ხელისუფლებაზე განაწყენებულები _ "ან ბოტები დაგვირიგონ, ან გზა გაგვიკეთონ!"

საზოგადოება

ხელისუფლებაზე განაწყენებულები _ "ან ბოტები დაგვირიგონ, ან გზა გაგვიკეთონ!"

19 თებ. 2018, 13:17:08

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდიდეს პრობლემად კვლავ უგზოობა რჩება.  არის სოფლები, სადაც შიდა გზები ისეა დაზიანებული და ამორტიზირებული, რომ არათუ ავტომობილებს, ფეხით მოსიარულეებსაც ძალიან უჭირთ გადაადგილება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ე. წ. "ბაღის უბანში" 46 ოჯახი ცხოვრობს. მძიმე  სოციალურ ფონის მიუხედავად, მათ გასაჭირს უგზოობის პრობლემაც ემატება _ დაზიანებულ გზებზე ღვარცოფისა და ნგრევისგან წარმოქმნილი ორმოები ყველა ფეხის ნაბიჯზეა. ადგილობრივების თქმით, ყოველ გაწვიმებაზე ფეხით მოსიარულეებს ქუჩაში გასასვლელად მაღალყელიანი ბოტები სჭირდებათ.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს _  ლევან სიხარულიძე, ციალა სიხარულიძე და ვანო გოლიაძე "გურია ნიუსთან" სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ:

"კომუნისტების დროს რომ მოხრეშეს, მერე ამ გზაზე  მთავრობიდან არავინ მოსულა და ამბავი არ უკითხავს.

ყველა არჩევნებზე გვპირდებიან, გზას გავაკეთებთო. დიდი ხანი არაა, რაც  გაზი შემოვიდა, ძირითადი გაკეთებულია _ ამის მერე სულ მოისპო ყველაფერი. მოვხრეშავთო, მაგრამ არაფერი... წვიმაში მაღალყელიანი ბოტების გარეშე ვერ გაივლი.

მაკვანეთში ამ უბნის გარდა ყველგან ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ რატომ გვჩაგრავენ, არ ვიცით.

ყველაზე ახლოს  ქალაქთან  ეს კუთხეა. ყველა გაწვიმებაზე  არხებს ჩვენით ვჭრით, მაგრამ რა აზრი აქვს?!

ძალიან განაწყენებული ვართ ხელისუფლებაზე, გინდ ადგილობრივი იყოს და გინდ _ ცენტრალური. ხალხის ბედი არავის აინტერსებს. მათ ხომ აქვთ მაღალი ხელფასები, მანქანები, გვიყურებენ ზემოდან ამ დამშეულ და გაუბედურებულ ხალხს. ასჯერ დაგვპირდნენ სოფლის კრებებზე  ამ პრობლემის მოგვარებას.

ამდენი წელი ვნატრობდით, ამ კუთხიდან ვინმე მაინც მოხვედრილიყო ხელისუფლებაში, იქნებ, მის კუთხეს ეპატრონოსო. წინა მოწვევის საკრებულოში გვყავდა დეპუტატი აქედან, მაგრამ რა გააკეთა? არაფერი! მას ჰყავს "ნივაც" და ტრაქტორიც და კი დადის უპრობლემოდ", _ ამბობენ ადგილობრივები.

აღნიშნული უბნის მცხოვრებლები კარიერებზეც საუბრობენ. მათი თქმით, მდინარეში წყალი დამშრალია.

_ ძალიან ცუდ  დღეშია მოსახლეობა. ჭები შრება, მდინარეც აღარაა. თევზაობა გვიყვარდა, თევზიც აღარ ჩერდება. ამას წინათ ჩასულები ვიყავით, მოვინახულეთ მდინარის პირი. ტრაქტორისტებმა გვითხრეს,  4 მეტრ სიმაღლეზე უნდა გადავთხაროთ ეს მიწა და ამოვიღოთ ხრეშიო. ასე ანადგურებენ  სოფელს და უსპობენ ხალხს ცხოვრებას. ვიცით, როგორ ტრიალებს დიდი ფული ამ კარიერებში, ჩვენ კი ქვას ვერ ვიღებთ ამ ჭალაში, მაშინვე დაგვიჭერენ. მოკლედ, სულ  გამოუთხარეს  სოფელს ძირი, _ ამბობდნენ "გურია ნიუსთან" შეკრებილი ადამიანები, რომლებსაც არც ფაროსანა დავიწყებიათ:

_ ფაროსანამ შეგვიჭამა ყველაფერი. ასიათასობით ლარი ყოფილა მასთან საბრძოლველად გამოყოფილი, მაგრამ რა გააკეთეს? 

"გურია ნიუსის" საშუალებით გვინდა შევუთვალოთ ხელისუფლებას, რომ ყველა ოჯახს ან ბოტები დაურიგონ ან გზა გაგვიკეთონ.

მოუგვარდებათ თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ე. წ. "ბაღის უბნის" მცხოვრებლებს უგზოობის პრობლემა და როდის, ამასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიაში გვპასუხობენ:

"ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციის  მიზნით, მერიამ გამოაცხადა  ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ, სოფლებში მერის წარმომადგენლებთან  კონსულტაციების საფუძველზე დაიწყება ყველა კრიტიკული საგზაო მონაკვეთის მოხრეშვა-დაგრეიდერება".




 ახალი ამბები
  • რატომ არ მიეწოდება საგურამოს მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზისაგურამოს მოსახლეობას ამ დროისთვის არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „გურია ნიუსს“ აცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის შეწყვეტა მოსახლეობისთვის გაზსადენის მილზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბადრი უნდილაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვას კავშირი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებასთან არ აქვს. „დაზიანდა გაზის მილი სადღაც და გამშვევები აყენია საგურამოში, რის გამოც შეწყდა გაზი, რომ გააკეთონ. ელექტროენერგიის გათიშვა კი  ავარიულად მოხდა და მალე ჩაირთვება“,_ გვითხრა უნდილაშვილმა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელექტრო ენერგიის შეწყვეტა ქსელში ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენის სავარაუდო დროდ კი 22:00 საათი ... ...
  • ავტოავარია ოზურგეთში _ გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, მძღოლი კი მიიმალაახლახან ოზურგეთში, პეტრიწისქუჩაზე, ტრაგიკულად დასრულდა ავტოავარია. ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქუჩის კუთხეში მდგარ ქალბატონს დაეჯახა ადგილიდან მიიმალა. ქალატონი კი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე ... ...
  • „აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულასაზარელი ტრაგედია მოხდა გორში - სოფელ ახალშენში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, დავით ცერცვაძემ განუცხადა, გოგონა  გარდაცვლილი დღეს დილით, საკუთარ სახლში აივანზე იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი ... ...
  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • "უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ" _ მელია ცერცვაძეს"ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს-ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ექიმი "ქართული ოცნების" წარმატებებზე საუბრობს.  "ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?  ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.."-წერს მელია სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?