ქალის ტვირთის შემეცნებითი არსი ორი საუკუნის მიჯნაზე: „კოვიდ ცხრამეტმა “ პოზიტიურად გაგვამჟღავნა“

საზოგადოება

ქალის ტვირთის შემეცნებითი არსი ორი საუკუნის მიჯნაზე: „კოვიდ ცხრამეტმა “ პოზიტიურად გაგვამჟღავნა“

11 ივლ. 2020, 16:00:44

გასული საუკუნის დასაწყისში, საზოგადოებრივი ცხოვრების ფონს მკვეთრად აჩნდა ქალის როლი პოლიტიკაში , მის მიერ  იდეისთვის თუ  სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა.  ეს   ხშირად ტრაგიკული ფინალით მთავრდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო,   ეს მოვლენა კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაში  ასახვას ვერ ჰპოვებდა.


 იმავე  გასული საუკუნის მიწურულს , როცა მონსტრი სახელმწიფო დაინგრა და ქართული  პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა ქაოსისა და სიღატაკისკენ დაეშვა,  სამწუხაროდ,  ამ ვითარებაშიც  ქალის როლი მეხამრიდს დაემსგავსა.   სამუშაოს   საძებნელად  ჩვენი  ქალების გზა უცხოეთისკენ ,  სტამბულისკენ ან სტამბულის გავლით, სხვა ქვეყნებისკენ მიიმართა. ეს იყო გზა,  განსაკუთრებით, მომავალი თაობის შიმშილისგან  ხსნისა და  მათი ფიზიკურად გადარჩენისთვის.

საკითხავია,  რომელმა დრომ როგორ და რა ფორმითა და შინაარსით მოითხოვა ქალისგან თაგანწირვა თუ თავდადება.  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს , ყოველმხრივ  პოზიტიურ  ჭრილში, როგორც  თავად,  ისე სხვათა მიმართ გაწეული თანადგომით ,  ქალი პანდემიის პირობებში წარმოჩნდა.  თან არაერთგზის და არაერთგან!

გურიის სინამდვილეშიც ასე მოხდა.

 „ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს“, რომლის  სრულ  შემადგენლობას ქალები წარმოადგენენ,  24  წლიანი ტრადიცია გააჩნია სოლიდარობის, საზოგადოებისადმი მხარდაჭერის და სოციალური  პასუხისმგებლობის საქმეში.   პანდემიის პროცესში მთელ  გუნდს და მათ აღზრდილებს თუ  აღსაზრდელებს  გაუჩნდათ სურვილი,  როგორმე დახმარებოდნენ ადამიანებს და საამისოდ მოეძებნათ   არაერთი მიმართულება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სოლიდარობის აქციაში ჩაება, საკუთარი სურვილით პირბადეები შეკერა და  მერე უსასყიდლოდ დაარიგა,  კავშირის ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერი, სოფო კალანდაძე იყო.   ხაზგასმით   უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პირბადეები ბევრმა შეკერა და მერე გაყიდა, რაც დადებითი  მოვლენაა  მცირე ბიზნესის  საწარმოებლად. თუმცა, ქალბატონმა სოფომ უსასყიდლოდ დაარიგა და მიუხედავად მისი სურვილისა, ამის შესახებ არავის სცოდნოდა,  უცებ გაიგეს ამ  ჰუმანური ნაბიჯის შესახებ:

-შინ მქონდა უამრავი ნაჭერი. ბუნებრივი და ხარისხიანი ქსოვილები, რასაც სახალისო ისტორია აქვს - ბებია კერავდა და იმდროინდელი ბევრი საუკეთესო ნაჭერი  ოჯახში შენახული იყო.  რაკი ეს აღმოვაჩინე სახლში,   თან შინ უნდა ვყოფილიყავი და ვუცქერდი ტელევიზორს, სადაც პირბადეების დეფიციტზე ყოველ წუთს საუბრობდნენ,  გადავწყვიტე,  შემეკერა. ინტერნეტში სასწრაფოდ მოვძებნე თარგი, ავარჩიე  საუკეთესო ქსოვილები და შეკერვისთანავე დავიწყე საჩუქრად გაცემა.  გულწრფელად ვამბობ, არც  გაყიდვაზე მიფიქრია და არც თვითპიარზე.   ჩემი საფიქრალი ახლა ის იყო, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა დაცული, მით მეტად   დაცული ვიქნებოდით მე და ჩემი ოჯახი, ჩემი მცირეწლოვანი შვილები. ინტერნეტის მეშვეობით ვწერდი და მივუთითებდი ერთ-ერთ ლოკაციას ქალაქ ოზურგეთში, რომ იქ განსაზღვრულ დროს მოსულიყვნენ... ერთმა გოგონამ ფოტო გადამიღო და შევეწინააღმდგე.   ვიმეორებ,  ეს პიარისთვის არ  მინდოდა _  - გვიამბობს  ქალბატონი სოფო.

იმავე  კავშირის , ანასეული ს  ხანდაზმულთა  თავშესაფრის  მცხოვრებ  მოხუცთა ნაბიჯი  „კოვიდ-19“ წინააღმდეგ  ბრძოლაში ძალზე გულწრფელი და ამაღელვებელიც იყო.  მოხუცები, რომელთაც მხოლოდ იქეთ  ეხმარება სახელმწიფო, ასევე კონკრეტული პირები, ამჯერად, ასაკისა თუ შესაძლებლობის მიუხედავად,  თავად გამოვიდნენ სხვათა დასახმარებლად: 

_ჩვენ რა შეგვეძლო? გადავწყვიტეთ, ექიმებისთვის დახმარება. ისინი  რომლებიც თან გვყვებიან, სულ დადიან აქ, იღებენ ანალიზებს, ცდილობენ , სოცოცხლე გაგვიხანგრძლივონ,  ახლა  24 საათის განმავლობაში, პირბადით მდგომნი, თავგანწირულად  ემსახურებოდნენ ქვეყანას.  გადავწყვიტეთ,    მათთვის საგანგებოდ მოგვემზადებინა  ლანჩი.  გავიხსენეთ, თუკი რამ ვიცოდით. მოვამზადეთ და გავუგზავნეთ.  „კეთილი გულით  მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების“.   ჩვენგან რასაც იმსახურებენ, იმის გადახდა არ  შეგვიძლია, თუმცა, ცოტათი  ხომ გავახარეთ? _ გვეუბნება ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი, როზა ღუღუნიშვილი.

მზარეული თინათინ დარჩია  კი იხსენებს მათ ფუსფუსს, ცრემლიან თვალებს და ურთიერთშეჯიბრსაც, რაც შეიძლება უკეთესი  სადილის კეთების ხელოვნება  ეჩვენებინათ ჩვენი ექიმებისთვის.

 _არ გვეგონა, თუ ერთხელ მაინც გავახარებდით იმ ექიმებს, რომლებიც ჩვენ მუდამ თავს გვევლებიან. კორონამ ამ საქმეში გამოცდა მოგვიწყო. ჩვენც   შევძელით, ჩაგვებარებინა ეს გამოცდა. დღეგრძელობა ჩვენს  ექიმებს, - გვეუბნებიან ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები: ლიანა მამულაშვილი, ბაბული დოლიძე, ელენე ჭანტურია, ნინა მოსკალენკო, ნადია ფლოროვა, ელიზავეტა  ივანოვა, როზა ბერიანიძე...

ასევე  სიხარული და მადლიერება მოჰყვა ოზურგეთში,   „ლიდერთა სკოლის“ და მის აღსაზრდელთა ნაბიჯს, სამეზობლო თემში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებისა და  სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის  გაეწიათ მხარდაჭერა , ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენის დროს.

_ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს და მარტოხელა  ხანდაზმულ  პირებს,  ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა  გაზაფხულზე საჩუქრად  მიუტანეს ბოსტნეულის ჩითილები.  დაეხმარნენ დარგვაში და პერიოდულად მონაწილეობას დღემდე იღებენ მათ მოვლა-პატრონობაში, _ გვეუბნებასკოლის წარმომადგენელი ნონა სადრაძე.

კორონა ვირუსის ფაქტორმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა მეზობელ რეგიონში,   ქობულეთში მცხოვრები   ქალბატონის, ინდმეწარმე ნათელა ბაუჟაძის ბიზნესს.   

_მართალია, ქობულეთში გამოჩნდა კორონა ვირუსი, მაგრამ აქ  მას დახვდა „სამოთხის კლასტერი“ ყვავილთმოყვარე ქალბატონის სახით, _ ასე ხუმრობენ დღეს ამ ქალაქში.   რატომ, ამას თვით ქალბატონი ნათელას საუბრიდან   ვიგებთ:

_პანდემიამ, თითქოს, უცებ და უხილავად შემოგვიტია. უცებ დაიკეტა მაღაზიები, გაწყდა კავშირები, ვერ ვიყიდეთ პრეპარატები, კონტეინერები, რის გამოც უამრავი  ვარდი თუ სხვადასხვა დასახელების ყვავილი ვიზარალეთ.  ჩაურგავად  დარჩენილი ყვავილები დაკნინდა, . ბოლქვიანების ჩახმობა ნაკლებად წამგებიანი იყო და ნებას მივუშვით. მერე  სათესლე მასალად   გამოყენება შეიძლებოდა.   სასწრაფოდ ავამოქმედეთ   ინტერნეტ-ქსელი. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა. ასე  ონლაინ-რეჟიმში ვაწვდიდით  ჩვენს კლიენტებს ნერგებს.  ისინი ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით,   ადვილად  არჩევდნენ სასურველი ყვავილების,   სხვადასხვა დეკორატიული მცენარეების  სახეობებს. თითქმის,  საქართველოს ყველა კუთხეში გავგზავნეთ. მაქსიმალური ძალისხმევის   ფასად  შევძელი  ის, რომ  ზარალიც ასევე მაქსიმალურად  შემემცირებინა.  თუმცა,  6 ათას ლარამდე ღირებულების ნერგები მაინც ვიზარალე.  მართალია, საჩუქრად სულ მაქვს ადამიანებისთვის განკუთვნილი, მაგამ ამჯერად   უფრო უხვად გავეცი ბოლქვები თუ ნერგები.  ყველას ვურჩევდი, რომ წამოეწყოთ   პატარა ბიზნესი, რაც არაერთს დაუჯდა ჭკუაში. მირჩევნია, ერთჯერადად,  საკვები პროდუქტით დახმარებას, ასეთი საჩუქრით დავხმარებოდი მათ.  ზოგმა საკუთარ კარმიდამოში დარგულ ნაჩუქარ ყვავილებს, „კოვიდის კუნძულებიც“   შეარქვა და მცირე ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტა.  ანუ,  ცნობილი სიბრძნე, თევზის ჭამა კიარა, მისი  დაჭერა  უნდა ასწავლო ადამიანსო, მგონი, კოვიდ-19 -მა უფრო ღიად დაგვანახა, _ ამბობს  ქალბატონი ნათელა ბაუჟაძე. ის  კმაყოფილებასაც გამოთქვამს, რომ  პანდემიით  გამოწვეულმა გასაჭირმა, არა მარტო გზები ჩაკეტა და კარანტინში მოაქცია სამყარო,  პარალელურად,    არაერთი პრობლემის მოგვრების გზაც გახსნაო.

_ასაკში ვარ, ბევრი  გასაჭირი მინახავს, თუმცა კოვიდ-19 -მა მოახერხა და  ქალები პოზიტიურადაც  გაგვამჟღავნა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვათა მიმართ.  გახსოვთ, გასული საუკუნის მიწურული, ქალებმა საკუთარი   „მე“, ასე ვთქვათ, დასაჯეს, რომ შვილები და ოჯახი გადაერჩინათ. დღემდე ბევრი უცხო ქვეყანაშია გადაკარგული.  შეესაძლოა, ადამიანები გავხდით უფრო პოზიტიურები,  სხვათა  გასაჭირის  გაზიარებისა და საყოველთაო საშიშროების წინაშე  გამკლავებისას, - ასკვნის ის.

უეჭველად  უნდა  დავეთანხმოთ   ქალბატონ ნათელას.  როგორი ძნელბედობის ჟამიც  უნდა ჩამოდგეს,  აშკარაა,  ჩვენი ქალბატონები,   წამგებიან თავგანწირვაზე მეტად, თვითრეალიზებას  ცდილობენ.  პრობლემებთან გამკლავებისას ჭიდილში,  მაღალი  შეგნებით წარმოაჩენენ,  როგორც  პირად „მეს“, ისე სხვებს. ამით კი   სოციუმს  შთააგონებენ , რომ სიცოცხლე მშვენიერია, რომ  არ არსებობს დაუძლეველი გასაჭირი და წინააღმდეგობა, რომელსაც ერთად ვერ მოერევიან.

და ბოლოს,   საქართველოში გავრცელებული  ხუმრობის: , „ქალი საუკეთესო  მონა-პოვარია,“  _ ანტონიმად ,  ხუმრობის გარეშე,  შეიძლება , ვთქვათ, რომ  თითოეული ჩვენი  ქალი     ქვეყნის საიმედო მონაპოვარია.  




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის (R)აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს. ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს: მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ; ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...