ქართული საახალწლო კურიოზები

საზოგადოება

ქართული საახალწლო კურიოზები

2019 იან 12 12:43:57

დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.

ჩემს ერთ ნაცნობს ახალი წლის ღამეს მართლაც „ორიგინალური“ შემთხვევა გადახდა თავს. მის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებ.

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“... ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

ნება მომეცით კიდევ ერთი „საახალწლო ისტორია“ წარმოგიდგინოთ.

გორის რაიონში ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. გაჭირვების წლები რომ დადგა, ორივემ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და შორ მანძილებზე, რაიონიდან რაიონში ან რაიონიდან თბილისამდე დაჰყავდათ მგზავრები. ერთი ძმაკაცი პატარაობიდან გამხდარი, შავი და მაკვარანცხი იყო და თანასოფლელებმა „ეშმაკა“ შეარქვეს, მეორე კი დინჯი, სერიოზული ბავშვი იყო და, ყოველთვის, როცა რამე გაუკვირდებოდა, „ღმერთო ჩემოო“, _ ამბობდა. ამის გამო მეზობლის ბიჭებმა „ღმერთო“ შეარქვეს და ამ მეტსახელებით იცნობდა მათ ყველა.

ეს ამბავი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ზამთარია, შობის ღამე დგება და უმოწყალოდ ბარდნის. ეშმაკამ მგზავრები კასპში ჩაიყვანა და უკან ბრუნდება.

უცებ ვიღაც კაცმა აუწია ხელი. ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გააჩერა ტაქსი და მძღოლს ეუბნება, ოღონდ უარი არ მითხრა და ას დოლარს მოგცემ ჩემს სოფლამდე თუ მიმიყვანო და ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაუსახელა. ეშმაკას გაუხარდა: მაინც იქით მივდივარ და ასი დოლარი ნამდვილად არ მაწყენსო, _ გაიფიქრა. ჩაუჯდა მთვრალი კაცი და წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მგზავრი ეუბნება, გავიცნოთ ერთმანეთი, ამაღამ შობაა და, ეტყობა, ღმერთმა შეგვახვედრა, მე ნოდარი მქვიაო. მე კი ეშმაკაო, _ უპასუხა მძღოლმა. მგზავრს, ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ამის გაგონება, მაგრამ, ზრდილობის გამო უთხრა, სასიამოვნოაო. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ამინდით დაიწყეს, სპორტზე გადავიდნენ და, ის იყო, პოლიტიკასაც შეეხო მათი საუბარი, რომ მანქანა გაჩერდა. საწვავი გამითავდაო, - თქვა ეშმაკამ და გაბრაზებულმა ხელი დაჰკრა საჭეს, მაგრამ, მგზავრი გაამხნევა, - ჩემს სოფელთან ვართ გაჩერებული და რამეს მოვიფიქრებო. მგზავრი შეშინდა - ეს მძღოლი მართლა ეშმაკს ჰგავს და რამე არ მიქნასო. მერე უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სთხოვა: იქნებ რამე მოიფიქრო, სახლში ხალხი მელოდება და შობის დადგომამდე როგორმე იქ უნდა ვიყო, თორემ, ძებნას დამიწყებენ და, მიწაში რომ ჩავძვრე, მაინც მიპოვიან, მაგრამ, არ მინდა, შევაწუხო, დიდი კაცები არიან და უხერხულიაო, - მგზავრმა, თავისი ჭკუით, მძღოლი შეაშინა.

- ახლა ნახე, რა სასწაული მოვახდინო! - თქვა ეშმაკამ, მერე აიღო მობილური, აკრიფა ნომერი და ძალიან მოწიწებით წარმოთქვა: - ღმერთო, ბენზინი გამითავდა და შენგან ას მეტრში ვარ, მანქანაში კი მგზავრი მიზის, რომელიც სახლამდე უნდა მივიყვანო. გევედრები, მიშველე!

ამ მონოლოგს გამოფხიზლებული კაცი შიშით უგდებდა ყურს, მაგრამ, მისმა შიშმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგონა, როგორ ბუყბუყით ივსებოდა ტაქსის ავზი. გულგახეთქილმა მინა ჩამოსწია და დაინახა, თეთრებში შემოსილი კაცი (უცნობის ლაბადა ფანტელებით იყო დაფიფქული და მგზავრს თეთრ მოსასხამად მოეჩვენა), როგორ „მიცურავდა“ უზარმაზარ ფიფქებში.

- ვაიმე, მართლა ღმერთმა გვიშველაო, - აღმოხდა მგზავრს და გული წაუვიდა.

დიდხანს უმტკიცებდა რის ვაივაგლახით მოსულიერებულ მგზავრს ეშმაკა, ღმერთს როგორ დავურეკავდი, ჩემს ძმაკაცს ჰქვია „ღმერთო“ და იმან ჩაგვისხა ბენზინიო, მაგრამ, ვერაფრით ვერ დაარწმუნა. ის კაცი კი, დღემდე, სადაც მიდის, ყველგან ყვება, როგორ გადაარჩინა თეთრებში შემოსილმა ღმერთმა გზაში გაყინვას“.




 ახალი ამბები
  • უგულავას პასუხი სააკაშვილს: გამიხარდება თუ მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს"მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს" _ ასე უპასუხა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის, მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული პოსტის კომენტარებში. პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ უგულავას და მის ზოგიერთ კოლეგას მკვდარიც კი აჯობებს 100 წლის შემდეგ; "გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო".. რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე" _ წერს სააკაშვილი. ... ...
  • სააკაშვილი უგულავას: "მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა..."საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი თანაგუნდელის გიგი უგულავას მიერ, გუშინ, რუსთავი 2_ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო".. რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე" _ წერს ... ...
  • ინიშნება თუ არა ირინა ინარიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მრჩევლად „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ალექსანდრე სურგულაძის თანაშემწედ ირინა ინარიძე ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას უარყო სურგულაძემ: _ ორი-სამი დღე აქეთ არ ვიყავი. არაფერი ვიცი, ჩემ თანაშემწედ? გამორიცხულია, _ გვითხრა სურგულაძემ. ის, რაც სურგულაძემ გამორიცხა, არ გამორიცხა თავვად ინარიძემ და დაგვდასტურა, რომ ამ თემაზე საუბრი მიდის:  _არის საუბარი, თუმცა, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ინარიძემ. განსხვავებული პასუხი მივიღეთ ოზურგეთის მერისგან _  პრესსამსახურის საშუალებით მოწოდებულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე შარაშენიძე ინარიძის დანიშვნას არ გეგმავს: "მერი ახლა მოქალაქეებს ხვდება, მიღება აქვს. ვკითხე და თქვა, რომ არავინ არსად დაუნიშნავს", _ გვითხრა ეკა მგელაძემ და თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ინარიძის მერიაში დანიშვნა გამორიცხული არ არის: "ვიცე-მერს ჰყავს მრჩეველი და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კიდევ დაინიშნოს. ჩემი ვარაუდით, შესაძლოა, ინარიძე უფრო დაბალ თანამდებობაზე დაინიშნოს", _ თქვა ჩვენთან საუბრისას მგელაძემ. ირინა ინარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც გურიის გუბერნიაში, ისე ოზურგეთის გამგეობაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.  იყო  ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორიც. 2011-2012 წლებში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესპურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მის სახელს უკავშირდება პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. ამავე თემაზე: ერთი სხდომის ორი ოქმი _ ასე ყალბდება ... ...
  • "სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა“_ დიმიტრი შაშკინი “მიხეილ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა. საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ბატონო დიმიტრი, მმართველმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა და რიგ შემთხვევებში, ცნობილია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენელთა ვინაობაც.  ამ ფონზე, როგორ აფასებთ  მხარეთ შორის ძალთა გადანაწილებას? ფიქრობთ, რომ „ოცნება“, რომელიც არჩევნების მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვებულის მანტიას დაუთმობს? _ ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება უნამუსოდ წაართვა, რაც  საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა კარგად დაინახეს, ამიტომ არარელევანტურია კითხვა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას.   გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, გაჟღერებულია პოზიცია, რომ ხელისუფელბა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას 2024 წლამდე არ აპირებს, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაშიც კი მმართველს პარტიას საარჩევნო სისტემის ფორმირებაზე დაითანხმებთ? _არ არის საუბარი ხელისუფლება რაზე დაგვთანხმდება და ჩვენ რა გვინდა. მილიონი ადამიანი აპირებს ხელისუფლებას უთხრას, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, არ არის სამართლიანი და არ ასახავს არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ნებისმიერი კვლევა არჩევნებს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაჟორიტარებს არც კი იცნობს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებას რამდენად აინტერესებს ერთი მილიონი მოქალაქის პოზიცია.  _ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე  განაცხადა, ციტირება:_“ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ცხრა წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში“. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პარტიას წარმატების პარალელურად, ბევრი გადაცდომა ჰქონდა, რამაც 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი განაპირობა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, პარტიის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები გაანალიზდა? და ასევე, „ყველაზე წარმატებულ ცხრა წელთან“ დაკავშირებით ექსპრეზიდენტის პოზიციას ეთანხმებით? _ საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც  ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს. საქართველოში 2003 წლამდე რა ხდებოდა, საზოგადოებამ კარგად გაიხსენოს. ყველა მოქალაქე ნატრულობდა ერთი დღის განმავლობაში დენი ორი საათი მაინც მოსულიყო, გაზი გვქონოდა და კრიმინალის გამო ბავშვები ისე გაგვეშვა ქუჩაში, რომ მათზე არ გვენერვიულა. პედაგოგის ხელფასი 28 ლარი იყო და სკოლებში გათბობა საერთოდ არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, მან შეძლო პოსტსაბჭოურ სივრცეში არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შეექმნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაცდომებს, ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა და ბუნებრივია, შეცდომები დაშვებული იქნებოდა, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა 2012 წლის არჩევნებში ავიღეთ, როცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად გადავაბარეთ. _ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით გადმოიბარა და შეისისხლხორცა, თქვენივე კრიტიკის ობიექტად იქცა. როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და როგორია ახლა ოპოზიციის თვალით დანახული “ქართული ოცნების“ პირობებში მოქმედი სასამართლო სისტემა? _სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი ძლიერი მხარე. მართლმსაჯულების ფორმირებაში  მთავარი შეცდომა დავუშვით. ვერ მოვასწარით სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიიყვანა, რომელიც უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ეხებოდა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჩვენ სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება შევძელით. „ქართული ოცნების“ პირობებში კი მართლმსაჯულებაში კორუფციაა დაბუდებული. ხელისუფლებამ სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესრულების ნაცვლად, ფულის კეთების საშუალება მისცა. _ საქართველოში ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ციტირება _“მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი. როგორ ფიქრობთ, დღეს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებს საქართველო მაქსიმალურად იყენებს? _ 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დეკლარირებას ვისმენთ იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლა გვინდა, თუმცა აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც მიუთითებენ. ისეთი მძიმე რაპორტები, რომლებიც  2018 წლის არჩევნებზე დაიწერა, არ მახსოვს მანამდე დაწერილიყო, მათ შორის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. აღნიშნული საქართველოს ევროპულ მომავალზე, ბუნებრივია, უარყოფითად ... ...
  • პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლესპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ის 24 წლის იყო, _ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ასევე 38 წლის საქართველოს მოქალაქე. როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...