუფერული ზონის“ ტერიტორიებზე, აგრეთვე სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ადგილობრივი დაქვემდებარებული ადმინისტრაციის მიმართ. რუსეთის ფედერაცია აღიარებდა რომ შეიარაღებული კონფლქიტის დასრულების შემდეგ, მას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კვლავ ჰყავდა მნიშვნელოვანი ოდენობის სამხედრო წარმომადგენლობა (14.900 სამხედრო პირიასევე 119 ტანკი, 597 შეიარაღებული საბრძოლო ტრანსპორტი, 180 საარტილერიო სისტემა და 94 საჰაერო დაცვითი სისტემა). აგრეთვე რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეფასებაში არ შედიოდა ომამდე არსებული მდგომარეობა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საომარი მოქმედებების დაწყებამდე სეპარატისტულ რეჟიმებსა და რუსეთის ფედერაციას შორის სუბორდინაციული ურთიერთობები არსებობდა, რაც ომის პერიოდშიც და მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. მეტიც, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ღიად განაცხადა რომ ის გააგრძელებდა მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ ხელშეკრულებებზე რაც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისde facto რეჟიმებთან ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიზნით. ამ და სხვა მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, და ბუფერული ზონაზე 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, როცა რუსეთის ჯარები ოფიციალურად გავიდნენ. თუმცა ამ პერიოდის შემდეგაც რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძლიერი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე კვლავ გრძელდებოდა, რაც დასტურდება მათ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებებით და მიუთითებს რომ „ეფექტური კონტროლი“ კვლავ გრძელდებოდა. სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მიიჩნია, რომ რუსეთის მხირდან არსებობდა კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებისა და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა სამოქალაქო პირების სიცოცხლის მოსპობაში, სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და ბუფერულ ზონაში სახლების გადაწვასა და მოროდიორობაში. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედებები ხორციელდებოდა ეთნიკური ნიშნით, რამაც მნიშვნელოვანი ტკივილი მიაყენა დაზარალებულებს, სასამართლომ ასევე დაადგინა არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის არსებობა კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში. სამოქალაქო პირების დაკავების კანონიერება და არასათანადო მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო პირების არასათანადო მოპყრობის ნაწილში სასამართლომ არ დაადგინა კონფლიქტი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და კონვენციის ნორმებს შორის და მიიჩნია, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა სავალდებულო პრინციპია ორივე შემთხვევაში. სასამართლომ უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სამხრეთ ოსეთის საომარი ძალების მიერ დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის დაკავება 10-დან 27 აგვისტოს პერიოდში. მოწმეთა ახსნა-განმარტებებსა და საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების რელევანტური ანგარიშებზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმენტები ქართველ სამოქალაქო პირთა დაკავების არაჰუმანურ პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა დაკავებულთათვის არასაკმარისი სივრცის გამოყოფა, არასაკმარისი საწოლები, ქალებისა და მამაკაცების ერთ სივრცეში მოთავსება და ელემენტარული ჰიგიენური და სანიტარიული პირობების არარსებობა. ამასთან, დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და დაკავებულთა იძულება დაესუფთავებინათ ქუჩები და მოეგროვებინათ გვამები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დაკავებები განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ყოველ კონკრეტულ მოქმედებაზე რუსეთის სახელმწიფოს მიერ „დეტალური კონტროლი“. გარდა ამისა, რუსეთმა არ გამოავლინა არანაირი ძალისხმევა ზემოაღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის მიმართ და რუსეთის პასუხისმგებლობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისათვის. თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება სასამართლომ განმარტა, რომ რესპოდენტი მხარის მიერ მითითებული - „მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი“, არ წარმოადგენდა დასაშვები დაკავების საფუძველს არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და არც კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში. ამასთან, დაკავებულ პირებს არ განემარტათ მათი დაკავების საფუძვლები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა 2008 წლის აგვისტოში სამოქალაქო პირთა თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-5 მუხლის საწინააღდეგოდ, რომელიც ასევე მოექცა რუსეთის პასუხისმგებლობაში. ომის ტყვეების არასათანადო მოპყრობის საკითხი სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ისე კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნაა ომის ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა და მათი სათანადო პირობებში მოთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყვეების ხელში ჩაგდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხდა, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც აღიარა რუსეთის იურიქდიქცია კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისათვის. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებს საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ომის ტყვეთა არასათანადო მოპყრობის დასადასტურებლად სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ. სასამართლომ ტყვეების მიმართ მოპყრობა დააკვალიფიცირა როგორც განსაკუთრებით მძიმე, რომელიც ექცევა მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წამების განმარტებაში. სასამართლოს მიხედვით, აღნიშნული ქმედებებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს „ეფექტური კონტროლის“ პრინციპიდან იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები ამ ქმედებების თავიდან ასაცილებლად. გადაადგილების თავისუფლება ევროსასამართლომ გადაადგილების თავისუფლების დარღვევად მიიჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი de facto რეჟიმების მიერ განხორციელებული და რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლითაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის“ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. სასამართლომ აღნიშნული უფლების დარღვევაში პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დიდმა პალატამ რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის de facto მთავრობების ვალდებულებაზე გავლით. განათლების უფლება სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა. ეფექტური გამოძიების საკითხი მიუხედავად აგვისტოს საომარი მოქმედებების პერიოდზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის გამორიცხვისა, დიდმა პალატამ კონვენციის პირველ მუხლის გამოყენებით რუსეთი მაინც პასუხისმგებლად სცნო როგორც საომარი მოქმედებების, ისე შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ სიცოცხლის უფლების დარღვევათა ეფექტური გამოძიების ვალდებულების ნაწილში. ამ მხრივ დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის არსებობა დაადგინა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ საომარი შეტაკებების დასრულებისთანავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლი რუსეთმა დაამყარა, ომის დანაშაულებათა სავარაუდო ჩამდენები რუსეთის ფედერაციის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ და საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ რუსეთის პროკურატურას ხელეწიფებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარება, რაც დადასტურდა რუსეთის პროკურატურის შესაბამისი ქმედებებითაც. კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა საქმის სრულყოფილად შესასწავლად სასამართლომ მხარეებს მოსთხოვა „საბრძოლო ანგარიშების წარმოდგენა“, რომელიც არ შესრულდა რუსეთის მხარის მიერ იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოს. შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად შესაბამისი პირობები, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის 38-ე მუხლთან. კომპენსაციის საკითხი სასამართლომ მიუთითა, რომ ის მოგვიანებით გადაწყვეტს დაზარალებულ მხარეთა კომპენსაციის საკითხს. ... ...
  • "პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას" _ მანჯგალაძე"პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას"_ ამის შესახებ სტრატეგია აღმაშნებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, თუ ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა, ეს მისი არჩევანია, რადგან ელისაშვილის შესვლა, ვერ გაზრდის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს. "ძირითადი ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს პასუხი იმ წინადადებებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა მანჯგალაძემ. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს აქციები. ის აღნიშნავს, რომ პარლამენტი და სკამი რომ დომოდათ, ელისაშვილს შესვლას მოასწრებდნენ. „რაც შეეხება გეგმებს, კონსტიტუციით დადგენილი ნებისმიერი ფორმა, რომელიც არის მისაღები და რასაც გადაწყვეტს საზოგადოება, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. მათ შორის არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას, თუ რამე მიუღწევია საზოგადოებას, მიუღწევია ქუჩის აქციებით, რომელიც არის ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება. ოპოზიციის შიგნით გარკვეული კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. საჯაროდ შეხვედრის თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება და შევთანხმდებით ზუსტად სამოქმედო გეგმებზე. აქ სკამებსა და ძალაუფლებაზე არაა საუბარი, აქ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზეა საუბარი. პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას“, – განაცხდა პაატა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....