“კიბეზე ჰყავდა მიბმული ხუთი წუთის განმავლობაში“ _ ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

gurianews.com

საზოგადოება

“კიბეზე ჰყავდა მიბმული ხუთი წუთის განმავლობაში“ _ ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

2017 სექ 12 13:43:11

“დღეს, სრულიად შემთხვევით, ოზურგეთის ავტოსადგურში ახალგაზრდა ქალს, ლ ნ.ს. გადავაწყდი, რომელიც ისტერიულად ტიროდა. გავაჩერე, ვკითხე, რა გჭირს, რით შემიძლია დაგეხმარო-მეთქი... თავი დამანებე, შენ რას მიშველიო, კიდევ ერთხელ შევთავაზე დახმარება... ვერ ლაპარაკობდა, ყბა უკანკალებდა, საშინლად გამოიყურებოდა, საშინაო ტანსაცმელში, ფეხზე „შლოპანცებით“, განადგურებული... იქვე მძღოლი იდგა, შევეკითხე, თუ იცნობთ, იქნებ, მითხრა, რა სჭირს და დავეხმარები-მეთქი. ეტყობა, მძღოლი იცნობდა (ერთ-ერთი სოფლის მარშუტკის მძღოლი, ქალი ამ მძღოლის მეზობელია) ამ ქალს და უთხრა _ მოუყევი შენი ამბავი და დაგეხმარებაო. ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელსაც წლების განმავლობაში ცემდა მეუღლე“ _ ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი წერს.

მისივე ინფორმაციით, ქალს მშობლები არ ჰყავს (ძმა ჰყავს მხოლოდ, რომელიც, არ იცის, ამ ეტაპზე სად არის). ჰყავს დეიდა. არ აქვს მობილური ტელეფონი, ვერავის უკავშირდება. ბოლო ინციდენტს იხსენებს: "თავზე ცელოფანი ჩამომაცვა, პირი სკოჩით ამიკრა, ხელები ბაწრით შემიკრა და ისე მცემდა, თავი როგორღაც დავაღწიე, სოფლის ექიმთან ძლივს მივედი და იქედან უკვე პოლიციაც ჩაერთო, ექსპერტიზაც ჩამიტარდა. მერე ჩემი ქმარი დაიჭირეს“...

აქ არ მთავრდება ამ ქალის ტრაგედია. მისი  შვილი, პატარა 3 წლის გოგონა ძალადობის თვითმხილველი იყო.

სოციალურმა აგენტმა მოინახულა ოჯახი, ნახა, რომ ფანჯრები სახლს არ აქვს (მოძალადე ქმარმა ჩაამსხვრია), დედა შეშინებული, დათრგუნული და უუნაროა, არ დააყოვნა და იმის მაგივრად ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის და ბავშვისთვის დახმარება აღმოეჩინათ, ქალს დედობა შეუზღუდა. ჩათვალა, რომ მას არ აქვს ელემენტარული უნარები, რომ ბავშვს მოუაროს. მე არ ვამტყუნებ სოციალური სააგენტოს ქმედებას. მესმის, მთავარი ბავშვის ინტერესებია, მაგრამ რა უშლიდა ხელს ასე გაუბედურებული, შეშინებული და დათრგუნული ქალი არ დაეტოვებინათ... თავშესაფარში არ გადაეყვანათ, სადაც ის მიიღებდა სახელმწიფო სერვისებს. ვიცი, არსებობს სახელმწიფო პროგრამა "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა", საქართველოს მთავრობის დადგენილება #121. ამ პროგრამის ამოცანაა: სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება. ამ პროგრამაში მოხვედრილ ქალებს აძლევენ უნარ-ჩვევებს, მოუარონ შვილებს. დღეს კი, ქალი ისევ ქმრის სახლში ცხოვრობს. ქმარს, სავარაუდოდ, 3 თვეს მიუსჯიან, ბავშვი მინდობით აღზრდაშია გადაყვანილი... დედას და შვილს იმდენად დიდი მიჯაჭვულობა აქვს, რომ დედა ბავშვის ნახვის შემდეგ სახლში ბრუნდება და ამბობს, რომ აღარ შეუძლია ბავშვის გარეშე ცხოვრება. ყველგან ბავშვი ელანდება... ბავშვიც დედის ნახვის შემდეგ სულ ტირის და მასთან ერთად ყოფნა უნდა.

მიკვირს, რატომ არ გამოიყენა სოციალურმა სააგენტომ აღნიშნული პროგრამა და რატომ დატოვა ძალადობის მსხვერპლი ქალი ყოველგვარი დახმარების გარეშე...

ქალმა მიმართა უკვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისს და ასევე ჩვენი ორგანიზაციაც გაუწევს მონიტორინგს. დავესწრებით სასამართლოსაც, რომელიც, როგორც მსხვერპლი ამბობს, 12 სექტემბერს უნდა გაიმართოს, ბავშვის დაბრუნებაშიც დავეხმარებით, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებების უგულებელყოფა. მესმის ბავშვის ინტერესები უმთავრესია, მაგრამ... ზოგადად, ადამიანის სიცოცხლეც ხომ ღირებულია!“ _ ამბობს ქეთევან ხიდაშელი.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ხეზე მიაბა და პირზე „სკოტჩი“ გადაუხვია.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს დაკავებულის ადვოკატი დათო მამალაძე: “საქმე მიდის შერიგებისკენ. საპროცესო შეთანხმებაზე მიდის საუბარი. არ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ქმარმა ცოლი მიაბა ხეზე _ კიბეზე ჰყავდა მიბმული ხუთი წუთის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ ეს ცოლ-ქმარი შერიგდა და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ეტაპზე“.

“გურია ნიუსი“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილეს ვანო გოგოლაშვილს დაუკავშირდა:

ვანო გოგოლაშვილი: “ბავშვი იყო უგულებელყოფილი და აქედან გამომდინარე, მოხდა მისი წამოყვანა. ამ ეტაპზე ჩვენ, რაც ვნახეთ, დედას არ აქვს უნარი ბავშვის მოვლის. მინდა გითხრათ, რომ იქ ოჯახური კონფლიქტი იყო ცოლ-ქმარს შორის და ქმარი დაკავებულია.“

ჩვენს კითხვაზე რატომ არ მოხდა ორივეს გამოყვანა, რადგან ქალი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ვანო გოგოლაშვილმა გვიპასუხა: ვინაიდან მოძალადე ქმარი ამ ეტაპზე დაკავებულია, ოჯახში ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ბავშვი განთავსებულია სახელმწიფო მზრუნველობაში  და დაცულია. არ მაქვს საუბარი მხოლოდ საჭმელზე და სასმელზე, რომლის პრობლემა იდგა მის ოჯახში. სამი წლის ბავშვია და  მოხდება მისი წაყვანა ბაღში. სხვათაშორის, ხშირია შემთხვევა, როცა, ასე ვთქვათ, მშობლები მოგვაჩეჩებენ ბავშვს და შემდეგ სახელმწიფო პატრონობს, მაგრამ ეს ფაქტი სხვაა. ეს ქალბატონი დიდ მიჯაჭვულობას იჩენს საკუთარი შვილისადმი, თუმცა, მიუხედავად სოციალური მუშაკის  არაერთი რეკომენდაციისა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პერიოდი გამოეყენებინა საკუთარი გარემო პირობების გასაუმჯობესებლად (იგულისხმება საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლა), ეს ქალბატონმა ვერ გააცნობიერა და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ასეთ შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების მიზნით, სოციალური მუშაკი განიხილავს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას. სახელმწიფო მზრუნველობაში ბავშვის განთავსებამდე სოციალური მუშაკის მუშაობას თანადგომის ქსელთან _ შეეთავაზებინა ბავშვზე მეურვეობა, შედეგი არ მოყოლია.

_ ბატონო ვანო, ეს ქალბატონი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და რა კუთხით გაუწევთ დახმარებას სოციალური სააგენტო?

_ ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი გარემო, რომელიც მას მოწესრიგებული არ აქვს, სოფლის ხელმძღვანელობისა და ოზურგეთის გამგეობის მხარდაჭერით არსებითად მოუწესრიგდება. ჩვენ დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და სოციალური მუშაკი პერიოდულად შეისწავლის ამ საკითხს. დავაწერინეთ განცხადება სოციალურ დახმარებაზე  და იმედი ვიქონიოთ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხვდება ამ პროგრამაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ზოგადად, ყოველთვის ცდილობს, ბავშვი შეინარჩუნოს ბიოლოგიური ოჯახის გარემოში, დროებითი გამოყვანა არის უკიდურესი ზომა, როცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სტატიაში მოყვანილი მთავრობის 121 დადგენილების ქვეპროგრამა, რომელიც შეეხება  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს, არ ავალდებულებს სოციალური მომსახურების  სააგენტოს  ამ პროგრამაში მოხვედრილ ქალებს ჩაუტაროს ტრენინგი დედობის უნარჩვევების ასამაღლებლად.

შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმე აღძრულის სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გულისხმობს.

 


ნახვა: 1557


 ახალი ამბები
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...
  • ,,განათლებული ადამიანი მთავრობას ტვირთად არ აწვება“_ გუგული მაღრაძეგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლებული ადამიანი ტვირთად არ აწვება სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს. ამასთან, მაღრაძემ მთავრობის პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის გამონათქვამი გაიხსენა. ,,განათლება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განათლებული ადამიანი, თავის პროფესიაში მყარად მყოფი ადამიანი ეგუება ცვლილებებს, თვითონ მართავს თავის ცხოვრებას და ტვირთად კი  არ აწვება მთავრობას, არამედ თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ეს არის გზა იმისა, რომ თვითონ მოსახლეობა იყოს ჩართული მთავრობის პროექტების და გეგმების განხორციელებაში. ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი პრეზიდენტი ამბობდა, რაც არ უნდა კარგი პროგრამა იყოს, თუკი ის მოსახლეობაში არ სარგებლობს მხარდაჭერით და ჩართულობით ძნელი იქნება მისი გახორციელებაო“_თქვა ... ...
  • ,,ბრწყინვალე იდეებიდან კვირიკაშვილი რომლის გახორციელებაში გიშლიდათ ხელს?“_ ბოკერიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ  მომავალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს  მიმართა კითხვით, ბრწყინვალე ინიციატივებიდან, რომლის განხორციელებაში უშლიდა ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამასთან, ბოკერიამ მომავალ პრემიერს სრული უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი იდეები ლოზუნგებად დარჩება. ,,ბატონო მამუკა, არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის დამაჯერებელი არ არის. ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ ვშიშობ, რომ ლოზუნგად დარჩება. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი? აქამდე რომელს გიბლოკავდათ? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მაშინ, როცა მისი მოხსნა გადაწყდა? ამ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, _ განაცხადა ... ...
  • ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას _ ქუცნაშვილიპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს  მოუწოდა, რომ  როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაში ჩაერთოს, რადგან მისი თქმით, ეს პროექტი ჩავარდნილია. ამასთან,  როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე,  დღეს ქართველებისა და ხევსურების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ,,მინდა ინფორმაციისთვის გითხრათ,  ხევსურებმა დამაბარეს თქვენთან, რომ  ჩავარდნილია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის დამფინანსებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო. ამ შემთხვევაში, 21-ე საუკუნის ხევსურების ოცნება და ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თქვენი ჩარევა აუცილებელი სხვანაირად ეს პროექტი არ დასრულდება“,_ განაცხადა ... ...
  • ავტომობილი სახლის ეზოში ჩავარდა _ შემთხვევა პარლამენტთანთბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა პარკირებისას ავტომობილის მართვას თავი ვერ გაართვა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც შეეხება მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. ... ...

არქივი

ზაფრანი

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...

საინტერესო ფაქტები ქალებზე

თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...